08 მარტი 2026, 21:54 / სანდო წყარო

ანდრაშ ლასლო: უხერხული დამთხვევაა, რომ ნავთობის მიღების ხაზი შეფერხებულია წინასაარჩევნოდ. ოპოზიცია კი უნგრეთის ინტერესებზე არაფერს ამბობს - ზელენსკის იმედი აქვს, რომ ეკონომიკური ქაოსით არჩევნებში ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაეხმარება

ანდრაშ ლასლო

ანდრაშ ლასლო

პრეზიდენტი ზელენსკი სხვადასხვა თეორიას გვთავაზობს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ აღწევს ნავთობი უნგრეთამდე. იანვრის ბოლოს, რუსული იერიშისას უკრაინაში მდებარე სადგური, კიევის მტკიცებით, საგრძნობლად დაზიანდა. ჩვენ ვიცით რომ ეს ტყუილია. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იყო თავდასხმა ნავთობსადენის მომსახურე ერთ-ერთ სადგურზე, ჩვენ გვაქვს სატელიტური მასალა, რომელიც პრემიერმა ორბანმა გაასაჯაროვა, ამ მასალით კი დასტურდება, რომ იერიშის შედეგად ნავთობსადენი არ დაზიანებულა, აფეთქება მის ახლოსაც კი არ ყოფილა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ უკრაინის მიერ მილსადენ „დრუჟბას“ გადაკეტვისა და უნგრეთთან დაპირისპირების შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს თუ არაფერი აქვს დასამალი, მათ პირიქით, უნდა სურდეთ ინსპექტირების ჩატარება. ომის 4 წლის განმავლობაში ნავთობსადენი სულ მცირე 20-ჯერ დაზიანდა და შეკეთება ყოველთვის ხერხდებოდა, ახლა კი, წინასაარჩევნოდ, რატომღაც ვერ ხერხდება.

„ძალიან უხერხული დამთხვევაა, რომ ნავთობის მიღების ხაზი შეფერხებულია წინასაარჩევნოდ. ოპოზიცია კი უნგრეთის ინტერესებზე არაფერს ამბობს. ჩუმად არიან იმაზე, თუ რა იღონოს ქვეყანამ ამ რთულ მომენტში. თავს იკატუნებენ, თითქოს არავითარი ომი არ არის და ხელისუფლება მხოლოდ შიშის დათესვას ცდილობს. ზელენსკის იმედი აქვს, რომ ეკონომიკური ქაოსით მომავალ არჩევნებში ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაეხმარება.

დიდი ჩარევა ვიხილეთ 2022 წლის არჩევნებშიც, სწორედ ჯორჯ სოროსი აფინანსებდა მემარცხენეთა საარჩევნო კამპანიას. ბაიდენის ადმინისტრაცია კი USAID-ის, NED-ისა და სხვადასხვა გრანტების მეშვეობით განაგრძობდა ჩარევას. ეს პოლიტიკა გადაიხედა დონალდ ტრამპის პირობებში - სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ USAID-ის მიერ ამ თანხების უნგრეთში გახარჯვა გაასაჯაროვა, რომ ეს უნგრეთის წინააღმდეგ მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურებოდა. ახლაც სახეზეა ბრიუსელიდან შიდა საქმეებში ჩარევა“, - აღნიშნა ლასლომ.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 11:36

პოლიტიკა

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ვაშინგტონის #1 -მა ანალიტიკური ცენტრმა - ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2026 გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

რობერტ ფიცო

11 მარტი 2026, 11:34

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერი ვარაუდობს, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ დაზიანებული არ არის და ნავთობის ნაკადის შეჩერება ზელენსკის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთის მსგავსად ევროკომისიაც მიიჩნევს, რომ მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ტრანზიტი უნდა აღდგეს.

11 მარტი 2026, 11:29

საზოგადოება

ლოტკინის დასახლებაში უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი ეწყობა

წელინაძალადევის გამგეობა რაიონში, უსაფრთხოების მიზნით, კიდევ ერთ საყრდენ კედელს აწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარია გათვალისწინებული.

