ბაჩო ოდიშარია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს დოკუმენტი ჩვეულებრივი მაკულატურაა, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ხელშეწყობა და გარედან ზეწოლის გაძლიერება - საქართველო არ არის ვინმეს პოლიგონი
ბაჩო ოდიშარია
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ამ ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ არის შეურაცხყოფა იმ ტრაგედიის, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს გამოიარა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შექმნილი მექანიზმის მიმართვა დემოკრატიული საქართველოსკენ სხვა არაფერია, თუ არა ისტორიული უსამართლობა და პროცესების სრული გაყალბება, - ასე აფასებს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.
მისი განცხადებით, ეს არის არა სამართლებრივი დასკვნა, არამედ, „დიფ სთეითის“ კონტროლის ქვეშ მყოფი ქვეყნების პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი, ვინაიდან, მათ სჭირდებათ მორჩილი საქართველო და არა სუვერენული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კანონებს თავად იღებს.
„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოს წინააღმდეგ არის აბსურდის თეატრი და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა. ორმაგი სტანდარტების საუკეთესო ტრადიციაში, ეს „მექანიზმი“, არ გამოყენებულა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში (2003-2012) საქართველოში ადამიანის უფლებები მართლა ფეხქვეშ ითელებოდა. ეს ბიუროკრატიული მანქანა გააქტიურეს მაინც და მაინც მაშინ, როდესაც ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების და გამჭვირვალობის დაცვას ცდილობს. ამ ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ არის შეურაცხყოფა იმ ტრაგედიის, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს გამოიარა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შექმნილი მექანიზმის მიმართვა დემოკრატიული საქართველოსკენ სხვა არაფერია, თუ არა ისტორიული უსამართლობა და პროცესების სრული გაყალბება.
ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ეს არის დიფ სთეითის კონტროლ ქვეშ მყოფი 38 ქვეყნის პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი. მათ არ აინტერესებთ რეალობა - მათ სჭირდებათ მორჩილი საქართველო და არა სუვერენული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კანონებს თავად იღებს.
როგორ შეიძლება ობიექტური იყოს დასკვნა, რომელიც დისტანციურად, ცალმხრივი ინფორმაციისა და რადიკალური ჯგუფების მესიჯბოქსის მიხედვით იწერება? ეს არის არა ფაქტების დადგენა, არამედ ცრუ იარლიყების მიწებება.
ეს დოკუმენტი არის ჩვეულებრივი მაკულატურა, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ხელშეწყობა და გარედან ზეწოლის გაძლიერება. საქართველო არ არის ვინმეს პოლიგონი და მსგავსი აბსურდული მექანიზმებით ჩვენი არჩევანის შეცვლა შეუძლებელია. სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი არაა!“, - წერს ოდიშარია სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე
13 მარტი 2026, 21:49
მსოფლიო
CNN: ირანის ომში დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადაცდა
CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი - დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება.
13 მარტი 2026, 21:41
საზოგადოება
პაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა. პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
13 მარტი 2026, 21:32
რეგიონი
ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 793 ლარია.
13 მარტი 2026, 21:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მდიდარ NGO-ებზე: ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის. გამკაცრებული გრანტების შესახებ კანონით ეს ე.წ. შავი ხვრელიც ამოვავსეთ და მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება
ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამომჟღავნებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მდიდარ NGO-ებზე საუბრისას.
13 მარტი 2026, 21:21
საზოგადოება
საქართველოს მელიორაცია: სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს
წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით: მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80% კი, სუბსიდირებას დაექვემდებარება.
13 მარტი 2026, 21:15
საზოგადოება
პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტები მომხმარებელს პლასტმასის ბოთლებით სასმელს ვეღარ მიაწვდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება პირველი ივლისიდან აიკრძალება. რეფორმა ეტაპობრივად სრულდება და მოგვიანებით, შეზღუდვა პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოებასა და რეალიზაციასაც შეეხება.
13 მარტი 2026, 21:09
რეგიონი
როდის შეძლებს მოსახლეობა სოფელ კურსებში შესვლას - მეწყერი კვლავ აქტიურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია. ტერიტორიაზე მუდმივი მონიტორინგია და მოსახლეობისთვის დასახლებაში შესვლა აკრძალულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და გეოლოგები. სტიქიას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. შესაბამისმა
13 მარტი 2026, 21:06
პოლიტიკა
ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - პეტრე ცისკარიშვილის მცველები და საერთო გზავნილის საპირისპირო კომენტარები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. „ნაციონალების“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ცისკარიშვილი მხოლოდ საკუთარ პოზიციას არ გამოხატავდა.
13 მარტი 2026, 21:05
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ამოცანაა, თითოეულმა მოქალაქემ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს კეთილდღეობა და შედეგები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტ ხელმისაწვდომობასა და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე.
13 მარტი 2026, 21:03
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს - ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს. ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არის ღიაობა პრობლემა, თუ დასამალი არაფერია.
13 მარტი 2026, 20:55
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიები: „ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს მწვავედ აკრიტიკებენ.
13 მარტი 2026, 20:52
პოლიტიკა
რეზოლუციებით ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის - ევროკავშირის პოლიტიკას, ევროპაშივე აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისია, ევროპარლამენტი და მათი მოქმედი ლიდერები, სულ უფრო ხშირად არიან ევროპელი დეპუტატების კრიტიკის სამიზნე. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით არსებული პოზიციის გამო.
13 მარტი 2026, 20:47
მსოფლიო
POLITICO: „ტრამპი ცდება“ - ევროპელები აკრიტიკებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შესახებ
პარასკევს ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის გამო - ეს გადაწყვეტილება ენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე მოხდა, - წერს გამოცემა POLITICO.
13 მარტი 2026, 20:43
პოლიტიკა
ხელისუფლება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ დასკვნას კატეგორიულად უარყოფს - რატომ არ აისახა დოკუმენტში მთავრობის ინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოკლე ვადაში მომზადებული მოცულობითი ანგარიში, სადაც მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან არაფერი მოხვდა - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს,ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება. კმაყოფილია ოპოზიცია, რომელიც ამ მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლიდან მოითხოვდა.
13 მარტი 2026, 20:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტს საკუთარ დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
13 მარტი 2026, 20:31
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე
დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 მარტი 2026, 20:18
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი: გაერო-ს საჯარო სამსახურისა და საჯარო სერვისების ყოველწლიური ფორუმის საქართველოში ჩატარება საჯარო სერვისების განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა“
ჩვენი მიზანია ძლიერი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც უსმენს მოქალაქეს, ზრუნავს მასზე და ქმნის შესაძლებლობებს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნაზე.
13 მარტი 2026, 20:16
რეგიონი
პაატა სალია: ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე
ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ ეკონომიკურ აქტივობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
13 მარტი 2026, 20:15
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა გვთხოვს, მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო. ვერ ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკური შტურმით კვლავ ხელისუფლებას აძლიერებენ ხალხისგან
ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა ქვეყანაში ევროკავშირის მხარდაჭერას ამცირებს. ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში საპირისპირო ეფექტს იწვევს და ხელისუფლების მხარდაჭერას აძლიერებს.


