თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
ფოტო: „ხალხის ძალა“
10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში გამოქვეყნდა, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველო ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ისჯება.
„ანგარიში პირდაპირ ამბობს: საქართველო ისჯება იმისთვის, რომ იცავს ეროვნულ ინტერესებს. ეს არ არის „დემოკრატიის შეფასება“ , ეს არის სისტემური ტყუილი, რომლის მიზანია ქვეყნის შიდა სტაბილურობის რღვევა. ყველაზე მკვეთრი პარადოქსი ანგარიშში გამჭვირვალობის თემას ეხება.
ეუთო და მისი „ექსპერტები“ წლების განმავლობაში გვირჩევენ „გამჭვირვალობას“, მაგრამ როგორც კი საქართველომ მიიღო „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი (რომელიც სწორედ გამჭვირვალობას მოითხოვს), იგივე ინსტიტუტი მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას.
ანუ: „გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ შენთვის არა“.
ეს არის არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პირდაპირი აღიარება, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა გამჭვირვალობა, არამედ კონტროლი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე.
კიდევ უფრო უცნაურია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონთან დაკავშირებული დასკვნა. ანგარიში მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას. რა არის პრობლემა? ის, რომ საქართველო ცდილობს დაიცვას ბავშვები პროპაგანდისგან? რომ ქვეყანა არ უშვებს გენდერული იდეოლოგიის იმპორტს სკოლებში? ეს კანონი არავის უფლებებს არ ზღუდავს, ის იცავს ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვნებს დამაზიანებელი ზეგავლენისაგან. მაგრამ ანგარიშის ავტორებისთვის ეს „ადამიანის უფლებების დარღვევაა“.
რატომ? იმიტომ რომ მათთვის „უფლებები“ ნიშნავს მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას, ლიბერალურ-გლობალისტურ იდეოლოგიას. რეალური მიზანი კი სრულიად სხვაა.
ეს ანგარიში არის კლასიკური „ფერადი რევოლუციის“ პრელუდია: ოპოზიციის მორალური მხარდაჭერა; ქუჩაში „ტემპერატურის“ აწევა; საერთაშორისო ზეწოლის შექმნა, რათა ხელისუფლებამ უკან დაიხიოს.
საქართველოში 2024–2025 წლების გამოცდილებამ ნათლად აჩვენა: ქართველი ხალხი აღარ არის ის „ბრმა მასა“, რომელიც ყველაფერს იღებს, რაც „ევროპული“ იარლიყით მოდის.
ხალხი კარგად ხედავს, ვინ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ვინ ცდილობს მის გაყიდვას უცხოურ დღის წესრიგზე.
გამჭვირვალობის კანონის მხარდაჭერის დონე, ოჯახური ღირებულებების დაცვის მხარდაჭერის დონე და საერთო ანტი-გლობალისტური განწყობა საზოგადოებაში იმდენად მაღალია, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ვერ შეცვლის ამ რეალობას.
ქართულ სახელმწიფოს, გარე აქტორების მიერ შემოთავაზებულ, ჩვენთვის დამაზიანებელ მანიპულაციებზე, აქვს პასუხი და ეს პასუხია - არა!
უშედეგოა, გარე აქტორების მიერ ხელოვნური პოლიტიკური რყევები, ჩვენი ზნეობრივი და რელიგიური დოგმების მორღვევის მცდელობა და აღარ გამოდის საქართველოს, როგორც მუდამ დამნაშავე სახელმწიფოს მიმართ თითის ქნევა.
ხალხი აღარ ენდობა და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ აძლევს მათ, ვინც, ,,დემოკრატიის“ სახელით ცდილობს ქართული სახელმწიფოს განადგურებას“, - წერს მეგრელიშვილი.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ პეტერ მადიარს პრემიერის პოსტზე დაამტკიცებენ
უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს ჩანიშნა.
22 აპრილი 2026, 08:58
სპორტი
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი მედალი მოიპოვა და შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი - ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
22 აპრილი 2026, 08:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 აპრილს საქართველოში
ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
22 აპრილი 2026, 08:42
რეგიონი
გორის ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს
გორის ერისთავის თეატრში კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს. შესრულდა პატრიარქის საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, წაიკითხეს ლექსები.
22 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან
სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.
22 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.
22 აპრილი 2026, 08:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს
დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.
22 აპრილი 2026, 08:15
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს
პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.
22 აპრილი 2026, 08:02
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.
22 აპრილი 2026, 07:59
სპორტი
„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა
„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.
22 აპრილი 2026, 02:24
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.
22 აპრილი 2026, 02:12
მსოფლიო
The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს
გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 01:37
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.
22 აპრილი 2026, 00:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.
22 აპრილი 2026, 00:33
მსოფლიო
Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ
მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
22 აპრილი 2026, 00:19
მსოფლიო
ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
22 აპრილი 2026, 00:11
მსოფლიო
Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს
უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.
22 აპრილი 2026, 00:04
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.
21 აპრილი 2026, 23:50
მსოფლიო
The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს
პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
21 აპრილი 2026, 23:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


