imedi /  07 მარტი 2026, 21:20 / სანდო წყარო

პრემიერი: 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დებატებში სტატისტიკის გარეშე საუბარი შეუძლებელია, რადგან საბოლოო ჯამში სტატისტიკა არის ის, რაც გარკვეულ ფაქტებს ადასტურებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტატისტიკის გათვალისწინების გარეშე დებატებს აზრი არ ექნება.

„ჩვენ რაღაც ფაქტებს უნდა დავეფუძნოთ და სტატისტიკის გარეშე ამ ფაქტებზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ეკონომიკას, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის არასახარბიელო. დაახლოებით 2,5-ჯერ გვისწრებს გერმანია, 2-ჯერ გვისწრებს საფრანგეთი, 40 პროცენტით საბერძნეთი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ასეთ პირობებში მიგრაციის ტენდენციაც არის უარყოფითი. ანალოგიურად, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც ბევრი გადადის საცხოვრებლად და სამუშაოდ აშშ-ში, რადგან რომ შევადაროთ ერთმანეთს ბულგარეთი და აშშ, სხვაობა ეკონომიკებს შორის არის დაახლოებით სამმაგი. იქაც არის ასეთი სხვაობები. ამიტომ, ეკონომიკის მდგომარეობით ჩვენ კმაყოფილი არ ვართ, ჩვენი ეკონომიკა ნომინალური არის 10 000 დოლარი, 2020 წელს იყო 4300 დოლარი, ახლა გადასცდა 10 000 დოლარს. მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 33 ათასი დოლარია ჩვენი მაჩვენებელი, რითაც ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. მთავარია, ტენდენცია გვაქვს კარგი, თუ არ გვაქვს კარგი. ჩვენ რაღაც საზომი უნდა ავიღოთ, საწყისი წერტილი და იმის მერე პროგრესი, წინსვლა დავაფიქსირეთ თუ ვერა, ეს უნდა აღვნიშნოთ. განსხვავებით დემოგრაფიული მაჩვენებლებისგან, იქ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მეტყველებს, რადგან არის კლება, უარყოფითი ტენდენციები. რაც შეეხება ეკონომიკას, აქ განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს. მაგალითად საშუალო ხელფასი, 2012 წელს იყო 712,5 ლარი და 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, არის 2272 ლარი, ესეც ცოტაა, მაგრამ არის მკვეთრი სხვაობა 2020 წელთან შედარებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უმუშევრობის დონე იყო 2012 წელს იყო 26,7 პროცენტი, 2020 წელს ჩამოვიდა 18,5 პროცენტამდე და 2025 წლის მაჩვენებელი არის 13,9%, რაც კლების მკვეთრ ტენდენციაზე მიუთითებს.

„მაგალითად, 2020 წელს დასაქმებული იყო მილიონ 242 ათასი კაცი, ახლა არის მილიონ 390 ათასი ადამიანი. აქ კმაყოფილი ვერ ვიქნებით, ჯერ კიდევ არის არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები, მაგრამ ტენდენცია არის მკვეთრად დადებითი. კიდევ ერთი მაჩვენებელი, ეს ეკონომიკური ზრდა აისახება თუ არა ადამიანების ჯიბეებზე და ჯიბეში იგულისმება ადამიანების შემოსავალი. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ახლა გეტყვით, რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში საშემოსალო გადასახადის სახით. 1,8 მილიარდი იყო 2012 წელს, 3,3 მილიარდი გახდა 2020 წელს და 8,3 მილიარდი გახდა 2025 წელს, ანუ 2020 წელთან შედარებითაც კი 2,5-ჯერ არის გაზრდილი ადამიანების შემოსავლები. ფიზიკურ პირებზე ყველა სახის ფულადი განაცემი ჯამურად შეგვიძლია დავიანგარიშოთ 58,6 მილიარდი, 2020 წელს იყო დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, დაახლოებით 22 მილიარდი იყო. ეს მაჩვენებელიც არ არის კარგი, დამაკმაყოფილებელი. 2272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა იწყება 712,5 ლარიდან და 2020-ის შემდეგ გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება შეფასდეს, ხელისუფლების საქმიანობა არის თუ არა წარმატებული. ასევე დეპოზიტები ბანკებში იყო 34,6 მილიარდი ლარი, არის გაზრდილი 65,6 მილიარდ ლარამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

22 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ პეტერ მადიარს პრემიერის პოსტზე დაამტკიცებენ

უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს ჩანიშნა.

22 აპრილი 2026, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 აპრილს საქართველოში

ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

22 აპრილი 2026, 08:42

რეგიონი

გორის ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს

გორის ერისთავის თეატრში კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს. შესრულდა პატრიარქის საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, წაიკითხეს ლექსები.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

22 აპრილი 2026, 08:33

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.

არჩილ გორდულაძე

22 აპრილი 2026, 08:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს

დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.

ნინო წილოსანი

22 აპრილი 2026, 08:15

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს

პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.

22 აპრილი 2026, 08:02

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.

22 აპრილი 2026, 07:59

სპორტი

„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა

„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.

სკოტ ბესენტი

22 აპრილი 2026, 02:24

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.

22 აპრილი 2026, 02:12

მსოფლიო

The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს

გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შეჰბაზ შარიფი

22 აპრილი 2026, 01:37

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.

22 აპრილი 2026, 00:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

რეინჰარდ მარქსი

22 აპრილი 2026, 00:33

მსოფლიო

Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ

მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2026, 00:19

მსოფლიო

ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

22 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს

უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.

22 აპრილი 2026, 00:04

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.

21 აპრილი 2026, 23:50

მსოფლიო

The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს

პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

ჯეი დი ვენსი

21 აპრილი 2026, 23:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აბას არაღჩი

21 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს

ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.