05 მარტი 2026, 14:31 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, რადიკალები ამას ხედავენ და მათში ისტერიკას იწვევს.

„შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერ უნდა ამოისუნთქოს, ვერ უნდა გაიხაროს იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიანესა და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები აქვთ. ამ ყველაფერს ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. მათი ინტერესია, როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით იყოს დივერსიფირებული. ჩვენი ინტერესია, ეს არ დავუშვათ და ინტერესთა ჯახი იწვევს ამ ისტერიკას. ინტერესების დაპირისპირებაში საღი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

05 მარტი 2026, 16:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

05 მარტი 2026, 16:05

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?

რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის იმ განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ კონფლიქტის დროს.

05 მარტი 2026, 16:04

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

კაია კალასი

05 მარტი 2026, 16:03

მსოფლიო

კაია კალასი: რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, იდეალური სცენარი იქნებოდა, თუ ირანი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა და მეზობლებს აღარ დაემუქრებოდა.

05 მარტი 2026, 15:53

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

სხდომაზე პარლამენტის ნდობის ჯგუფმა მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე მაისურაძის და სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულების - დაზვერვის სააგენტოს უფროსის, მიხეილ ძაგნიძის ინფორმაცია, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

05 მარტი 2026, 15:53

საზოგადოება

საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ახალი სტრუქტურა დაფუძნდა

„ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმა და სწორედ შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა აღნიშნული ფორმების შეძენა და შემდგომში რეალიზაცია. ამასთანავე, სკოლების მომარაგება ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით, მათ შორის, სახელმძღვანელოებითა და ლაბორატორიების აღჭურვილობით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

05 მარტი 2026, 15:52

საზოგადოება

კობა კობალაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

05 მარტი 2026, 15:40

კულტურა

თინათინ რუხაძემ თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

„მეფე ერეკლეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია. თელავი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენი სულიერების, იდენტობისა თუ ტურიზმის კუთხით. ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ეკლესიასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ კომპლექსის მაღალ დონეზე რეაბილიტაციისა და ამ ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კაია კალასი

05 მარტი 2026, 15:39

მსოფლიო

კაია კალსმა აშშ-ესპანეთის სავაჭრო კონფლიქტზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას დაიცავს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ გასულ წელს გაფორმებულ შეთანხმებას დაიცავს.

თენგიზ შარმანაშვილი

05 მარტი 2026, 15:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ხიდაშელზე: ამ ქალბატონის აზრით დავიწყოთ ანტი ირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად?

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და აქვს შიში, რომ შესაძლოა საქართველოს საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან, მისი თქმით, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში.

ნინო ფოჩხუა

05 მარტი 2026, 15:21

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ხიდაშელის მიერ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ განცხადებაზე: აღარც მალავენ, რომ აგენტები არიან. მსგავს ანტიქართულ განცხადებებს აღარც თაკილობენ. ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელის მიერ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც მას აქვს შიში, რომ შესაძლებელია, საქართველოს დაემუქროს საფრთხე, როდესაც ამერიკა მოიკითხავს, თუ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყოს.

ქაზემ ღარიბაბადი

05 მარტი 2026, 15:11

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს დრონებით თავს დასხმია.

05 მარტი 2026, 15:06

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-მა და ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ თეირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები განეხორციელებინა

„აგრესორები ცდილობენ მუსლიმებისთვის წმინდა თვის, რამადანის დროს ისლამურ სამყაროში განხეთქილება შეიტანონ. მათ განზრახ მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ რამდენიმე არაბულ ქვეყანაში ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა, რამაც ადამიანური, მატერიალური დანაკარგები გამოიწვია და რასაც რუსული მხარე ღრმად თანაუგრძნობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

05 მარტი 2026, 15:05

კულტურა

ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა „Cyberwit“-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს

ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა „Cyberwit“-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს.

05 მარტი 2026, 14:54

მსოფლიო

მედია: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

05 მარტი 2026, 14:49

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე The Hill-ის სტატიაზე: ყველა განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მყარი არგუმენტებით და ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს

ყველა ასეთი განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მყარი არგუმენტებით და ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ზი ჰილში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.

05 მარტი 2026, 14:42

საზოგადოება

ლევილის ქართველთა მამულში ვაზის გაშენების სამეცნიერო-მეთოდურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე შპს „შატო ზეგაანის“ წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

05 მარტი 2026, 14:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ხიდაშელზე: საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოქმედებს ტაივანის ინტერესებით. ეს რეალობაა და ის, რომ საქართველოში მოქმედებს უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე

ის, რომ საქართველოში მოქმედებს ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. „საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ფუნქციონირებს კონკრეტული ადამიანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოქმედებს ტაივანის ინტერესებით. ეს რეალობაა და ის, რომ საქართველოში მოქმედებს ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე. აქედან გამომდინარე დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ვისთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ვიქტორ ორბანი

05 მარტი 2026, 14:37

მსოფლიო

უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა.