10 მარტი 2026, 15:20 / სანდო წყარო

ბოჭორიშვილი ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილში: ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის, საზღვაო მიმოსვლის დარღვევის ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ დევიდ ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილში მინისტრი სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უხსნის, რომ ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

„მნიშვნელოვანია, რომ ყულევის პორტში არ იყო დაფიქსირებული სანქციების გვერდის ავლის, საზღვაო მიმოსვლის დარღვევის ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს მიუღია არავითარი ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ამის თაობაზე შეშფოთებას გამოხატავდა ან მიუთითებდა მოთხოვნების შეუსრულებლობაზე“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი დევიდ ო`სალივანს.

გარდა ამისა, წერილში საქართველოს პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის საქმის ერთგულია.

მაკა ბოჭორიშვილი ენერგომატარებლებით საერთაშორისო ვაჭრობაში ყულევის ტერმინალის როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას, აძლიერებს შავი ზღვის ლოგისტიკას და მხარს უჭერს “შუა დერეფანს“.

„საქართველოს მთავრობის სახელით გიდასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას იმ პრობლემების გადაჭრის საქმისადმი, რომელიც საზღვაო სფეროში არსებულ რისკებს უკავშირდება“, - წერს ბოჭორიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ო`სალივანი საქართველოს ეწვია, ახალი არხების შექმნის მეშვეობით საქართველომ და ევროკავშირმა სანქციების შესრულების კუთხით არსებული თანამშრომლობა განამტკიცეს. მაკა ბოჭორიშვილი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ბრიუსელს სთავაზობს შეიქმნას სტრუქტურირებული ოპერატიული არხი, რათა ბრძოლა სანქციების გვერდის ავლასთან უფრო გაძლიერდეს.

ოფიციალური თარგმანი იხილეთ ბმულზე

ყველა სიახლე

ალი ლარიჯანი

10 მარტი 2026, 16:00

მსოფლიო

ალი ლარიჯანი ტრამპს: ფრთხილად იყავით, სანამ თვითონ არ გახდით ის, ვინც გაქრება

„აშურას მოყვარული ირანელი ხალხი არ უშინდება თქვენს ფუჭ მუქარებს; რადგან თქვენზე დიდებსაც კი არ გამოუვიდათ მისი წაშლა… ამიტომ ფრთხილად იყავით, სანამ თვითონ არ გახდით ის, ვინც გაქრება“, - წერს ლარიჯანი.

10 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

ბუნდესტაგის დეპუტატი ფიშერზე: ის ან უნდა გადადგეს ან გადააყენონ თანამდებობიდან, რადგან დიპლომატები დიპლომატიურები და პოლიტიკურად ნეიტრალურები უნდა იყვნენ

ბუნდესტაგის დეპუტატი AfD-დან მალტე კაუფმანი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს „ქრონიკას“ საუბარში ეხმიანება.

10 მარტი 2026, 15:49

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

10 მარტი 2026, 15:37

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო

დოკუმენტის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩი წერს. მისი თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ომშია და მისი მიღება ევროკავშირს კონფლიქტის უშუალო მონაწილედ აქცევს. რეზოლუცია უნგრეთის მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ არსებითი მოლაპარაკებების დაწყებას.

10 მარტი 2026, 15:21

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე მონღოლეთის დელეგაციას შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადიმერ კახაძესთან ერთად, მონღოლეთის პარლამენტის - დიდი სახელმწიფო ხურალის წარმომადგენლებს შეხვდა.

10 მარტი 2026, 15:18

მსოფლიო

The Washington Post: ირანის ომით გამოწვეული ნავთობის მიწოდების წყვეტა, ასევე ამერიკული დახმარების შემცირება უკრაინისთვის, ხელს აძლევს რუსეთს

გამოცემა The Washington Post-ი ირანში საბრძოლო მოქმედებების გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების ჯაჭვების წყვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს გარემოება ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს.

10 მარტი 2026, 15:05

კულტურა

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები საქართველოს მცხეთის ისტორიული ძეგლების მონიტორინგის მიზნით ეწვივნენ

ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ეგიდით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა.

