10 მარტი 2026, 19:58 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ყულევის პორტის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნის საკითხს და მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, ვერ იქნებოდა გამართლებული მე-20 პაკეტში ყულევის ჩადება

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიისგან იმ წერილის მიღება, რაც შეეხება ყულევის ამოღებას სანქციების პაკეტიდან. ჩვენ ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ ევროკომისიასთან. ერთი, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ამ საკითხის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას და არანაირი მტკიცებულების არარსებობის და ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია ვერ იქნებოდა გამართლებული მე-20 პაკეტში ყულევის ჩადება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეტანის საკითხს.

„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ პროექტზე, ასე ვთქვათ, ყულევის საკითხის არსებობის შესახებ, მოვითხოვეთ წარმოედგინათ ევროპულ მხარეს რა იყო საფუძველი ასეთი ნაბიჯის და რა თქმა უნდა, ასეთი საფუძვლები ვერ იყო წარმოდგენილი. სამაგიეროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ, ევროკომისიის მხარეს ვაჩვენეთ ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, თუ რას აკეთებს საქართველო იმისათვის, რომ არ იყოს საქართველოს ტერიტორია გამოყენებული რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. ამაში არის საქართველო ნამდვილად მოწინავე, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს და სწორედ ეს არის რეალურად საფუძველი იმისა, რომ ევროკომისიამ უკან წაიღო ის შემოთავაზება, რაც შეეხებოდა ყულევის ნავსადგურის ჩადებას სასანქციო პაკეტში და ამის დასტურია კიდევ ერთხელ ბატონი სალივანის წერილი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„არანაირი დამატებითი ვალდებულება არ არსებობს, მიესალმებიან იმას, რაც არსებობდა ამდენი ხნის განმავლობაში, რასაც საქართველო პირნათლად ასრულებს და ერთადერთი რაც იყო ევროკომისიასთან კომუნიკაციის შინაარსი, გახლდათ ის, რომ ჩვენ გვაინტერესებდა თუ რა იყო საფუძვლები. ასეთი საფუძვლები ვერ იქნა წარმოდგენილი, არანაირი საფუძველი ევროკომისიას, არავის ვინც ლობირებდა, ასე ვთქვათ, ყულევის ამ სასანქციო პაკეტში ჩადებას არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს საკითხი ვერ იქნა წინ წაწეული და ბუნებრივია, რომ ის ამოღებული იქნა პაკეტიდან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო . ევროკავშირი სანქციების დაცვის კუთხით საქართველოს ძალისხმევას მიესალმება.

ყველა სიახლე

10 მარტი 2026, 21:26

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. უმრავლესობის წევრები სამი დღის განმავლობაში ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

სტივ უიტკოფი

10 მარტი 2026, 21:20

მსოფლიო

უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ

სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.

10 მარტი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაპირისპირება ოპოზიციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეთანხმებიდან ერთ კვირაში ოპოზიციურ ერთობაში კონფლიქტი საჯარო გახდა. პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს საჯაროდ სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ.

გიორგი ზერეკიძე

10 მარტი 2026, 21:10

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის დანიშვნის მილოცვაც? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ?

ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

10 მარტი 2026, 21:05

პოლიტიკა

მეორე დღეა, „ქრონიკა“ თარგამაძე-კანდელაკის საუბრის აუდიოჩანაწერზე დეტალების გარკვევას ცდილობს - ოპოზიცია კითხვებს არ პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეორე დღეა, „ქრონიკა“ იმ აუდიოჩანაწერზე დეტალების გარკვევას ცდილობს, რომელიც ტელეკომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა. საქმე ეხება გივი თარგამაძისა და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარს, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ოპოზიციის ნაწილი „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

ლიზა გეგეჭკორი

10 მარტი 2026, 20:56

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაცემულ პასუხზე: მადლობა პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა

ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოთხოვნაზე, მოენახულებინათ პატიმრები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და შს მინისტრის უარს, სოციალურ ქსელში აფასებს.

10 მარტი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მოგზაურობისთვის რეგიონში ყველაზე ნაკლები რისკი არსებობს. მონაცემებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. რა პრინციპით დაიყო ქვეყნები სხვადასხვა კატეგორიაში.

