ვოლსკი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე - რამდენად მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ მთელი ამ დეზინფორმაციული სტრატეგიის სათავეში ქართული გვარების მქონე ადამიანები არიან
გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სიცრუის გარდა, კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ეს არის მანიფესტაცია იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ქართველი ავტორების მიერ გამოქვეყნებული სტატიებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, რომელთა ავტორები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ საქართველოში ირანული გავლენები მზარდია.
„რამდენად მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ მთელი იმ დეზინფორმაციული სისტემისა და სტრატეგიის სათავეში ქართული გვარების მქონე ადამიანები არიან ამ დეზინფორმაციული სტრატეგიის სათავეში და მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის ამ უმძიმეს დროს უნდათ, რომ გახადონ აქტუალური", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 13:18
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად
ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“ საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.
07 მარტი 2026, 13:12
მსოფლიო
Fox News: აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ავიამზიდს, USS George H.W. Bush-ს აგზავნის
აშშ-ის სამხედრო მეთაურობამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კიდევ ერთ ავიამზიდის, ამჯერად USS George H.W. Bush-ის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
07 მარტი 2026, 13:00
რეგიონი
8 მარტს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
07 მარტი 2026, 12:41
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს.
07 მარტი 2026, 12:33
რეგიონი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 38 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს
შეხვედრები თეკლათის, მენჯის, ხორშის, ეკისა და ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. განსახორციელებელი პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია. პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 38 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.
07 მარტი 2026, 12:27
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში 809 აბი ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
07 მარტი 2026, 12:23
თავდაცვა
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ. მისი განცხადებით, რეფორმის ფარგლებში სააგენტომ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებულ ეფექტიან სისტემას და შეცვალა წლების განმავლობაში მოქმედი გაწვევის მოძველებული მოდელი.
07 მარტი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ
უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იგი უცხოელ დონორებს კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს.
07 მარტი 2026, 12:15
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
07 მარტი 2026, 12:12
ეკონომიკა
თბილისის ტექნოპარკში, Startupbootcamp Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება - Idea Showcase გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერას განაგრძობს. თბილისის ტექნოპარკში, GITA -ს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Startupbootcamp-მა აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიება Idea Showcase გამართა.
07 მარტი 2026, 11:58
მსოფლიო
NBC News: ტრამპი ირანში ამერიკული ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირად საუბრებში ამბობს, რომ ის ირანში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შეყვანით არის დაინტერესებული. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
07 მარტი 2026, 11:56
რეგიონი
ჯიღაურაში ხეხილის ინტენსიური ბაღების მოვლის თანამედროვე მეთოდებზე სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „თესლოვანი ხეხილის (ვაშლი, მსხალი) ინტენსიური ბაღების სხვლა-ფორმირების პროგრესული მეთოდები და ზრდის რეგულირების მიდგომები“ გაიმართა.
07 მარტი 2026, 11:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: იგონებენ რაღაც აბსურდებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში - ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში
ფიქრობენ, რომ მშვიდობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ერთადერთ ხსნას - თავისი გადმოსახედიდან, ხედავენ იმაში, რომ საქართველოში იყოს ომი, არეულობა, უბედურება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ქართველი ავტორების მიერ გამოქვეყნებული სტატიებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, რომელთა ავტორები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ საქართველოში ირანული გავლენები მზარდია.
07 მარტი 2026, 11:36
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე: სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.
07 მარტი 2026, 11:15
სამართალი
სუს-ი: არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ, იყო დადანაშაულება ტერორიზმის მიმართულებით. დაწყებულია გამოძიება, განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით
ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.
07 მარტი 2026, 11:08
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში განადგურებულია სარადარო სისტემები, საწვავის საცავები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლები
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, გასულ ღამეს მათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში ამერიკული სამხედრო ბაზები და ნაგებობები ახალი თაობის რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს.
07 მარტი 2026, 11:01
კულტურა
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს
გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
07 მარტი 2026, 10:58
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ჰ.გ, 1998 წელს დაბადებული ბ.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.
07 მარტი 2026, 10:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის! რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!
ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, რითაც იგი ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.


