12 მარტი 2026, 08:42 / სანდო წყარო

ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე დებატები გაიმართა - მომხსენებლებს თითქმის ცარიელ დარბაზში მოუხდათ სიტყვით გამოსვლა

ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე დებატები გაიმართა, მომხსენებლებს თითქმის ცარიელ დარბაზში მოუხდათ სიტყვით გამოსვლა.

მსჯელობის თემა იყო ელენე ხოშტარიასა და სხვა პატიმრების საქმეების განხილვა. ევროპარლამენტთა ნაწილი ქართულ ხელისუფლებას კვლავ პატიმრების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს და გამოგონილ ავტორიტარიზმზე ამახვილებს ყურადღებას მაშინ, როდესაც ევროპარლამენტში ამ თვალსაზრისს პოლიტიკოსების დიდი ნაწილი აკრიტიკებს და ამბობს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქვეყნის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენაა.

ევროპარლამენტართა ნაწილის აზრით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს წნეხი და შანტაჟი და საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი განაახლოს. ევროპარლამენტი საკითხზე რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის.

ყველა სიახლე

12 მარტი 2026, 10:06

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას - სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად შეფასდეს არსებული მდგომარეობა

გარემოს ეროვნული სააგენტო ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. წინასწარი ინფორმაციით, სოფლის დასახლებულ ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე ფიქსირდება დინამიკაში მოსული მეწყრული მასები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა.

12 მარტი 2026, 10:04

რეგიონი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

12 მარტი 2026, 09:55

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქრონიკას“ დაუდასტურეს, რომ დღეს 11:00 საათზე გივი თარგამაძეა დაბარებული

„ქრონიკის“ კითხვის პასუხად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ გამოკითხვაზე დღეს 11:00 საათზე დაბარებულია გივი თარგამაძე.

12 მარტი 2026, 09:47

რეგიონი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი. მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია - ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 09:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპიდან გამოპარებული 2 000-ზე მეტი ტვირთი გვაქვს გაჩერებული, რომელიც რუსეთში მიდიოდა. სად იყურებოდნენ, რატომ წამოვიდა ეს ტვირთი, რატომ მოვიდა ჩვენ საზღვრამდე ეს ყველაფერი? რას დაცურავენ, რატომ ვერ აკავებენ და აჩერებენ?

ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყულევის პორტი სანქციათა მე-20 პაკეტში არ მოხვდა, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქართველო, როგორც ყოველთვის, ერთგულია იმ ვალდებულებებისა, რომელთა გათვალისწინებითაც, საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც საერთაშორისო სანქციებს გვერდს აუვლიან.

კირილ დმიტრიევი

12 მარტი 2026, 09:19

მსოფლიო

CNN: პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ფლორიდაშია და ამერიკულ მხარესთან შეხვედრებს მართავს

ამერიკული ტელეარხის CNN-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი ფლორიდაში ჩავიდა.

ნათია თურნავა

12 მარტი 2026, 09:16

ეკონომიკა

ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჟოუს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჟოუს შეხვდა. ისაუბრეს Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყებაზე. ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტია, ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად, ხელი შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის ზრდას.

12 მარტი 2026, 09:02

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის ჩრდილოეთ მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დონალდ ტრამპი

12 მარტი 2026, 09:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მოუწოდა ნავთობკომპანიებს, ჰორმუზის სრუტეში ოპერაციები განაგრძონ

სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასა და მიღწეულ შედეგებზე დონალდ ტრამპი მედიის წარმომადგენლებს თეთრი სახლის ეზოში ესაუბრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნავთობკომპანიებს, ჰორმუზის სრუტეში ოპერაციები განაგრძონ.

ხვიჩა კვარაცხელია

12 მარტი 2026, 08:51

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსისთან“ დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა - „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ჩელსი“ 5:2 დაამარცხა.

12 მარტი 2026, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 მარტს საქართველოში

12 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში ღრუბლიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

საბა კობახიძე

12 მარტი 2026, 07:59

სპორტი

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატში ქართველმა მოჭიდავემ საბა კობახიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სერბეთში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა მოჭიდავე საბა კობახიძემ (74კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი აღანაზარ ნოვრუზოვი ანგარიშით 7-4 დაამარცხა.

რასა იუკნევიჩიანე

12 მარტი 2026, 02:26

პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიანე: საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ

საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

ვოპკე ჰუკსტრა

12 მარტი 2026, 02:06

პოლიტიკა

ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა: ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველა მათგანს, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვითნებურად იქნა დაკავებული, დაექვემდებარა სასტიკ მოპყრობას ან დაპატიმრებული იყო, მათ შორის ელენე ხოშტარიას, - განაცხადა კლიმატის საკითხებში ევროკომისარმა, ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

კრისტიან ტერეში

12 მარტი 2026, 01:58

პოლიტიკა

კრისტიან ტერეში ევროპარლამენტს: სად იყავით 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს? რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის შესაჩერებლად, გარდა უბრალო განცხადებების გავრცელებისა?

ის გამოსვლები, რომლებსაც დღეს ამ პლენარულ სხდომაზე ვისმენ, არ მგონია, რომ საერთოდ ეხმარებოდეს საქართველოს, პირიქით - 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, არა მხოლოდ ამ პლენარულმა სხდომამ, არამედ ბევრმა სხვა პარლამენტმა მთელ მსოფლიოში მრავალი რეზოლუცია წარადგინა და გაგზავნა და მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში, იმ დროს ქართველი ხალხი იყო ის, ვინც გადაიხადა ფასი იმისთვის, რომ მათმა ქვეყანამ დასავლური გზა აირჩია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კრისტიან ტერეშმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

დაინიუს ჟალიმასი

12 მარტი 2026, 01:53

პოლიტიკა

ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი: საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული

საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული, - განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

ტიერი მარიანი

12 მარტი 2026, 01:46

პოლიტიკა

ტიერი მარიანი ევროპარლამენტს: 2024 წლიდან მოყოლებული, თქვენ იყენებთ მეთოდებს საქართველოში ლეგიტიმურად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად - შეწყვიტეთ ეს ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი ამ დემოკრატიულ ქვეყანაში

ეს პარლამენტი აგრძელებს ყურადღების ფოკუსირებას საქართველოზე აღმაშფოთებელი სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, შანტაჟითა და ფინანსური მუქარებით ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

ტომაშ ფროელიხი

12 მარტი 2026, 01:40

პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი ევროპარლამენტს: საქართველოს არ სჭირდება ჭკუის სწავლება, არ სჭირდება რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ პატივისცემა - მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა

ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ საქართველოზე. რატომ? იმიტომ, რომ ის განსხვავებულია. ის განასახიერებს ქრისტიანულ ღირებულებებს, იცავს თავს „ვოუქ“ იდეოლოგიისგან და აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ. მათ არ სურთ კიევად გადაქცევა და ეს მათი უფლებაა - ისინი სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ ეს უნდა ვცეთ პატივი, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 01:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის

მნიშვნელოვანია, ყველას, მათ შორის იმ ორგანიზაციას, რომლის წევრიც ვართ, ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ მხრივ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, არაფერი იმალება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.