imedi /  04 მარტი 2026, 18:15 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპაში მიგრაციის გავლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ მიგრაციული პროცესები დღეს საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ევროპის ქვეყნების თავშეკავება ირანთან კონფლიქტში პირდაპირ ჩართვაზე, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება დემოგრაფიულ ცვლილებებსა და მუსლიმი მოსახლეობის ზრდას ევროპაში.

„ესპანეთის ცივი უარი ამერიკას, ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების თავშეკავება ირანთან პირისპირ კონფლიქტში ჩართვაზე, გამოწვეულია მუსლიმი მოსახლეობის ძლიერი მიგრაციული ნაკადებით ევროპულ სახელმწიფოებში. დღეს ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია. მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში, მითუმეტეს, ირანისგან გამოცხადებული ჯიჰადის ფონზე.

მიგრაციული პოლიტიკა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ომის დაწყებამდე ირანთან მიმართებით, რომელსაც ორი დიდი უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით — ეს არის მოსახლეობის რიცხოვნობა ქვეყანაში და საზღვრებს მიღმა, სწორედ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც დღეს მაქსიმალურად დისტანცირდებიან ამ კონფლიქტისგან. მეორე დიდი უპირატესობა არის ირანის მკაცრი სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკა და ბრძოლის სასტიკი გზები. ამ უპირატესობებით მოქმედებდა ირანი ისრაელი-ამერიკის წინააღმდეგ და იგივე გზებით აპირებს არა მარტო ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, არამედ იმათთანაც, ვინც დღეს აშშ-ს დაეხმარება.

რელიგიური ფაქტორი რამდენადაც შეიძლება უპირატესობად ჩავთვალოთ, იმდენად დიდ რისკებს შეიცავს ირანისთვის — ამან შესაძლოა ბლოკირება გაუკეთოს საკუთარ თავს. ასევეა ამერიკა-ისრაელიც — რამდენადაც დიდი აქვთ შესაძლებლობები, იმდენად შესაძლოა მარტო აღმოჩნდნენ ირანთან პირისპირ ბრძოლაში სწორედ მუსლიმი თემის დემოგრაფიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

ამას ასაბუთებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ალი ხამენეის ვაჟი — მოჯტაბა ირანის ახალ სულიერ ლიდერად აირჩიეს. ესეიგი, ირანი იგივე პრინციპებით აგრძელებს სახელმწიფო პოლიტიკას. ეს იყო გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ აიათოლას მიერ გაზრდილ რელიგიურ მებრძოლებს თითქმის იგივე ლიდერი ჰყავთ.

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, ერთ დროს ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკა რამხელა საფრთხედ იქცა თავად დასავლეთისთვის.

დღეს ევროპა ხვდება, თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს წარსულში, თუმცა უკვე ძალიან გვიანია — ისინი ჩიხში არიან: ან უნდა მიჰყვნენ ამერიკას ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაიზიარონ გლობალური პოლიტიკის პასუხისმგებლობა, ან უნდა დაიცვან საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოება და უარი თქვან მთავარ პარტნიორზე. ორივე შემთხვევაში ევროპა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვიდრე იყო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად. ესეც მათი გაუთვლელი პოლიტიკის შედეგია ათეული წლების წინ. და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვიტარებენ პოლიტიკურ გაკვეთილებს?

ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის, ასევე ამერიკა-ისრაელისა და ირანის ომიც ანადგურებს ევროპას. ეს კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სამხედრო ალიანსის არსებობას. როგორი გზაც არ უნდა იპოვოს ევროპამ ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უკვე ძალიან გვიანია — პროცესები უკვე დაძრულია,"—წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

09 მარტი 2026, 13:34

საზოგადოება

GITA-ს 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის მეოთხე ნაკადზე მიღება დაიწყო

ინტეგრირებული ონლაინ პლატფორმა edu.doit.gov.ge შექმნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებს მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ მხარდაჭერილ IT კურსებზე. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას ხელმისაწვდომ ტრენინგებზე და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კარიერული გზის დაგეგმვას ციფრულ სექტორში.

კახა კალაძე

09 მარტი 2026, 13:33

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქართველი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებს.

კახა კალაძე

09 მარტი 2026, 13:30

პოლიტიკა

კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოთ.

სარიტა რობინსონი

09 მარტი 2026, 13:26

მსოფლიო

მედია: ბრიტანელი დიასახლისები ირანის ომის ფონზე კრიზისისთვის ემზადებიან. აუცილებელ მარაგებს შორისაა მედიკამენტები, წყლის ფილტრი, ჩაი, მინიატიურული გაზქურა, ჰიგიენის საშუალებები, ყველაფერი 48 საათის განმავლობაში სამყოფი რაოდენობით

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იმ დიასახლისების შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომლებიც ირანის ომის ფონზე კრიზისისთვის ემზადებიან.