გია ხუხაშვილი

10 მარტი 2026, 20:44

სამართალი

ხუხაშვილის გამოკითხვა სუსში - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ტერორიზმის კონტექსტშტი გაკეთებული განცხადებები რომ საფრთხის შემცველია, გამოკითხულმა თავადაც დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმე ეხება ირანული გავლენების თუ ტერორიზმის კონტექსტში სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მსგავსი გზავნილები რომ საფრთხის შემცველია, გამოკითხულმა თავადაც დაადასტურა. ხუხაშვილის გარდა, ანალოგიური მიზეზით უწყებაში დაბარებულები იყვნენ: გუბაზ სანიკიძე, თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი, ვახტანგ კაპანაძე.

მაია სანდუ ვოლოდიმირ ზელენსკი

10 მარტი 2026, 20:43

მსოფლიო

ევროპარლამენტმა, ევროკავშირის ღირებულებებში შეტანილი წვლილისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ევროპული ღირსების ორდენით დააჯილდოვა

სამშაბათს ევროპარლამენტმა დააჯილდოვა კონტინენტის არაერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და ასევე ირლანდიური როკ-ჯგუფი U2.

10 მარტი 2026, 20:38

პოლიტიკა

პოლიტიკურ საქმიანობაში თავშეკავება და ნეიტრალურობა - საქართველოში გერმანიის ელჩს გერმანიიდან დიპლომატია დაუწუნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკურ საქმიანობაში თავშეკავება და ნეიტრალურობა - საქართველოში გერმანიის ელჩს გერმანიიდან დიპლომატია დაუწუნეს. ბუნდესტაგის დეპუტატმა და ევროპარლამენტარმა პეტერ ფიშერი ლანდტაგის არჩევნებში ლიბერალების გამარჯვების აღნიშვნის გამო მწვავედ გააკრიტიკეს. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

10 მარტი 2026, 20:36

პოლიტიკა

რას ხმარდება გერმანიის ფული საქართველოში და რატომ არ არის გამჭვირვალობა დაცული? პარტია „ალტერნატივა გერმანიას“ გერმანიის მთავრობასთან კითხვები აქვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რას ხმარდება გერმანიის ფული საქართველოში და რატომ არ არის გამჭვირვალობა დაცული? პარტია „ალტერნატივა გერმანიას“ გერმანიის მთავრობასთან კითხვები აქვს. ოპოზიციური პარტია ინტერესდება ქართული კანონების ანტიდემოკრატიულად გამოცხადების დასაბუთებითაც.

10 მარტი 2026, 20:32

პოლიტიკა

ყულევის ნავთობის ტერმინალს სანქცირება არ ემუქრება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყულევის ნავთობის ტერმინალს სანქცირება არ ემუქრება, ამას საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ო’ სალივანი სწერს და სანქციების დაცვის კუთხით საქართველოს ძალისხმევასაც აღნიშნავს.

10 მარტი 2026, 20:25

პოლიტიკა

შესაძლებლობა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიისთვის და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„საქართველო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული რჩება“- პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას აფასებს. პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ვიზიტს გულახდილი და ნაყოფიერი უწოდა, მთავარ შედეგად კი ყველა მხარესთან საუბრის შესაძლებლობა დაასახელა.

პერე ჟოან პონს სამპიეტრო

10 მარტი 2026, 20:06

პოლიტიკა

პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ჩემი ფუნქცია არ არის, ვთქვა, ეს პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა - ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას, არის ის, რომ მხედველობაში მიიღონ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც დროის 50% უკვე ციხეში გაატარეს

ჩემი ფუნქცია არ არის ვთქვა ეს პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.

ანტონიუ კოშტა

10 მარტი 2026, 20:06

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პერე ჟოან პონს სამპიეტრო

10 მარტი 2026, 19:51

პოლიტიკა

პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა

მე ყველა აქტორს განვუცხადე, რომ ყოველივე ქართველებს შორის უნდა გადაწყდეს. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ხელსაწყო ვართ, და თუ დახმარება შეგვიძლია, ყოველთვის დაგეხმარებით, თუმცა ეს ქართველი ხალხის გადასაჭრელია, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

დავით ქართველიშვილი

10 მარტი 2026, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ

დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ. ზუსტად 10 დღე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სასანქციო პოლიტიკას არღვევს, თითქოს აქ, ქვეყნის ნაცვლად შავი ხვრელია და დაჟინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ სამხარაძე

10 მარტი 2026, 19:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია

ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან.

10 მარტი 2026, 19:28

სამართალი

პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.