დავით ქართველიშვილი: თუ კონფლიქტი გაიწელება, ის შეიძლება გადაიქცეს ფატალურ ხაფანგად, სადაც ამერიკის ადმინისტრაციის შიგნით არსებული წინააღმდეგობები არანაკლებ საშიში აღმოჩნდება, ვიდრე თავად თეირანის მოქმედებები
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
ირანის კამპანია გადაიქცა არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკურ კრიზისად, არამედ ერთგვარ ტესტადაც - რომელი სტრატეგია განსაზღვრავს ამერიკის კურსს უახლოეს წლებში, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ირანის წინააღმდეგ კამპანია, მით უფრო გაიზრდება საფრთხე, რომ ის გადაიქცეს კიდევ ერთ ძვირადღირებულ და გაურკვეველი დასასრულის მქონე კონფლიქტად.
„ირანის კრიზისის ფონზე ნამდვილად არ გვეჩვენება ორი რამ: პრეზიდენტ ტრამპზე ებრაელური ლობის ზეგავლენა, რამაც ის ძალზე მოწყვლად ფიგურად აქცია და მეორე, ჯეი დი ვენსის და მარკო რუბიოს სრულიად განსხვავებული პოზიციები ამ ყველაფრის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტის მხარეს დგას ფრთხილი ეროვნული რეალიზმის ბანაკი, ხოლო გლობალური ძალის პროექციის მხარდამჭერთა პოზიციებს განასახიერებს სახელმწიფო მდივანი.
ირანის კამპანია გადაიქცა არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკურ კრიზისად, არამედ ერთგვარ ტესტადაც - რომელი სტრატეგია განსაზღვრავს ამერიკის კურსს უახლოეს წლებში. ვენსის ლოგიკა უკიდურესად პრაგმატულია: ამერიკა აღარ უნდა იქნას ჩათრეული ახლო აღმოსავლეთის ომებში, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში შთანთქეს ქვეყნის რესურსები, ხოლო აშშ-ს ძირითადი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი მთავარ სტრატეგიულ კონკურენტზე - ჩინეთზე. ვენსის "ხაზისთვის" ირანი საერთოდ არ არის გადამწყვეტი ბრძოლის ფრონტი. ის უფრო პოტენციური ხაფანგია, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს "ტრამპიზმის" მთავარი ლოზუნგი ("ამერიკა უპირველეს ყოვლისა"). რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კამპანია, მით უფრო იზრდება საფრთხე, რომ ის გადაიქცევა კიდევ ერთ ძვირადღირებულ და გაურკვეველი დასასრულის მქონე კონფლიქტად.
რუბიოს "ხაზი" კი ეფუძნება ამერიკის ტრადიციულ გლობალურ როლს. ამ ხედვაში ირანის კრიზისი წარმოადგენს შესაძლებლობას, აღდგეს ქვეყნის ავტორიტეტი, რომელმაც გამოიჩინა სიმტკიცე მოკავშირეების წინაშე და შეასუსტა თეირანის რეგიონული პოზიციები. სწორედ ამიტომ ყოველი სამხედრო ეპიზოდი, რომელიც ჯერჯერობით კატასტროფით არ მთავრდება, ობიექტურად აძლიერებს რუბიოს პოზიციებს. თავად ტრამპისთვის ამ შიდა ბალანსის შენარჩუნება, უახლოეს პერსპექტივაში მთავარ პოლიტიკურ ამოცანად იქცევა. მან ერთდროულად უნდა დააკმაყოფილოს ორივე მიმართულება, თან აჩვენოს სიმტკიცე, მაგრამ არ ჩაითრიოს ქვეყანა ახალ დიდ ომში. სწორედ ამიტომ ირანის კამპანიის დასრულების ყველაზე რეალისტური ფორმულა შეიძლება იყოს შეზღუდული სამხედრო დარტყმების, დიპლომატიური ზეწოლის და შემდეგ „სტრატეგიული გამარჯვების“ გამოცხადების კომბინაცია.
