14 მარტი 2026, 15:12 / სანდო წყარო

დავით ზარდიაშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, რომელშიც მოყვანილია უკიდურესად ტენდენციური ინტერპრეტაციები ავადმყოფური ფანტაზიით გამოგონილი ფაქტების შესახებ

დავით ზარდიაშვილი

დავით ზარდიაშვილი

როგორც კი 2026 წლის 29 იანვარს ეუთოს 23-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ აამოქმედა „მოსკოვის მექანიზმი“, სრულიად ნათელი იყო, რომ ამ ე.წ. მისიას უბრალოდ უნდა დაედასტურებინა წლების განმავლობაში შეთითხნილი ანტიქართული ცრუ დასმენები ვითომცდა საქართველოში ადამიანის უფლებების 'მძიმე დარღვევეის" შესახებ - მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნის, გამოხატვისა და სიტყვის თავიუფლების შეზღდუდვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თვით მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრზალული ქიმიური იარაღის გამოყენების და სხვ. აბსურდული ბრალდებები, - წერს პოლიტოლოგი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პრაქტიკამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსგავსი დოკუმენტებით „აკაცუკების შეგულიანებით შექმნილ პრობლემას“ ქართული საზოგადოება მარტივად მოერევა.

რაც შეეხება თავად დასკვნას, ზარდიაშვილის თქმით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ევროპული სტრუქტურები, მათ შორის, ეუთოც, გადაგვარებული და მთლიანად დისკრედიტირებულია.

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა. ამ ანგარიშში მოყვანილია არა დადგენილი ფაქტები (ასეთი საერთოდაც არ იკითხება დოკუმენტში) , არამედ მხოლოდ უკიდურესად ტენდენციური ინტერპრეტაციები ავადმყოფური ფანტაზიით გამოგონილი ფაქტების შესახებ.

თავადვე აღნიშნავენ, რომ ფაქტების დამდგენი ეს მისია სულ რაღაც ორი კვირა მუშაობდა და ბუნებრივია, ამ აბსურდულად შეზღუდულ ვადაში რაიმე სერიოზული კვლევა ერთობ სადავო გარემოებათა შესახებ, რაც ამ დოკუმენტში მოყვანილ ე.წ. ფაქტებს უკავშირდება, ყოვლად წარმოუდგენელია. ეს დრო ერთი ფაქტის გადამოწმებასაც კი არ ეყოფოდა იმ რესურსით, რაც ამ მისიას გააჩნდა. უბრალოდ სისულელეა და არც არავინ დაიჯერებს, რომ ეს ე.წ. მისია რაიმე ფაქტობრივ გარემოებათა შესწავლაზე საერთოდაც თუნდაც ერთი წუთითაც მუშაობდა.

იმთავითვე, როგორც კი 2026 წლის 29 იანვარს ეუთოს 23-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ აამოქმედა „მოსკოვის მექანიზმი“, სრულიად ნათელი იყო, რომ ამ ე.წ. მისიას უბრალოდ უნდა დაედასტურებინა წლების განმავლობაში შეთითხნილი ანტიქართული ცრუ დასმენები ვითომცდა საქართველოში ადამიანის უფლებების 'მძიმე დარღვევეის" შესახებ - მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნის, გამოხატვისა და სიტყვის თავიუფლების შეზღდუდვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თვით მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრზალული ქიმიური იარაღის გამოყენების და სხვ. აბსურდული ბრალდებები. აქამდე ჩატარებული არაერთი კვალიფიციური გამოძიების მიერ ეს ბრალდებები სრულად უარყოფილია, როგორც ყოვლად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა დეზინფორმაცია, უმრავლეს შემთხვევებში კი როგორც საღი აზრის საწინააღმდეგო სპეკულაცია.

გაოგნებას იწვევს ამ დოკუმენტის კატეგორიულად მცდარი და მავნე "მიგნებები" თუ დასკვნები; განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ე.წ. რეკომენდაციები, რაც საქართველოს სუვერენიტეტზე უტიფარი თავდასხმის კიდევ ერთი ფუჭი მცდელობაა.
ამაზრზენია პირდაპირი შანტაჟი და მუქარები, რაც ამ დოკუმენტის ნამდვილ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს.

გვემუქრებიან იმის გამო, რომ ვბედავთ და ვიცავთ საკუთარ სახელმწიფოებრიობას და არ ვთმობთ იმ ფუძემდებლურ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“.

ეს დოკუმენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ევროპული სტრუქტურები, მათ შორის, ამ შემთხვევაში - ეუთოც, სერიოზულად გადაგვარებულია, მთლიანად დისკრედიტირებული და ყოვლად ფუჭი. მათ არავითარი პოზიტიური როლი აღარ გააჩნიათ, არავისთვის, გარდა საკუთარი თავისა, ე.ი. ევრობიუროკრატიისა, არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ და ოდენ პრობლემებს წარმოშობენ. ამიტომაც, რაც მალე მოხდება მათი ლიკვიდაცია, მით უკეთესია ევროპელი ერებისთვის.

