თორნიკე ფაღავა: ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ჩვენი ქვეყანა იყოს ღირსეული, ჰქონდეს თავისი ადგილი და გაიზარდოს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა
თორნიკე ფაღავა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი ქვეყნის ოპონენტები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მუდმივად აპელირებენ, თითქოსდა ქართული სახელმწიფო, ქართული ეკონომიკა, ქართული ფინანსური სექტორი ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ვერ განვითარდება და მეტიც, მუდმივად აპოკალიფსს პროგნოზირებენ. ამის საპირისპიროდ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების შედეგები, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრმა თორნიკე ფაღავამ.
მისი თქმით, მსოფლიო კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსში საქართველო ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ნატოს წევრ 10 და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანა უსწრებს. ჩანდლერის ინსტიტუტის 2025 წლის კვლევით, საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობის ინდექსით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ევროპაში კი მეცხრეზე.
მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ სასამართლო სისტემის ეფექტიანობის 2025 წლის ინდექსით, საქართველო რეგიონში უპირობო ლიდერია, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას, ასევე, ყველა კანდიდატ ქვეყანას.
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 500 მილიონი დოლარის ევრობონდები გამოუშვა და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან 5,5-ჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 9,2%-ით იზრდებოდა და ამ მაჩვენებლით ევროპის ყველა სახელმწიფოს ვუსწრებთ. 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიო დეველოპერულ გიგანტთან, „EMAAR ჯგუფთან“ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანაში უპრეცედენტო, 6,5 მილიარდიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის.
ევროსაბჭომ ოფიციალურად სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას, გავუზიაროთ გამოცდილება უცხოური ძალების გავლენასა და ჩარევასთან ბრძოლის მიმართულებით. დღეს უკვე საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მთელი ის პროპაგანდისტული ნიაღვარი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა დემოკრატიასთან. ასევე, საზოგადოებას მინდა შევახსენო ოპოზიციის მთელი კამპანია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს საქართველო დავტოვეთ თამაშგარე მდგომარეობაში და ქვეყანამ გეოპოლიტიკური როლი დაკარგა. ევროკომისიის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ერთადერთი გზაა.
ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირებადობის საქმეში მთავარი სტრატეგიული ნაბიჯია საქართველოდან რუმინეთამდე დაგეგმილი ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი.
საქართველომ, შიდა თუ გარე უპრეცედენტო ტურბულენტობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, ურთულესი წლები გამოიარა. საქართველოში რომ ერთი ტყვია გავარდნილიყო, უალტერნატივო დერეფნის ნაცვლად უალტერნატივო საბრძოლო პოლიგონი ვიქნებოდით. თითოეული ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების თანმიმდევრული, გათვლილი და უალტერნატივო საგარეო, საშინაო და ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თითოეული ნაბიჯი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაიდგა, მიმართულია იმისკენ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ახალ მსოფლიო ეკონომიკურ დღის წესრიგში, ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, იყოს ღირსეული, ჰქონდეს თავისი ადგილი და გაიზარდოს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 15:44
პოლიტიკა
ლაშა ბაქრაძე: გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ოპოზიციის გაერთიანებას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება. საბოლოო ჯამში, მოკლე პერიოდს არ მოიცავდეს ამასთან დაკავშირებული სიხარული. ვფიქრობ, ზედმეტი ეიფორია არ არის საჭირო
„დიდი ხანია საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობა უნდა არსებობდეს ოპოზიციაში. თავისთავად კარგია, რომ რაღაცასთან მივიდნენ- „ალიანსი“ ჰქვია ახლა ამ ერთობას, მაგრამ ძალიან გულახდილი ვიქნები, გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ამას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება და რომ მართლაც ერთი ფრონტით შეძლებენ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გამოსვლას. ვისურვებდი, რომ ასე იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ გამოცდილება სხვას გვეუბნება და საბოლოო ჯამში არ ვიცი, ეს ძალიან მოკლე პერიოდს არ მოიცავდეს ამასთან დაკავშირებული სიხარული. კარგია საერთოდ რაღაც მოძრაობა რომ შეინიშნება, მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ, ბევრი მოვითმინეთ აქამდეც, მოდით შევხედოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ზედმეტი ეიფორია არ არის საჭირო“, -განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
04 მარტი 2026, 15:44
პოლიტიკა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც საარჩევნო პროცედურების, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.
04 მარტი 2026, 15:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს.
04 მარტი 2026, 15:29
პოლიტიკა
პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას თანმდევ საკითხებთან ერთად.
04 მარტი 2026, 15:11
პოლიტიკა
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 13 პირი პატიმრობაში დატოვა
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ 13 პირი - კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი პატიმრობაში დატოვა.
04 მარტი 2026, 15:10
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 15:06
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ორბანი არის ის ღერძი, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით არსებულ პოლიტიკას უძღვება უკვე ძალიან დიდი ხანია. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ის დაპირისპირებები, რომელიც მას უკრაინის პრეზიდენტთან გააჩნია
ის დამოკიდებულებები, რომელიც ვიქტორ ორბანს მეზობლებთან გააჩნია, ცალსახად ეროვნული და სუვერენული სახელმწიფოს მნიშვნელობითაა განპირობებული,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებაზე, რომელიც უნგრეთს ეხებოდა.
