15 მარტი 2026, 09:47 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: განვლილმა წლებმა დაგვანახვეს, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების იდეალად დასახვამ ჩვენც და უკრაინასაც მხოლოდ ქვეყნის დანაწევრება და უბედურება მოგვიტანა

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

განვლილმა წლებმა დაგვანახვეს, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების იდეალად დასახვამ ჩვენც და უკრაინასაც მხოლოდ ქვეყნის დანაწევრება და უბედურება მოგვიტანა, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ხელისუფლება რაციონალური უნდა იყოს, იმისთვის, რომ არ ვიქცეთ სხვების ინსტრუმენტად ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ.

საკითხზე კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ნაციონალიზმი და რაციონალიზმი

ჩვენი ბოლო პოსტი ეძღვნებოდა იმ საკითხის განხილვას, თუ რა უნდა იყოს დღევანდელ გართულებულ საერთაშორისო ვითარებაში საქართველოსთვის ყველაზე მისაღები პოზიციონირება.

პოსტის სათაურიც ასეთი იყო:
„საქართველო - კონფლიქტის მხარე თუ მიუმხრობელი“.

აქ აღარ გავიმეორებთ ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა პოზიციების არგუმენტებს, უბრალოდ, გვინდა ეს თემა უფრო გავშალოთ და განვიხილოთ საკითხი, თუ რამდენად სწორი იყო ის გზა და პოლიტიკური პრეფერენციები, რომელიც საქართველომ აირჩია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გასული 35 წლის განმავლობაში. 70-იან წლების დემოკრატიული დისიდენტური მოძრაობა საქართველოში 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მასობრივი ეროვნული მოძრაობით შეიცვალა, ხოლო მასობრიობის დროს, როგორც წესი, წინა პლანზე გამოდიან რადიკალური ძალები, რაც უფრო მისაღებია აბობოქრებული მასებისთვის. ჩვენთანაც ასე მოხდა და ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი დაიკავა ნაციონალისტურმა მიმართულებამ, რომლის მთავარი მკვებავი საზოგადოებაში ბუნებრივად არსებული ანტირუსული განწყობების მაქსიმალური გაღვივება იყო.
ამ მხრივ ქართველებისთვის მისაბაძი მაგალითი ბალტიის ქვეყნები (ლიტვა-ლატვია-ესტონეთი) იყვნენ, რომლებიც დასავლეთის მიერ ოფიციალურად არც კი იყვნენ აღიარებულნი საბჭოთა კავშირის ნაწილად და ამიტომ დემოკრატიული სამყაროს გამორჩეული მხარდაჭერით სარგებლობდნენ. რადიკალური ანტირუსული განწყობები ჩვენთან უფრო მეტ პოპულარობას ნიშნავდა, მით უმეტეს, ბალტიის ქვეყნების მაგალითზე ყველა ხედავდა, რომ ამ გზას წარმატება მოჰქონდა, რადგან დასავლეთისგან ზურგგამაგრებულებმა პირველებმა სწორედ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან, ასეთი ნაციონალიზმი, სამწუხაროდ ეთნოკონფლიქტებამდე მივიდა.

იმ დროს ჩვენში დასავლეთისადმი მიმდობლობა იყო უკიდეგანო. ამ მიზეზით და დასუსტებული რუსეთისადმი აგდებული დამოკიდებულების გამო წამოვეგეთ ეთნოკონფლიქტების ანკესზე, რასაც ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. ამან ჩვენში კიდევ უფრო გააძლიერა ანტირუსული განწყობები, თუმცა, არ მივაქციეთ ყურადღება იმას, რომ დასავლეთი საერთოდ არ დაგვეხმარა საომარ მოქმედებებში არც მატერიალურად და არც პოლიტიკურად (იქიდან მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებდით). უფრო მეტიც, სოხუმის დაცვის ბოლო პერიოდში დასავლეთის ფავორიტად მიჩნეულ შევარდნაძეს მისი „მეგობრები“ (ბეიკერი, კოლი და სხვები) ტელეფონზეც აღარ პასუხობდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ისტორიული რეგიონების დე-ფაქტო დამოუკიდებლობა ხელს აძლევდა ორივე მხარეს, რუსეთსაც და დასავლეთსაც. რუსეთმა ამით ის სარგებელი ნახა, რომ უკიდურესად ანტირუსულად განწყობილ საქართველოსთან ბუფერად ჩაიყენა უკიდურესად ანტიქართულად და პრორუსულად განწყობილი „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, საიდანაც თითქმის მთლიანად გამოაძევეს ეთნიკური ქართველები. დასავლეთმა კი ანტირუსული განწყობების კიდევ უფრო მეტად გაღვივებით საქართველოში გაიმყარა პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ მომავალი ქმედებებისთვის.