ასეთი სქემა საშუალებას იძლევა კონფლიქტი ამომრჩეველს წარედგინოს როგორც "ძალის ტრიუმფი", დიდი ომის ფასის გადახდის გარეშე. ტრამპმა ამ "კიდევ ერთი მიღწეული ბრწყინვალე გამარჯვების" ნიშნად შეიძლება წარმოაჩინოს: ირანის სარაკეტო ან ბირთვული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება ან სერიოზული დაზიანება; აშშ-ს შესაძლებლობის დემონსტრირება, განახორციელოს სამხედრო დარტყმები სახმელეთო ომში ჩათრევის გარეშე; ირანის მიერ რეგიონში მოქმედი პროქსი-ძალების აქტივობის იძულებითი შემცირება; ანტი ირანული რეგიონული ალიანსის გაძლიერება ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების გარშემო;
თეირანთან მოლაპარაკებების დაწყება უკვე ამერიკული ძალის პოზიციიდან; საერთაშორისო ენერგეტიკული და სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოების გარანტირება.
კონგრესის საშემოდგომო შუალედური არჩევნების მოახლოებისა და აშშ-ს დაარსებიდან 250 წლის საიუბილეო თარიღის წინ ვაშინგტონს დრო პრაქტიკულად არ აქვს ხანგრძლივი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. თუ ტრამპი შეძლებს ირანის თემის სწრაფ და ეფექტურ პოლიტიკურ ფინალამდე მიყვანას, ის ამას წარმოაჩენს როგორც საკუთარი ფორმულის კიდევ ერთ დადასტურებას - „ძალის მეშვეობით დამყარებული მშვიდობა“. თუკი კონფლიქტი გაიწელება, ის შეიძლება გადაიქცეს ფატალურ ხაფანგად, სადაც ადმინისტრაციის შიგნით არსებული წინააღმდეგობები არანაკლებ საშიში აღმოჩნდება, ვიდრე თავად თეირანის მოქმედებები. როგორ, რა დეკლარირებული დივიდენდებით და რა დროს გამოვა ამ ხაფანგიდან ტრამპი, ეს არის მნიშვნელოვანი და ხომ არ ჩაუშლის მის გეგმებს რომელიმე უსიამოვნო სიურპრიზი ან ირანის, ან ისრაელის მხრიდან,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 11:54
პოლიტიკა
გივი თარგამაძე: ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს
ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე.
12 მარტი 2026, 11:52
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას! რუსეთის ФСБ-ს განცხადება - „ურა ტავარიშჩი ევროპარლამენტარიი! ურაა!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე დებატებს ეხმიანება.
12 მარტი 2026, 11:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ხიდაშელის „ენჯეოზე“: ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. ვნახეთ ესტონური, როგორც ჩანს, ახლა არსებობს კიდევ ჩეხური - სოციალისტური ბანაკი წინაა სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არის მცდელობა სანქციების გვერდის ავლის და სანქციების გვერდის ავლის სქემაში ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს აჩვენებს, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია დგას ამ ყველაფრის უკან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში დარეგისტრირების ფაქტის კომენტირებისას.
12 მარტი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც გარედან ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას
„სულ რაღაც ორი წინადადება დასჭირდა ამას და მე მინდა ვკითხო ევროკავშირის ელჩს - რთულია? რთულია ამ მარტივი ჭეშმარიტების თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლის შტურმი არ შეიძლება? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის, ეს მარტივი, რამდენიმე სიტყვიანი წინადადება თქვას? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის და მის ხელმძღვანელობას ბრიუსელში, რომ მეორე მარტივი წინადადება თქვან, რომ პარლამენტის მანდატების დახევა და პარლამენტიდან გასვლა არ არის დემოკრატია? რატომ უჭირთ? იცით რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში არაფერი უჭირთ. ამას აკეთებენ განზრახ, იმისთვის, რომ მათ მიერ რადიკალიზმისთვის მიცემული ლეგიტიმაცია არ გამოაცალონ, იმიტომ რომ დღეს რადიკალიზმი არის სრულად ლეგიტიმირებული გარედან. დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, ხელისუფლების შეცვლას გარედან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
12 მარტი 2026, 11:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მარკეტა გრეგორევა არის მეკობრეების პარტიის წევრი და ეს ფაქტი ბევრს მეტყველებს მასთან დაკავშირებით და როგორც ერთ-ერთი მეკობრე, თავს ესხმის მედიას
ყველამ გამოაჩინა თავისი სახე, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაა, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მარკეტა გრეგორევაზე საუბრისას.
12 მარტი 2026, 11:40
საზოგადოება
2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დასრულდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით ათიათასობით მოსწავლე მონაწილეობდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 11:39
მსოფლიო
პენტაგონის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში აშშ-მა 11,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა აშშ-ის კონგრესის წევრებს დახურულ კარს მიღმა განუცხადეს, რომ ირანში ომის პირველ კვირაში 11,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ინფორმაციას The New York Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 მარტი 2026, 11:33
პოლიტიკა
პაპუაშვილი ხოშტარიაზე: სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და გაგმირებას ცდილობენ. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს
სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირების ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.
12 მარტი 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე: შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი
შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების შესახებ.
12 მარტი 2026, 11:21
მსოფლიო
დუბაიში დრონი შენობას მოხვდა
დუბაის მედიასამსახურის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპერატიულად უპასუხა Dubai Creek Harbour-ში შენობაზე დრონის დაცემის ფაქტს. ინციდენტი სრულად ლოკალიზებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
12 მარტი 2026, 11:20
პოლიტიკა
მარკეტა გრეგოროვა „ქრონიკის“ ჟურნალისტს: მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ევროპარლამენტში ყოფნა
მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ევროპარლამენტში ყოფნა,- განაცხადა ევროპარალამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.
12 მარტი 2026, 11:16
მსოფლიო
მედია: Netflix-ს რუსეთში სერიალ Stranger Things-ის ორი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს
ამერიკულ სტრიმინგ სერვისს Netflix-ს რუსეთში სურს სერიალ Stranger Things-ის ორი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
12 მარტი 2026, 11:11
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
12 მარტი 2026, 11:06
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით თინა ბოკუჩავას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან
„ქრონიკის“ ინფორმაციით თინა ბოკუჩავას პარტია „ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან. ვითარება თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა.
12 მარტი 2026, 10:58
რეგიონი
შიდა ქართლში, ადგილობრივ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე საირიგაციო წყლის სუბსიდირების საკითხები განიხილეს
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდა. განხილვის თემა იყო საირიგაციო წყლის მომსახურების სუბსიდირების სქემა, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დროულად გაფორმების საჭიროება, ასევე, 2026 წლის სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
12 მარტი 2026, 10:48
ტაბლოიდი
ლილი ალენი სცენაზე გადის კაბით, რომელზეც ყოფილი ქმრის მიერ საყვარლებისთვის გაკეთებული საჩუქრების ჩეკებია დაბეჭდილი💔
მომღერალ ლილი ალენის ერთ-ერთი სასცენო კაბა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მისი კაბის გრძელ შლეიფზე პრინტის სახით გამოსახული იყო იმ საჩუქრების ჩეკები, რომლებსაც მომღერლის ყოფილი ქმარი, დევიდ ჰარბორი, თავის საყვარლებს ჩუქნიდა.
12 მარტი 2026, 10:43
პოლიტიკა
როგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წელს ჩეხეთში დაარეგისტრირა
როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას?- მან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, ჩეხეთში დაარეგისტრირა.
12 მარტი 2026, 10:43
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
12 მარტი 2026, 10:43
ჯანდაცვა
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
12 მარტი 2026, 10:40
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1995 წელს დაბადებულ ქ.ქ.-ს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გასტაცეს საფულე, ძვირადღირებული ტელეფონი და საათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