ცხადია, საუკეთსო გამოსავალი იქნებოდა ასეთი მავნე და საშიში ორგანიზაციებიდან საქართველოს გამოსვლა (როგორც აშშ გამოვიდა ყოვლად უსარგებლო და მავნე მთელი რიგი საერთაშორისო სტრუქტურებიდან), მათთან ურთიერთობების შეწყვეტა, მაგრამ ასეთი მკვეთრი ნაბიჯი გამოიწვევს ესკალაციას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის, ვინაიდან უარესი ვნების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

იძულებულები ვართ ავიტანოთ და დაველოდოთ, როდის ამოჭამს საკუთარ თავს მსგავსი ჭირი. ეს უფრო უსაფრთხოა. ზედმეტი რეაქციაც არ არის საჭირო. დაე, წერონ და ილაპარაკონ, სანამ ნისკარტი გაუცვდებათ. ბევრს ვერაფერს დაგვაკლებენ. მსგავსი დოკუმენტებით აკაცუკების შეგულიანებით შექმნილ პრობლემას კი, როგორც ეს პრაქტიკამ არაერთგზის დაამტკიცა, იოლად მოვერევით.

ასევე: ისინი ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. გვემუქრებიან იმიტომ (მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე გადაცემითაც კი, რაც წრეგადასული თავხედობაა!), რომ თავიანთი საცოდავი აკაცუკები ეგებ დაიცვან. ამაოა მათი ეს მოლოდინიც!“ - წერს დავით ზარდიაშვილი.

ყველა სიახლე

ისრაელ კაცი

14 მარტი 2026, 16:35

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

14 მარტი 2026, 16:34

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

14 მარტი 2026, 16:31

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე ადგილზე სწავლობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე ადგილზე სწავლობენ.

14 მარტი 2026, 16:25

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის ხარკის კუნძულზე მათ 90-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გუშინ ღამე ირანის ხარკის კუნძულზე მიტანილი იერიშის შედეგად 90-ზე მეტი სამხედრო სამიზნე განადგურდა.

14 მარტი 2026, 15:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა. პრემიერი უკვე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად გაეცნო.

სულხან თამაზაშვილი

14 მარტი 2026, 15:57

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

14 მარტი 2026, 15:50

რეგიონი

ზუგდიდის მერი ცაიში-ოქტომბერის დამაკავშირებელ გზაზე, ნაპირდაცვითი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

სამუშაოებ ზუგდიდის მერი გაეცნო. ცაიში-ოქტომბერის დამაკავშირებელ გზაზე, ნაპირდაცვითი გაბიონი 180 მეტრზე ეწყობა. მონაკვეთი დამეწყრილი ზონა იყო და სოფელი ცენტრალურ მაგისტრალს იყო მოწყვეტილი, რის გამოც მოსახელობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა.

დონალდ ტუსკი

14 მარტი 2026, 15:45

მსოფლიო

გამოკითხვის თანახმად, პოლონელების 60%-ზე მეტი დონალდ ტუსკის მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა

კვლევითმა ორგანიზაცია IBRiS-მა პოლონეთში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, პოლონელების უმრავლესობა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

14 მარტი 2026, 15:43

რეგიონი

სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია - გეოლოგები დასკვნის პირველად ვერსიაზე მუშაობენ

სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა, გარკვეულ ტერიტორიებზე მეწყერი პერიოდულად აქტიურდება.

14 მარტი 2026, 15:34

რეგიონი

ირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 15:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ მოქალაქეებს - ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება

გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

14 მარტი 2026, 15:19

მსოფლიო

ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 15:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში რამდენიმე სახელმწიფოა, რომელიც არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე და ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას 100%-ზე

მსოფლიოში არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე და ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და იურისდიქციას 100%-ზე, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 15:07

პოლიტიკა

პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს

არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეუთო-ს ანგარიშს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 15:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2026, 14:52

პოლიტიკა

პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით

საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს GORBI-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ლევან მაჭავარიანი

14 მარტი 2026, 14:39

პოლიტიკა

მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა - ის ჩვენს სამშობლოში ფინანსურ მოგებას არ ნახულობს, მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებული

14 წელია მთელი სანაცეთი გაგიჟებული ცდილობს, რომ რამე ჭორს მაინც მიაგნონ და ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია თავიანთი ბაბლისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამხელა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა, თუმცა უშედეგოდ- წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რითაც ნიკა გვარამიას სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ლეგალურად დაიწყო და წარმატება ჰქონოდა.

14 მარტი 2026, 14:26

მსოფლიო

ამსტერდამში ებრაულ სკოლასთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამისტმა ექსტრემისტებმა აიღეს

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში დღეს დილით ებრაულ სკოლასთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამისტმა ექსტრემისტებმა აიღეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გიორგი გაბუნია

14 მარტი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოგვიდგინეს სრულიად არაადეკვატური და უსამართლო დოკუმენტი. რეალურად აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ

რეალურად აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.