06 მარტი 2026, 14:32 / სანდო წყარო

ლევან მახაშვილი: უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას და მაშინ როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად, კარი ცხვირწინ მიუხურეს

ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა POLITICO-ს სტატიას, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებულ ფორმატს.

„ეს განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, არის სულ ცოტა ცინიკური განცხადებები, იმიტომ რომ ისინი უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას, მათთან ერთად ამ გზის უმოკლეს ვადებში გავლას და დღეს, ასე ღიად, მაშინ როდესაც იბომბება უკრაინული ქალაქები და ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად კარი ცხვირწინ მიუხურეს. ამით შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მთელი ეს სცენარი თავიდანვე ნათელი იყო და რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით. დღეს ის ადამიანები, ვინც ამ დაპირებებს გასცემდნენ არიან დამალულები თბილ ოთახებში“, - აცხადებს მახაშვილი.

POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს განუცხადეს, რომ წევრი ქვეყნები მხარს არ დაუჭერენ კომისიის სადავო წინადადებას „უკუგაფართოების“ შესახებ.

ყველა სიახლე

ბაჩო ოდიშარია

06 მარტი 2026, 21:41

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ლომჯარია არის არსება, რომელსაც საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ რუსთაველზე ბომბების წვიმა სურს და ეს თუ არაა საკმარისი მისი უსამშობლობის დასტურად, ელჩის მანქანით რომ აპარებენ, იმ კადრებს რაღა მნიშვნელობა აქვს?!

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ეხმიანება ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში ვიზიტს.

მარკო რუბიო

06 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 მარტი 2026, 21:30

საზოგადოება

ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 21:21

მსოფლიო

ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ არ ადარდებს, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა „გაუვნებელყოფილია“ და ის ეძებს ახალ ლიდერებს, რომლებიც კარგად მოეპყრობიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რელიგიური ლიდერი იქნება და ქვეყანა არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო.

გივი მიქანაძე

06 მარტი 2026, 21:18

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან შეხვედრა გამართა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

06 მარტი 2026, 21:03

მსოფლიო

ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დანიელ ზიმერმანს ხვდება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ წუთებში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში იმყოფება.

06 მარტი 2026, 20:51

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისი საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დადასტურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის - პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

06 მარტი 2026, 20:47

პოლიტიკა

თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში და სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულმა დელეგაციამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადყოფნა ყველა შეხვედრაზე დაადასტურა. საქართველოს გზავნილები ისმოდა სუვერენული ალიანსის საერთაშორისო კონფერენციაზეც, რომელშიც 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

06 მარტი 2026, 20:36

მსოფლიო

ბრიუსელის ფუჭი დაპირებები - 2027 წელს უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უარი უკრაინას - 2027 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ეს ბრიუსელმა კიევს პირდაპირ და საჯაროდ უთხრა. საკითხზე გაერთიანებაში რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში გამართულ ვახშამზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

06 მარტი 2026, 20:33

მსოფლიო

საჰაერო დარტყმები ირანის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, თეირანის მუქარა ამერიკა-ისრაელს და თავრიზიდან ევაკუირებული აზერბაიჯანის საკონსულო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბაქო თეირანისგან კი ამ დრომდე პასუხებს ითხოვს და ირანიდან დიპლომატიური მისიები გაჰყავს. პარალელურად, შეერთებული შტატები და ისრაელი საჰაერო დარტყმების ინტენსივობას ზრდიან.

06 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობა „ქრონიკის“ სიუჟეტი

სწორედ მის სახელს უკავშირდება სიცრუეზე აგებული მორიგი კვლევა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას სახიფათო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. კანდელაკს მეტი პასუხისმგებლობისკენ ოპოზიციიდანაც მოუწოდეს.

06 მარტი 2026, 20:26

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია - ვინ დგას ამ ფულის უკან და რის დაფინანსებას ისახავს ის მიზნად?

ჩვენ ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა.

06 მარტი 2026, 20:25

პოლიტიკა

რა სამართლებრივ საფუძველს დაეფუძნა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ - „ქრონიკის“ კითხვას ბრიტანეთის საელჩომ 10 დღის შემდეგ ზოგადი წერილით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კომუნიკაციების კომისია მომდევნო კვირიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ აამოქმედებს. კომისიამ განცხადება დღეს გაავრცელა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მედიაპლურალიზმს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

06 მარტი 2026, 20:10

მსოფლიო

Reuters: წყაროების თანახმად, აშშ-ის გამოძიება ირანში სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაში, სავარაუდოდ, აშშ-ის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს

აშშ-ის სამხედრო გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელნი ირანის გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე, რამაც შაბათს ათეულობით ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა - თუმცა, როგორც ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, მათ საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მიუღწევიათ და გამოძიებაც არ დასრულებულა.

06 მარტი 2026, 20:07

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ვიდეო-მასალა და ნინო ლომჯარიას სკანდალური განცხადებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ექსკლუზიური მასალა და ნინო ლომჯარიას სკანდალური განცხადებები - „ქრონიკამ“ მოიპოვა ლომჯარიას გადამალვის სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება.

06 მარტი 2026, 20:04

სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა

გიორგი რუხაძემ ჩვენებაში დაწერა ისიც, რომ არარსებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული მედიისთვის მიწოდება მის მეგობარ გოგოს სთხოვა. სწორედ ასე აღმოჩნდა ვერის სასაფლაოზე “სისხლიანი ანგარიშსწორების“ თემა სატელევიზიო ეთერებშიც.

06 მარტი 2026, 19:45

მსოფლიო

NBC News: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს, - განუცხადა NBC News-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა.

06 მარტი 2026, 19:32

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა

საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 19:23

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-სთვის ეკონომოკური ინტერესების სფეროდ აქცევს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში, ვაშინგტონში. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „სუვერენული ერების ალიანსში“. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრებს ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საკითხები.