imedi /  04 მარტი 2026, 13:49 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიას: თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ამ სხდომათა დარბაზში შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და ამ თემაზე სპეკულაცია. დღეს, გახარიები ამ პოლიტიკურ ფსკერზეც დაეშვნენ, როდესაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის არის გამიზნული, ასე არაკომპეტენტურად და ამორალურად შეეხნენ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის

იონათამიშვილი „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ, რას ეხება აღნიშნული საკითხი.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს საკითხი ეხება მობილური აპლიკაციების მისაწვდომობას, რომელიც შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ამ ბატონებს რომ ჰგონიათ ამ თემით ამ პოლიტიკურ სპეკულაციას რაიმე ეფექტი ექნება.... დავიწყოთ იმით, რომ ხუთი წელია პარლამენტში არიან და ამ ხუთი წლის განმავლობაში ამ თემაზე არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, არც ინიციატივა ჰქონიათ. თუ რაიმე ადარდებდათ და აინტერესებდათ, ხელს ვინ უშლიდა? ინიციირება მაინც მოეხდინათ, მაგრამ- არა. იმიტომ, რომ საერთოდ არ იციან ეს თემა რა არის, წარმოდგენაც არ აქვთ და ახლა პოლიტიკური სპეკულაციით იმიტომ, რომ ორი კვირის უკან მათ დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეს შშმ პირთა მიმართ, ახლა ასეთ ამორალურ ნაბიჯებს დგამენ.

თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები იმიტომ, რომ მაშინ ამ თემებზე საერთოდ არ ილაპარაკებდით. ისიც არ იცით რამდენი მუხლისგან შედგება გაეროს კონვენცია. უკეთესი იქნებოდა, გეღიარებინათ, ეს იყო შეცდომა, სხვა კანონს აძლევდით წინააღმდეგ ხმას, ვერ წაიკითხეთ რა იდგა კენჭისყრაზე და შეგეშალათ, ამას უფრო გაიგებდა საზოგადოება, რომ გეღიარებინათ ეს შეცდომა. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ ამ სხდომათა დარბაზში.

თუ ვინმეს არ აქვს ამ თემაზე სალაპარაკო, ეს ადამიანები არიან, რადგან როდესაც სოციალური პაკეტის ინდექსაცია ხდებოდა, გახარია იყო ის, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ინდექსაცია შშმ პირებზეც გაგრძელებულიყო. მხოლოდ 2022 წელს, როდესაც გახარიამ ღალატის აქტი ჩაიდინა, ამის შემდეგ დაინიციირდა შშმ პირთა სოციალური ინდექსაციის საკითხი და პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უყარა კენჭი. ამიტომ, არ ხართ გულწრფელები, უსინდისოდ იქცევით, როცა ამ თემის პოლიტიზებას ცდილობთ იმიტომ, რომ ამ კანონის უკან დგას ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ის პირიც კი, ვინც თქვენ კომიტეტზე მოიყვანეთ, მანაც კი მადლობა გადაგვიხადა ამ კანონის შემუშავებისთვის. საპარლამენტო ისტორიაში შეხვალთ როგორც ის ადამიანები, რომლებსაც სინამდვილეში, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ფასად სძულთ შშმ პირები და მათთან დაკავშირებული საკითხები“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველა სიახლე

04 მარტი 2026, 15:11

პოლიტიკა

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 13 პირი პატიმრობაში დატოვა

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ 13 პირი - კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი პატიმრობაში დატოვა.

ლევან მაჭავარიანი

04 მარტი 2026, 15:10

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

04 მარტი 2026, 15:06

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე

მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომას თანა-თავმჯდომარის რანგში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.

დავით მათიკაშვილი

04 მარტი 2026, 15:06

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ორბანი არის ის ღერძი, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით არსებულ პოლიტიკას უძღვება უკვე ძალიან დიდი ხანია. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ის დაპირისპირებები, რომელიც მას უკრაინის პრეზიდენტთან გააჩნია

ის დამოკიდებულებები, რომელიც ვიქტორ ორბანს მეზობლებთან გააჩნია, ცალსახად ეროვნული და სუვერენული სახელმწიფოს მნიშვნელობითაა განპირობებული,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებაზე, რომელიც უნგრეთს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე
ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 15:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანთან ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას

მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

მაკა ბოჭორიშვილი

04 მარტი 2026, 15:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ზელენსკიზე: ნებისმიერი ქვეყნიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები შესაძლოა აღქმული იყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად, რაც ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი, არის მიუღებელი და დარჩება მიუღებლად

განცხადებები, რომელიც არჩევნების წინ კეთდება, იმ ქვეყნის მისამართით, რომელშიც არჩევნებია, ეს არის ნებისმიერი ქვეყნისთვის შიდა პოლიტიკური საკითხი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

04 მარტი 2026, 14:59

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებაზე: ეს აღარ არის პოლიტიკური შეფასებების საგანი. ეს არის გარკვეულწილად უკვე სამედიცინო დიაგნოზიც

ეს აღარ არის პოლიტიკური შეფასებების მხოლოდ საგანი. ეს არის გარკვეულწილად უკვე სამედიცინო დიაგნოზიც საგანიც, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ ლაშა ჩხარტიშვილზე საუბრისას.

ნინო წილოსანი

04 მარტი 2026, 14:59

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ორბანი უნგრელი ხალხის ინტერესებით მოქმედებს და დაიცვა ქვეყანა იმ საფრთხეებისგან თუმცა ნამდვილად გასაკვირია, როდესაც ზელენსკი ასე უხეშად ერევა უნგრეთის შიდა პოლიტიკაში

არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ორბანი უნგრელი ხალხის ინტერესებით მოქმედებს და დაიცვა ქვეყანა იმ საფრთხეებისგან თუმცა ნამდვილად გასაკვირია, როდესაც ზელენსკი ასე უხეშად ერევა უნგრეთის შიდა პოლიტიკაში, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებაზე.