არსებული რეალობის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვთვლიდით, რომ დასავლეთს ჩვენი ბედი ძალიან აღელვებდა და მივისწრაფოდით, რომ ერთადერთი მტრის - რუსეთისაგან დასაცავად როგორმე დასავლეთის ფრთის ქვეშ მოვხვედრილიყავით. ამაში გასაკვირიც არაფერი იყო, რადგან ევროპული ღირებულებები და დემოკრატიული საზოგადოება ქართველებისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ დავკარგეთ პრაგმატიზმი, რაციონალიზმი და გულუბრყვილოდ ჩამოგვიყალიბდა გადაჭარბებული ნდობა დასავლეთისადმი. ჩვენ კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა მათგან, მაგრამ არც კი გაგვიხდია მსჯელობის საგნად ის, თუ რა უნდოდა და რა მოლოდინი ჰქონდა დასავლეთს ჩვენგან. თუ ვინმე ამაზე მსჯელობას წამოიწყებდა, მაშინვე გააჩუმებდნენ - ჩვენგან მათ მხოლოდ დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა უნდათ და მეტი არაფერიო.
მკაფიოდ ჩანდა, რომ მათ მოსწონდათ ჩვენი ანტირუსული ნაციონალიზმი, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდით, იმას რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მათი მხრიდან ქმედითი დახმარების იმედი არ უნდა გვქონოდა.

მხოლოდ დრომ და ისტორიამ დაგვანახვა, რომ თურმე დასავლეთი ხშირ შემთხვევებში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას საკუთარი გავლენის სფეროების გასაფართოებლად და სხვადასხვა ქვეყნებში მათთვის სასურველი მთავრობების ხელისუფლებაში მოსაყვანად იყენებს. მალევე ის სენტენციაც დავინახეთ, რომ მათთვის მხოლოდ სხვისი „ძაღლიშვილებია“ მიუღებელი, თორემ საკუთარ „ძაღლიშვილებს“ (დიქტატორებს) სასათბურე პირობებსაც უქმნიან და კარგადაც მფარველობენ. ჩვენთვის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი სააკაშვილის „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადებაა, რომელიც მათთვის დღესაც უსამართლო „განგრძობად პატიმრობაში“ იმყოფება.

ამიტომაც აღარ გვიკვირს მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტების გამოყენება. მათთვის ზოგ ქვეყანაში პროტესტების მონაწილეთა მიმართ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები (ცალკეულ შემთხვევებში - მკვლელობებიც კი) ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო მათთვის მიუღებელი ხელისუფლების მხრიდან ამის ნახევარი გადაცდომებიც კი დიქტატურად და ანტიდემოკრატიულ რეჟიმად ინათლება. იგივე ეხება სხვადასხვა კანონებს - ერთი ტიპის ქვეყნებისთვის ეს დასაშვები და დემოკრატიულია (მაგალითად, „ფარას“ კანონი, აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვა, ქუჩის ხელოვნურად გადაკეტვა და ა. შ.), სხვა ქვეყნებისთვის კი ეს დიქტატურის მანიშნებელია.

ასევე სრულიად განსხვავებულია შეფასებები საომარი მოქმედებებს დროს რომელიმე მხარის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურებისადმი, რაც ყველა შემთხვევაში ომის დანაშაულად ითვლება, მაგრამ მათი მხრიდან ერთ შემთხვევაში ეს საშინელებად, ბარბაროსობად და არაადამიანურ ქმედებად ფასდება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ისეთ იძულებით და აუცილებელ მოქმედებად, რომელიც შედეგად მოჰყვა ტერორისტული რეჟიმის განადგურების აუცილებლობას, თუნდაც პირველ შემთხვევაში მსხვერპლი ათეულობით იყოს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ასეულობით და ათასობით.
დღეს ევროპაც და ჩვენც დარჩენილები ვართ ადამიანის უფლებების დაცვითი ინსტიტუციების გარეშე, დაახლოებით ისე, როგორც ვიყავით მეორე მსოფლიო ომამდე. დღესაც სუპერ სახელმწიფოები მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხის წინაშე გვაყენებენ, როდესაც მათგან ხდება გაეროს და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების სრული იგნორირება. ასეთ პირობებში ბრიუსელი ან უნდა დაუბრუნდეს ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს და დაიბრუნოს ძველი გავლენა და მნიშვნელობა, ან უნდა დაიშალოს და სახელმწიფოებმა დაიწყონ ფიქრი ახლის შექმნაზე, რომლის ავტორიტეტის პატივისცემასაც ყველა აღიარებს. სხვა შემთხვევაში ევროსტრუქტურები დარჩებიან ანგარიშსწორების გამოსაყენებლად გადაქცეულ უავტორიტეტო ინსტიტუტებად, რომლის ხელში ადამიანის უფლებები და დემოკრატია ფარსად არის გადაქცეული.