11 მარტი 2026, 11:27

საზოგადოება

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

11 მარტი 2026, 11:12

მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მათ გემს თავს დაესხნენ

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მათ გემზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

11 მარტი 2026, 11:09

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაშავებული ფრინველები - ყანჩა და „წითელი ნუსხით“ დაცული შურთხი გადაარჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

არმანდო მემა

11 მარტი 2026, 10:47

მსოფლიო

ფინელი ოპოზიციონერი არმანდო მემა: თუ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ, ფინეთი ნატოს დატოვებს

ფინეთის ოპოზიციური პარტია „თავისუფლების ალიანსის“ ლიდერმა არმანდო მემამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ მისი პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ფინეთი ნატოს დატოვებს.

11 მარტი 2026, 10:42

ტექნოლოგიები

Apple-მა ემოჯების ახალი ნაკრები წარადგინა

ახალი ემოჯების ჩამონათვალში შეხვდებით შემდეგ გამოსახულებებს: განძის სკივრი, იეტი, ტრომბონი, ჩხუბის ღრუბელი, ცელნამგალა ვეშაპი, მეწყერი, ბალერონი, დამანჭული სახე.

11 მარტი 2026, 10:31

მსოფლიო

შვეიცარიაში კაცმა ავტობუსში თავი დაიწვა - დაიღუპა ექვსი, დაშავდა მინიმუმ 5 ადამიანი

კაცმა შვეიცარიის ქალაქ კერცერსში ავტობუსში თავი დაიწვა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ ხუთი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.

11 მარტი 2026, 10:30

სპორტი

ჰარი სტაილზმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს მანჩესტერის კონცერტის ბილეთები აჩუქა

„როგორც ჰარის ყოფილი დირექტორი, ძალიან მოხარული ვარ, რომ მის გულში კვლავ დარჩა ადგილი თავისი ფესვების, სოფლისა და იმ სკოლისთვის, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა. ყველა იმ ოჯახის სახელით, რომელსაც ვემსახურები, დიდ მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ თავისი ძველი სკოლის ბავშვებს მისცა საშუალება, გამხდარიყვნენ იმ მოვლენის ნაწილი, რომელიც ზოგისთვის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება“, - განაცხდა სკოლის დირექტორმა, ნაიჯელ ბილბიმ, რომელიც ჰარის სწავლის პერიოდშიც ამ პოზიციაზე მუშაობდა.

11 მარტი 2026, 10:28

რეგიონი

ირიგაციის ახალი ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ

ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მხარეებმა იმსჯელეს წყლის მიწოდების ეფექტიან მართვაზე, სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

რიჩარდ ბლუმენტალი

11 მარტი 2026, 10:22

მსოფლიო

სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი: როგორც ჩანს, ირანში ამერიკული ჯარების განლაგებისკენ მივდივართ

„უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა, ვიდრე პასუხი მივიღე. ჩემი შეკითხვები უპასუხოდ დარჩა, თუმცა მე მოვითხოვ მათზე რეაგირებას, რადგან ამერიკელი ხალხი იმსახურებს სიმართლის ცოდნას“, - აღნიშნა სენატორმა.

11 მარტი 2026, 10:20

საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ალის ვაიდელი

11 მარტი 2026, 10:19

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ევროკავშირმა მერკელი და ზელენსკი ღირსების უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა. ერთ-ერთმა მათგანმა 16 წლის განმავლობაში დაანგრია გერმანია, მეორე კი იმ წერტილიდან აგრძელებს გზას, სადაც მერკელი გაჩერდა

ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი ევროპარლამენტის მიერ გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჯილდოების ფაქტს გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა ისინი.

11 მარტი 2026, 10:19

პოლიტიკა

გეკა გელაძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.

11 მარტი 2026, 10:17

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ა.ა. და 1997 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.

11 მარტი 2026, 10:13

საზოგადოება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის, 1,3 მილიონ ლარამდე ღირებულების ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებასა და თანამშრომელთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

11 მარტი 2026, 10:13

სამართალი

პოლიციამ მარნეულში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 მარტი 2026, 10:11

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული თ.ს. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ს.ჰ., სხვადასხვა დროს დააკავეს.

მარკ კარნი

11 მარტი 2026, 10:10

მსოფლიო

კანადის პრემიერი: კანადა არ მონაწილეობს ისრაელისა და შეერთებული შტატების ოპერაციაში ირანში და არასდროს მიიღებს მონაწილეობას

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, მისი ქვეყანა ირანზე განხორციელებულ ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ თავდასხმით ოპერაციაში არ მონაწილეობს და არასდროს მიიღებს მონაწილეობას.