გურამ მაჭარაშვილი

04 მარტი 2026, 14:58

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ზელენსკიზე: არამარტო ერეოდა საქართველოს პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ომში ჩართვისკენ. ახლა უნგრეთის არჩევნებში მოინდომა ჩარევა

„არამარტო ერეოდა საქართველოს პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ომში ჩართვისკენ, მერე საზოგადოებას უკანონო ხელისუფლების შეცვლისკენ და პირდაპირ მონაწილეობდნენ ის და მისი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ახლა უკვე სხვა ქვეყნებში მოინდომა ჩარევა, მათ შორის უნგრეთის არჩევნებში. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია სამწუხაროდ უკრაინა - ეკონომიკა ჩამოქცეული, ბუნდოვანი მომავალი და ის იცლის იმისთვის, რომ პირდაპირ, თავხედურად ამბობს, რომ გაიმარჯვებს იქ ორბანი თუ არ გაიმარჯვებს, რომ შემდეგ იქ კლანური ურთიერთობა დაამყაროს, დიფ სთეითის წარმომადგენელი თუ გაიმარჯვებს უნგრეთში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

პეტრე მამრაძე

04 მარტი 2026, 14:57

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ლევან ცუცქირიძე არის სრულიად უპრინციპო ადამიანი, რომელიც არის მორჩილი მსახური „ნაცმოძრაობის". ასე იყო წლების განმავლობაში და ასე არის ახლაც

ლევან ცუცქირიძე არის სრულიად უპრინციპო ადამიანი, რომელიც არის მორჩილი მსახური „ნაცმოძრაობის" ასე იყო წლების განმავლობაში და ასე არის ახლაც,- განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა პეტრე მამრაძემ.

ჯონდი ბაღათურია

04 მარტი 2026, 14:48

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია ლევან ცუცქირიძეზე: ცუცქირიძე ძველი, გამოცდილი „მიშისტია“

ლევან ცუცქირიძე ცდილობს ამტკიცოს, რომ არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. მას მისი წარსული საქმიანობა ამხელს. მაგალითად, ცუცქირიძე ჯერ კიდევ 2007 წელს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესებში მონაწილეობდა. 2008 წელს კი ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების შედეგები უღიარა. ის იყო ჩატარებული ეგზიტპოლების ერთ-ერთი ავტორი.

გურამ მაჭარაშვილი

04 მარტი 2026, 14:47

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ლაშა ჩხარტიშვილზე: როდესაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ფილიალებით აქვს ომის და დაპირისპირების ბუნება და მათ ქვეყანა არ მიაჩნიათ თავიანთ სამშობლოდ, გვეუბნებოდნენ, რომ სად იყო არგუმენტები - ინებეთ არგუმენტები

როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ფილიალებით აქვს ომის და დაპირისპირების ბუნება და მათ ქვეყანა არ მიაჩნიათ თავიანთ სამშობლოდ, გვეუბნებოდნენ, რომ სად იყო არგუმენტები - ინებეთ არგუმენტები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

04 მარტი 2026, 14:47

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ჩხარტიშვილის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა არაერთგზის იხსნა და ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება განაჩენს ძალიან კარგად გამოუტანს

ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა არაერთგზის იხსნა და ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება განაჩენს ძალიან კარგად გამოუტანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილის განცხადების შეფასებისას. კერძოდ, ჩხარტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილი აიათოლას ბედს მალე გაზიარებს“.

04 მარტი 2026, 14:44

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებებს, ასევე ენერგეტიკის სექტორს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ირაკლი კობახიძე
 ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

თენგიზ შარმანაშვილი

04 მარტი 2026, 14:37

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოვლად უსამართლოდ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება არც ისე შორეულ პერსპექტივაში

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება.

მაკა ბოჭორიშვილი

04 მარტი 2026, 14:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის, ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ურთიერთობებში წინსვლა გვექნება

საქართველო მზად არის და მიესალმება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას რეალურად სუფთა ფურცლიდან, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარვმართოთ პარტნიორული ურთიერთობები, – განაცხადა მედიასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

04 მარტი 2026, 14:31

მსოფლიო

The Financial Times: ევროკავშირი მოუწოდებს უკრაინას დაუშვას ინსპექტორები ნავთობსადენ „დრუჟბაზე“

გამოცემა The Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი უკრაინაში რუსული ნავთობსადენის „დრუჟბას“ ინსპექტირებას ითხოვს.

მაკა ბოჭორიშვილი

04 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიმართოს საქართველოს საელჩოებს და დააფიქსიროს საკუთარი სურვილი, თუ მას უნდა სამშობლოში დაბრუნება

„იმ ქვეყნებში, სადაც დღეს საქართველოს მოქალაქეები არიან - საუბარი არის ამ შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ასევე კატარის სახელმწიფოებზე, სადაც საჰაერო სივრცე დაკეტილია და ვერ ხორციელდება ფრენები, ორივე სახელმწიფო დიდი მზრუნველობით ექცევა მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ ამ სახელმწიფოებში. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად უფასოდ შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ლევან მახაშვილი

04 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ონლაინ მედიების მიერ ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერად, ხოლო ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ პრემიერად მოხსენებაზე: ეს მათზე უფრო მეტად მეტყველებს, რეალურად რას წარმოადგენენ

ეს მათზე უფრო მეტად მეტყველებს, რეალურად რას წარმოადგენენ, ემსახურებიან თუ არა სიმართლეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.