ვატო შაქარიშვილი

09 მარტი 2026, 13:24

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა. სწორედ ამის არ დაშვების გამო ცდილობენ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა და ამიტომ ისმის მუქარები ბრიუსელიდან ქართველი ხალხის მიმართ

უკრაინა, მილიონიანი მსხვერპლის და ოთხწლიანი დამანგრეველი ომის პარალელურად ამაყობს, რომ კიევში იმართება მასშტაბური ლგბტ აღლუმი და ფაქტობრივად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაც მოხდა სასამართლოს მიერ. ეს არის რეალური შეფასების კრიტერიუმი, რასაც ყველა რეზოლუციაში თუ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს ევრობიუროკრატია, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

09 მარტი 2026, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ აღიარა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და უკვე მერამდენე წელია მხარს გვიჭერენ

„ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

09 მარტი 2026, 13:21

საზოგადოება

გლდანში, მეწყერსაშიშ ზონაში 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი ეწყობა

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრება დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს გრუნტის დატერასება, სადაც 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყობა.

09 მარტი 2026, 13:19

საზოგადოება

თბილისში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის გაძლიერებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისში, მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა.

ნიკოლოზ მეტრეველი

09 მარტი 2026, 13:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირში მძიმე ორშაბათი გათენდა - საცავებში გაზის დონე 30%-ზე დაბალია, მისი საორიენტაციო ფასები კი ბოლო ერთ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ევროკავშირში მძიმე ორშაბათი გათენდა. ევროკავშირის საცავებში გაზის დონე 30%-ზე დაბალია, მისი საორიენტაციო ფასები კი ბოლო ერთ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის მთავარმა მიმწოდებელმა QatarEnergy-მ ახლახან დახურა მსოფლიოში ყველაზე დიდი წარმოების ობიექტი, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

09 მარტი 2026, 13:12

მსოფლიო

ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა

ლიეჟის მერმა, ვილი დემეიერმა, მომხდარს „ანტისემიტიზმის უკიდურესად სასტიკი აქტი“ უწოდა, რომელიც „​ლიეჟის სხვების მიმართ პატივისცემის ტრადიციას ეწინააღმდეგება“. „დაუშვებელია, რომ გარე კონფლიქტებმა ჩვენს ქალაქში შემოაღწიოს“, - განაცხადა დემეიერმა.

პერე ჟოან პონი

09 მარტი 2026, 12:45

პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა შედგა.

თამარ ჩიბურდანიძე

09 მარტი 2026, 12:36

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: 9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან 70 წლის გასვლას. ჩიბურდანიძე წერს, რომ „დედაენის“ პარკში მომიტინგეები ხშირად ახსენებდნენ სიტყვას „ქეთო“, რაც იშიფრება „ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაციად“.

09 მარტი 2026, 12:35

მსოფლიო

Bloomberg: ევროპაში გაზის ფასი კიდევ 30%-ით გაიზარდა

მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ კი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა სახელდება.

09 მარტი 2026, 12:32

რეგიონი

სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თენგიზ შარმანაშვილი

09 მარტი 2026, 12:30

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რაიმეს შესწავლა თუ უნდა, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს, იმედი მაქვს, რეალობას საღად შეაფასებენ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რაიმეს შესწავლა თუ უნდა, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს. იმედს გამოვთქვამ, რომ ობიექტურობისკენ გადაიხრებიან და არსებულ რეალობას საღად შეაფასებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ცოტნე კობერიძე

09 მარტი 2026, 12:27

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“

იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ, "ნაციონალური მოძრაობის"გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში.

09 მარტი 2026, 12:25

საზოგადოება

იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Red Bridge” წარუძღვება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით და მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, მოეწყობა იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

09 მარტი 2026, 12:12

მსოფლიო

Axios: ირანის საწვავის საწყობებზე დარტყმებმა აშშ-სა და ისრაელს შორის უთანხმოება გამოიწვია

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის დარტყმებმა შესაძლოა ირანული საზოგადოება რეჟიმის გარშემო გააერთიანოს და ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს. „პრეზიდენტს არ მოსწონს ეს შეტევა. მას სურს ნავთობის დაზოგვა და არა მისი დაწვა. ეს ხალხს ბენზინზე მაღალ ფასებს ახსენებს“, - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.

დავით ქართველიშვილი

09 მარტი 2026, 12:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო თანდათან ხდება ქვეყანა, რომლის გარეშეც რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ როლს

ნიკოლოზ სამხარაძე

09 მარტი 2026, 12:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იღვწის, ეს არის საკუთარი ქვეყნის მტრობა, გუშინ თავადვე აღიარეს, რომ ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან

ჩვენ დიდი ხანია, ვადევნებთ თვალს ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და როდესაც, რაიმე ცხელი თემა ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში, მაშინვე ხდება საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ ისინი ამა თუ იმ ქვეყანას უწევენ დახმარებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვაზე.