ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ
ფოტო: ვიდეო/კადრი
გამოქვეყნდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.
კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
საქართველოს ხელისუფლებისთვის, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გაცემული რეკომენდაციები შემდეგია:
"გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები. მომხსენებელს მიაჩნია, რომ შეუძლებელია, მიზნობრივი შესწორებებით ეს კანონები მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, ვინაიდან არსებობს ფართო შეუსაბამობა.იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გააუქმებს ამ კანონებს, ისინი მინიმუმ უნდა შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.ეს გულისხმობს: აღნიშნული კანონმდებლობის სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას; სანქციების შემცირებას; „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვას იმის გათვალისწინებით, მოქმედებს თუ არა სუბიექტი რეალურად უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონებში გამოყენებული ენა ბევრად უფრო ზუსტი უნდა გახდეს.
ანალოგიურად, უნდა გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას (მუხლი 54).
გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას.
სახელმწიფო ღალატის დანაშაულის საფუძვლები უნდა შევიწროვდეს და გახდეს უფრო კონკრეტული, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ხელისუფლების კრიტიკის გამო იმ სუბიექტების დევნა, რომლებიც ექცევიან „აგენტების კანონის“ ან FARA-ს მოქმედების ქვეშ.
გაუქმდეს რეგულაციები, რომლებითაც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვა სრულად აიკრძალა. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების უფლებას (როგორიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებს შორის.
უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში დაცული უნდა იყოს აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია“.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 15:40
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.
08 სექტემბერი 2026, 15:35
კულტურა
რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს
პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.
08 სექტემბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
08 სექტემბერი 2026, 15:18
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.
08 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.
08 სექტემბერი 2026, 15:01
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.
08 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას
ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.
08 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:49
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.
08 სექტემბერი 2026, 14:48
მსოფლიო
The Spectator: უკრაინა ომს აგებს
The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.
08 სექტემბერი 2026, 14:41
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!
„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.
08 სექტემბერი 2026, 14:33
მსოფლიო
Reuters: გაზსაცავებში მარაგების დაბალი დონის გამო გერმანიას ზამთარში გაზის დეფიციტი ემუქრება
გერმანიის გაზის საცავებში 1 ნოემბრისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მარაგების 77%-მდე შევსებაა შესაძლებელი, თუმცა, უკიდურესად ცივი ზამთრის შემთხვევაში, ეს მოცულობაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და ქვეყანას გაზის დეფიციტი შეექმნას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:29
კულტურა
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Venice Spotlight რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
ფესტივალის სექციაში Venice Spotlight 9 სექტემბერს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:28
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
08 სექტემბერი 2026, 14:28
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ქალბატონი წითლიძე აპირებს საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული სამართლებრივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიამ გაძარცვა ჯერ „რუსთავი 2“, შემდეგ „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქართველი საზოგადოებისთვის ეს ძალიან სასარგებლოა
რადიკალური ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს ლუსტრაცია ქართული დემოკრატიისთვის, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.
08 სექტემბერი 2026, 14:26
პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში 134-ე სამუშაო შეხვედრა გრძელდება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ.
08 სექტემბერი 2026, 14:25
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე გორის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
ადრესატმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.
08 სექტემბერი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო
დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
08 სექტემბერი 2026, 14:17
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი „ასავალ-დასავალზე“: რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. არასერიოზული ხალხია
„რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. ეს არის არასერიოზული ხალხი და შეიძლება რაღაც შეკვეთის გამო ან იმის გამო, რომ რაღაც პროპაგანდისტული ნაბიჯი გადადგან, ასეთ რაღაცებს აკეთებენ. მერე, როდესაც მტკიცებულებებზე მიაკითხავენ, ან ისეთ მტკიცებულებას წარმოადგენენ, სადაც თვითონვე ამბობენ: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართალია“, ან თუ პირადად მათ ეხება, ამბობენ: „მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, აი ამისგან გავიგე, აი აქ მითხრეს“, - ამბობს შარმანაშვილი.
08 სექტემბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ბატონი ღარიბაშვილი ამ დონემდე დავიდა, რომ მის საქციელს ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილი იწონებს
"მე მგონი, ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს ბატონი ღარიბაშვილის მიერ გადადგმულ უკანასკნელ ნაბიჯებზე. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ, ერთი მხრივ, ამ ადამიანურ ტრაგედიაზე კაპიტალიზებს „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, მეორე მხრივ კი, ამ ადამიანურ ტრაგედიას ირაკლი ღარიბაშვილი იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და იმისთვის, რომ როგორმე თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.