გიგლა თამაზაშვილი

10 მარტი 2026, 15:03

საზოგადოება

გიგლა თამაზაშვილი: ირიგაციის ახალი ტარიფი სტაბილურ, უსაფრთხო და პროგნოზირებად სამელიორაციო სისტემის შექმნასა და ფერმერისთვის ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს

„ახალი ტარიფის მოდელი, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება, მოგვცემს შესაძლებლობას, წყლის რესურსი უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ მისი სწორად აღრიცხვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში აქამდე მოქმედებდა 11 წლის წინ დადგენილი ტარიფი, რომელიც ვეღარ ასახავდა არსებულ რეალობას. ძველი ტარიფის თანახმად, ფერმერი წელიწადში 75 ლარს იხდიდა, რაც წყლის რაციონალური განაწილების მექანიზმს არ პასუხობდა. რეალურად, „საქართველოს მელიორაციის“ ხარჯი ფერმერის მომსახურებისთვის შეესაბამება ტარიფს, რომელიც ახლა დამტკიცდა“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

გია აბაშიძე

10 მარტი 2026, 14:41

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რევანშისტობის გამო ძალად, გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დავით ნარმანია

10 მარტი 2026, 14:39

საზოგადოება

დავით ნარმანია: სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გარდაბანში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.

გიორგი გაბუნია

10 მარტი 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ოპოზიციის გაერთიანებაზე: ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია

„ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რომ მაქსიმალურად დაამძიმონ საზოგადოება და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანონ. ვიცით, რომ ეს ადამიანები არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ისინი არ მონაწილეობენ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში. მათი ერთადერთი მიზანი არის გარე დავალების შესრულება, რომ შექმნან სურათი, თითქოს გაერთიანდნენ. რეალურად ეს არის ფარსი“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ იოსელიანი

10 მარტი 2026, 14:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება, ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ

საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

10 მარტი 2026, 14:33

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ლევან მახაშვილი

10 მარტი 2026, 14:33

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმედია ამჯერად მაინც გვექნება ინფორმაცია გერმანიის ხელისუფლებისგან, რას ხმარდება, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას და რა თანხა იხარჯება საქართველოში

იმედია ამჯერად მაინც გვექნება ინფორმაცია, რას ხმარდება, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას და რა თანხა იხარჯება საქართველოში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: პიროვნულად მათი ურთიერთობა, როგორიც არის სოციალურ ქსელებში მთელი ეს ეპოპეა კარგად ჩანს. ასე რომ ჩემი დახმარება მათ, ერთმანეთის ეპითეტებით შემკობაში არ სჭირდებათ

ალბათ უფრო იძულებითი ქმედება არის ვიდრე ბუნებრივად სურვილი გაერთიანების, - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ალიანსს.

ლევან მაჭავარიანი

10 მარტი 2026, 14:30

პოლიტიკა

მაჭავარიანი გივი თარგამაძესა და გიორგი კანდელაკზე: ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას რამენაირად ავნონ

„ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ავნონ ჩვენს ქვეყანას და ფიქრობენ, რომ თუ რაღაც უბედურება დატრიალდება საქართველოში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აქვთ შანსი, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ“.

გიორგი გაბუნია

10 მარტი 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: თარგამაძე და კანდელაკი რომ დიდი ხანია ჩართულები არიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, არიან გარე დავალებების შემსრულებლები, ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია

თარგამაძე და კანდელაკი რომ დიდი ხანია ჩართულები არიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, არიან გარე დავალებების შემსრულებლები, ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

10 მარტი 2026, 14:18

სამართალი

გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. გამოკითხვის დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლევან მახაშვილი

10 მარტი 2026, 14:16

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით: დავინახეთ, რომ იყო აღვირახსნილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა ინფორმაცია იყო მანიპულაცია, ზოგიერთი ელჩის თუ სხვა პირის ჭორაობა

მთელი ეს პროცესი ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ საქართველო კეთილსინდისიერად იცავს სასანქციო პოლიტიკას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ევროკავშირის მიერ ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.