imedi /  06 მარტი 2026, 18:53 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხანია, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორია და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ბანკის მოქმედი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელს გუნდს და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბეარმან ლაჰმს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მზარდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.

„ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა განსაზღვრა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის, რაც ინვესტიციების გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ერთად მივაღწიეთ წინსვლას მასშტაბური პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, დარგობრივი და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ხალხში ინვესტირებით. ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მივიღებდით, მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ძლიერ საფუძველს ემყარება, რაც მოიცავს საერთო ფასეულობებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მასატო კანდამ.

აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.

„აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყველა სიახლე

კეროლაინ ლევიტი

07 მარტი 2026, 00:01

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: როდესაც პრეზიდენტი დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს და ოპერაციის მიზნები სრულად მიღწეულია, მაშინ ირანი უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ისთვის და ოპერაციის მიზნები სრულად არის მიღწეული, მაშინ ირანი, არსებითად, უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

კეროლაინ ლევიტი

06 მარტი 2026, 23:37

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ ვარაუდობს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო.

06 მარტი 2026, 23:01

მსოფლიო

ბაქო ირანს აზერბაიჯანში ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს - დაკავებულია რვა პირი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული აქტების მომზადებაში დაადანაშაულა.

ფრიდრიხ მერცი

06 მარტი 2026, 22:18

მსოფლიო

მერცი: ირანის სახელმწიფო უნდა დარჩეს ფუნქციონირებადი - ირანის ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი პარტნიორებთან ერთად მუშაობს ირანთან საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად საჭირო მიდგომის მოსაძებნად.

06 მარტი 2026, 21:58

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს

სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ბაჩო ოდიშარია

06 მარტი 2026, 21:41

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ლომჯარია არის არსება, რომელსაც საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ რუსთაველზე ბომბების წვიმა სურს და ეს თუ არაა საკმარისი მისი უსამშობლობის დასტურად, ელჩის მანქანით რომ აპარებენ, იმ კადრებს რაღა მნიშვნელობა აქვს?!

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ეხმიანება ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში ვიზიტს.

მარკო რუბიო

06 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 მარტი 2026, 21:30

საზოგადოება

ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 21:21

მსოფლიო

ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ არ ადარდებს, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა „გაუვნებელყოფილია“ და ის ეძებს ახალ ლიდერებს, რომლებიც კარგად მოეპყრობიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რელიგიური ლიდერი იქნება და ქვეყანა არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო.

გივი მიქანაძე

06 მარტი 2026, 21:18

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან შეხვედრა გამართა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

06 მარტი 2026, 21:03

მსოფლიო

ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დანიელ ზიმერმანს ხვდება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ წუთებში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში იმყოფება.

06 მარტი 2026, 20:51

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისი საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დადასტურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის - პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

06 მარტი 2026, 20:47

პოლიტიკა

თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში და სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულმა დელეგაციამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადყოფნა ყველა შეხვედრაზე დაადასტურა. საქართველოს გზავნილები ისმოდა სუვერენული ალიანსის საერთაშორისო კონფერენციაზეც, რომელშიც 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

06 მარტი 2026, 20:36

მსოფლიო

ბრიუსელის ფუჭი დაპირებები - 2027 წელს უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უარი უკრაინას - 2027 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ეს ბრიუსელმა კიევს პირდაპირ და საჯაროდ უთხრა. საკითხზე გაერთიანებაში რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში გამართულ ვახშამზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

06 მარტი 2026, 20:33

მსოფლიო

საჰაერო დარტყმები ირანის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, თეირანის მუქარა ამერიკა-ისრაელს და თავრიზიდან ევაკუირებული აზერბაიჯანის საკონსულო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბაქო თეირანისგან კი ამ დრომდე პასუხებს ითხოვს და ირანიდან დიპლომატიური მისიები გაჰყავს. პარალელურად, შეერთებული შტატები და ისრაელი საჰაერო დარტყმების ინტენსივობას ზრდიან.

06 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობა „ქრონიკის“ სიუჟეტი

სწორედ მის სახელს უკავშირდება სიცრუეზე აგებული მორიგი კვლევა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას სახიფათო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. კანდელაკს მეტი პასუხისმგებლობისკენ ოპოზიციიდანაც მოუწოდეს.

06 მარტი 2026, 20:26

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია - ვინ დგას ამ ფულის უკან და რის დაფინანსებას ისახავს ის მიზნად?

ჩვენ ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა.

06 მარტი 2026, 20:25

პოლიტიკა

რა სამართლებრივ საფუძველს დაეფუძნა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ - „ქრონიკის“ კითხვას ბრიტანეთის საელჩომ 10 დღის შემდეგ ზოგადი წერილით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კომუნიკაციების კომისია მომდევნო კვირიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ აამოქმედებს. კომისიამ განცხადება დღეს გაავრცელა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მედიაპლურალიზმს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

06 მარტი 2026, 20:10

მსოფლიო

Reuters: წყაროების თანახმად, აშშ-ის გამოძიება ირანში სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაში, სავარაუდოდ, აშშ-ის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს

აშშ-ის სამხედრო გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელნი ირანის გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე, რამაც შაბათს ათეულობით ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა - თუმცა, როგორც ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, მათ საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მიუღწევიათ და გამოძიებაც არ დასრულებულა.