პრემიერი: მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დააწესა ფულადი ჯილდო პრიზიორებისთვის, ვიცე-ჩემპიონები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მიიღებენ 500-500 ათას ლარს საპრიზო ადგილის დაკავებისთვის.
„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე თითოეულ სპორტსმენს გადაცემა 50-50 ათასი ლარი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის. ამ წარმატების უკან დგას ძალიან დიდი, გამორჩეული, პროფესიონალების გუნდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა, გამოვთქვა მწვრთნელების მიმართ. ეთერ თუთბერიძე, პაველ სლიუსარენკო, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში. ცალკე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფედერაციის საქმიანობა. სწორედ ფედერაციის წარმატებული საქმიანობის შედეგია ის გამორჩეული შედეგები, რომელსაც მიღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს და თითოეულ თანამშრომელს მათი განსაკუთრებული პატრიოტიზმისთვის და ძალისხმევისთვის, რისი შედეგიც არის ჩვენი სპორტული მიღწევები.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარალიმპიელ სპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც იდენტური ფულადი ჯილდო იქნება დაწესებული. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დღეს თქვენ გადმოგეცემათ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები და ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება. ეს არის ის ჯილდოები, რომლებსაც თქვენ იმსახურებთ საქართველოს სახელმწიფოსგან.
კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 20:06
პოლიტიკა
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ჩემი ფუნქცია არ არის, ვთქვა, ეს პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა - ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას, არის ის, რომ მხედველობაში მიიღონ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც დროის 50% უკვე ციხეში გაატარეს
ჩემი ფუნქცია არ არის ვთქვა ეს პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.
10 მარტი 2026, 20:06
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
10 მარტი 2026, 19:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ყულევის პორტის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნის საკითხს და მტკიცებულების არარსებობის და ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამართლებული მე-20 პაკეტში ყულევის ჩადება
ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიისგან იმ წერილის მიღება, რაც შეეხება ყულევის ამოღებას სანქციების პაკეტიდან. ჩვენ ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ ევროკომისიასთან. ერთი, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ამ საკითხის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას და არანაირი მტკიცებულების არარსებობის და ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია ვერ იქნებოდა გამართლებული მე-20 პაკეტში ყულევის ჩადება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
10 მარტი 2026, 19:51
პოლიტიკა
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
მე ყველა აქტორს განვუცხადე, რომ ყოველივე ქართველებს შორის უნდა გადაწყდეს. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ხელსაწყო ვართ, და თუ დახმარება შეგვიძლია, ყოველთვის დაგეხმარებით, თუმცა ეს ქართველი ხალხის გადასაჭრელია, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
10 მარტი 2026, 19:41
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ
დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ. ზუსტად 10 დღე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სასანქციო პოლიტიკას არღვევს, თითქოს აქ, ქვეყნის ნაცვლად შავი ხვრელია და დაჟინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
10 მარტი 2026, 19:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან.
10 მარტი 2026, 19:28
სამართალი
პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
10 მარტი 2026, 19:25
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, გამართულ შეხვედრებზე მათ გაიმეორეს, რომ გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, გამართულ შეხვედრებზე მათ გაიმეორეს, რომ გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან.
10 მარტი 2026, 19:22
პოლიტიკა
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი - ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველა აქტორს გავსაუბრებოდით
ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველა აქტორს გავსაუბრებოდით. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ყველა აქტორთან თანამშრომლობდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, გვქონდა გულახდილი საუბრები, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ საქართველოში ვიზიტის შესახებ.
10 მარტი 2026, 19:03
მსოფლიო
CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გაეცნენ პენტაგონის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ შეფასებას.
10 მარტი 2026, 19:00
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და ა(ა) იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორს, ედუარდ ჯიშკარიანს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ უმასპინძლა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
10 მარტი 2026, 18:57
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ხელსაწყო, არამიზნობრივად გამოიყენება საქართველოში გეოპოლიტიკური მიზეზების გამო და ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არ არის ქართველი ხალხის ნების პატივისცემა
გვჭირდება პირველ რიგში დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა. შემდეგ კი უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი დაფინანსება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში „რეჟიმის“ შეცვლაში მონაწილეობენ. ამ ენჯეოების დაფინანსება უნდა შეწყდეს. ელჩი კი გადადგეს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომას ფროელიხმა.
10 მარტი 2026, 18:55
ეკონომიკა
იუსტიციის სამინისტრო ბიზნეს სუბიექტებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სარეგისტრაციო პროცედურის გავლას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს
იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში განახევრებულ ფასად მოიყვანონ.
10 მარტი 2026, 18:54
მსოფლიო
მერცი: ირანში ომის ყოველი მომდევნო დღე სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს - გვაშფოთებს, რომ აშკარად არ არსებობს საერთო გეგმა ამ ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისთვის
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სულ უფრო მეტად აშფოთებს ირანთან ომის დასრულების სტრატეგიის აშკარა არარსებობა.
10 მარტი 2026, 18:47
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: საირიგაციო წყლის სუბსიდირების ახალი მექანიზმი 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება
საირიგაციო წყლის სუბსიდირების ახალი მექანიზმი 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
10 მარტი 2026, 18:45
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს - მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ის ძალიან ცუდი ელჩია და უნდა გადადგეს
ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის არ უნდა აკეთებდეს კომენტარს გერმანიაში ფედერალური მიწის არჩევნებზე. ის ყურადღებას უნდა უთმობდეს საქართველოში გერმანიისა და გერმანელი ხალხის წარმომადგენლობაზე. იგი საპირისპიროს აკეთებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა.
10 მარტი 2026, 18:43
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: დღეს, ირანის ტერიტორიაზე ჩვენი დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე იქნება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ „დღეს, ირანის ტერიტორიაზე ჩვენი დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე იქნება“.
10 მარტი 2026, 18:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს, ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას
შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს, ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.
10 მარტი 2026, 18:34
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე აშშ-ის სახდეპის მიერ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელებაზე: საქართველოს შეფასება განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს
საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელების შესახებ.
10 მარტი 2026, 18:22
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: პრეზიდენტი ტრამპი წყვეტს, როდის დასრულდება ომი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანში მიმდინარე კონფლიქტის ვადებსა და სამხედრო სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად „ძალიან ძლიერ პოზიციაშია“, რაც, მისი თქმით, პრეზიდენტს მოქმედების მაქსიმალურ არჩევანს აძლევს.