04 მარტი 2026, 15:06
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე
მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომას თანა-თავმჯდომარის რანგში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.
04 მარტი 2026, 15:04
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანთან ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას
მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.
04 მარტი 2026, 15:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ზელენსკიზე: ნებისმიერი ქვეყნიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები შესაძლოა აღქმული იყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად, რაც ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი, არის მიუღებელი და დარჩება მიუღებლად
განცხადებები, რომელიც არჩევნების წინ კეთდება, იმ ქვეყნის მისამართით, რომელშიც არჩევნებია, ეს არის ნებისმიერი ქვეყნისთვის შიდა პოლიტიკური საკითხი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრისას.
04 მარტი 2026, 14:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებაზე: ეს აღარ არის პოლიტიკური შეფასებების საგანი. ეს არის გარკვეულწილად უკვე სამედიცინო დიაგნოზიც
ეს აღარ არის პოლიტიკური შეფასებების მხოლოდ საგანი. ეს არის გარკვეულწილად უკვე სამედიცინო დიაგნოზიც საგანიც, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ ლაშა ჩხარტიშვილზე საუბრისას.
04 მარტი 2026, 14:59
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ორბანი უნგრელი ხალხის ინტერესებით მოქმედებს და დაიცვა ქვეყანა საფრთხეებისგან, თუმცა ნამდვილად გასაკვირია, როდესაც ზელენსკი ასე უხეშად ერევა უნგრეთის შიდა პოლიტიკაში
არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ორბანი უნგრელი ხალხის ინტერესებით მოქმედებს და დაიცვა ქვეყანა იმ საფრთხეებისგან თუმცა ნამდვილად გასაკვირია, როდესაც ზელენსკი ასე უხეშად ერევა უნგრეთის შიდა პოლიტიკაში, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებაზე.
04 მარტი 2026, 14:58
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ზელენსკიზე: არამარტო ერეოდა საქართველოს პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ომში ჩართვისკენ. ახლა უნგრეთის არჩევნებში მოინდომა ჩარევა
„არამარტო ერეოდა საქართველოს პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ომში ჩართვისკენ, მერე საზოგადოებას უკანონო ხელისუფლების შეცვლისკენ და პირდაპირ მონაწილეობდნენ ის და მისი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ახლა უკვე სხვა ქვეყნებში მოინდომა ჩარევა, მათ შორის უნგრეთის არჩევნებში. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია სამწუხაროდ უკრაინა - ეკონომიკა ჩამოქცეული, ბუნდოვანი მომავალი და ის იცლის იმისთვის, რომ პირდაპირ, თავხედურად ამბობს, რომ გაიმარჯვებს იქ ორბანი თუ არ გაიმარჯვებს, რომ შემდეგ იქ კლანური ურთიერთობა დაამყაროს, დიფ სთეითის წარმომადგენელი თუ გაიმარჯვებს უნგრეთში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
04 მარტი 2026, 14:57
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: ლევან ცუცქირიძე არის სრულიად უპრინციპო ადამიანი, რომელიც არის მორჩილი მსახური „ნაცმოძრაობის". ასე იყო წლების განმავლობაში და ასე არის ახლაც
ლევან ცუცქირიძე არის სრულიად უპრინციპო ადამიანი, რომელიც არის მორჩილი მსახური „ნაცმოძრაობის" ასე იყო წლების განმავლობაში და ასე არის ახლაც,- განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა პეტრე მამრაძემ.
04 მარტი 2026, 14:48
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია ლევან ცუცქირიძეზე: ცუცქირიძე ძველი, გამოცდილი „მიშისტია“
ლევან ცუცქირიძე ცდილობს ამტკიცოს, რომ არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. მას მისი წარსული საქმიანობა ამხელს. მაგალითად, ცუცქირიძე ჯერ კიდევ 2007 წელს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესებში მონაწილეობდა. 2008 წელს კი ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების შედეგები უღიარა. ის იყო ჩატარებული ეგზიტპოლების ერთ-ერთი ავტორი.
04 მარტი 2026, 14:47
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლაშა ჩხარტიშვილზე: როდესაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ფილიალებით აქვს ომის და დაპირისპირების ბუნება და მათ ქვეყანა არ მიაჩნიათ თავიანთ სამშობლოდ, გვეუბნებოდნენ, რომ სად იყო არგუმენტები - ინებეთ არგუმენტები
როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ფილიალებით აქვს ომის და დაპირისპირების ბუნება და მათ ქვეყანა არ მიაჩნიათ თავიანთ სამშობლოდ, გვეუბნებოდნენ, რომ სად იყო არგუმენტები - ინებეთ არგუმენტები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილზე საუბრისას.
04 მარტი 2026, 14:47
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ჩხარტიშვილის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა არაერთგზის იხსნა და ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება განაჩენს ძალიან კარგად გამოუტანს
ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა არაერთგზის იხსნა და ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება განაჩენს ძალიან კარგად გამოუტანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილის განცხადების შეფასებისას. კერძოდ, ჩხარტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილი აიათოლას ბედს მალე გაზიარებს“.
04 მარტი 2026, 14:44
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებებს, ასევე ენერგეტიკის სექტორს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
04 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
04 მარტი 2026, 14:37
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოვლად უსამართლოდ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება არც ისე შორეულ პერსპექტივაში
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება.