განვლილმა წლებმა დაგვანახვეს, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების იდეალად დასახვამ ჩვენც და უკრაინასაც მხოლოდ ქვეყნის დანაწევრება და უბედურება მოგვიტანა. როდესაც სჭირდებათ, დიდი ქვეყნები მშვენივრად თანხმდებიან ერთმანეთთან პატარა ქვეყნების ხარჯზე. ამიტომ რომელიმე მათგანის გაფეტიშებას საბოლოოდ მხოლოდ უკუშედეგი მოაქვს და უნდა გავიგოთ, რომ არ უნდა ვიქცეთ ინსტრუმენტად რომელიმე მათგანის ხელში, ხელისუფლება უნდა იყოს რაციონალური და ჩვენი ნაციონალიზმი (ცუდი გაგებით) არ უნდა გამოვაყენებინოთ არავის სხვების ამოცანების შესასრულებლად და ჩვენი იტერესების საწინააღმდეგოდ“, - წერს კაკაბაძე.

ყველა სიახლე

15 მარტი 2026, 11:29

რეგიონი

ახალციხის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ

ახალციხის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ. სამედიცინო კონსულტაციები მათ, სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა გაუწიეს.

ტაკერ კარლსონი

15 მარტი 2026, 11:27

მსოფლიო

ტაკერ კარლსონი: აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ფიქრობს

„ჩვენ ბირთვულ იარაღზე ვსაუბრობთ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხმამაღლა ამბობს, რომ თუ სიტუაცია დაიძაბება, ჩვენ შეგვიძლია მათ წინააღმდეგ ბირთვული დარტყმა განვახორციელოთ. და კიდევ ერთხელ, ძალიან მცირე მცდელობა იყო იმის დასარწმუნებლად, რომ ეს ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთეთ. ასე რომ, ისინი საკმაოდ პირდაპირ საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება აქ და რა შეიძლება იყოს ფსონები. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. ეს დღის წესრიგშია“, - აცხადებს კარლსონი.

15 მარტი 2026, 11:22

რეგიონი

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია - ვითარება სტიქიის ზონაში

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა.

ტაკერ კარლსონი

15 მარტი 2026, 11:14

მსოფლიო

ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო FARA-ს სავარაუდო გამოძიების ფონზე მის შეტყობინებებს აკონტროლებს

„ომის დროს ქვეყნები უფრო ავტორიტარულები ხდებიან. საკუთარ ქვეყანაში განსხვავებული აზრის მიმართ გაცილებით ნაკლები ტოლერანტობაა. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ აშშ იბრძვის ომებში თავისუფლებისთვის, მაგრამ სწორედ ომის დროს არის აქ თავისუფლება ყველაზე ნაკლები“, - განაცხადა კარლსონმა.

გიორგი სოსიაშვილი

15 მარტი 2026, 11:13

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონგანაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 11:04

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის

უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის, - განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

15 მარტი 2026, 10:53

საზოგადოება

ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია გერმანიაში მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენაში ProWein Dusseldorf მონაწილეობს

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობების, ასევ, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.

15 მარტი 2026, 10:50

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში არტილერიის დღე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა.

15 მარტი 2026, 10:36

მსოფლიო

კუბაზე დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების პრეტენზიები და მოთხოვნები „ლეგიტიმურია“, ხელისუფლება არ დაუშვებს „ძალადობასა და ვანდალიზმს, რომელიც მოქალაქეების სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის“.

15 მარტი 2026, 10:34

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირად ღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.

15 მარტი 2026, 10:30

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „მდმ“, „კლეფედრონი“,„მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „ლიზერგიდი“, „კრატომი“, „კეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

15 მარტი 2026, 10:27

სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი - 1984 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.

15 მარტი 2026, 10:11

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ დღეს რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. ცნობილია „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 10:05

მსოფლიო

ტრამპი: უკანასკნელი ადამიანი, ვისგანაც დახმარება გვჭირდება, ზელენსკია

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმით, რომ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როდესაც პუტინი, თეთრი სახლის ლიდერის აზრით, ამისთვის მზადაა. „გაკვირვებული ვარ, რომ ზელენსკის არ სურს შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის... ზელენსკისთან მოლაპარაკება ბევრად უფრო რთულია“, - განაცხადა ტრამპმა.

15 მარტი 2026, 09:56

სამართალი

პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

15 მარტი 2026, 09:52

მსოფლიო

Wall Street Journal: მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას, ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს - თეირანში შიშობენ, რომ საბოლოოდ დარჩებიან დანგრეულ ქვეყანაში, იმავე ავტოკრატ მმართველებთან, რომლებიც ომამდე მართავდნენ ქვეყანას

„მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას. ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 09:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და აშშ მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს

ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“.

15 მარტი 2026, 09:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 08:35

მსოფლიო

Reuters: დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადებაზე უარი თქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო. ამის თაობაზე Reuters-ი წერს.