დავით ქართველიშვილი: საქართველო, შესაძლოა, დამკვიდრდეს არა მხოლოდ რეგიონულ მიმართულებად, არამედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ ტურისტულ ჰაბად ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ტურიზმის სფეროში პოზიტიურ პერსპექტივებს.
ანალიტიკოსი წერს, რომ გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, საქართველოს აქვს შანსი, იქცეს ტურისტულ ჰაბად:
„ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დინამიკაზე, თურქეთში უსაფრთხოების მდგომარეობასა და საქართველოს შესაძლებლობაზე სწრაფად გააფართოოს ავიამიმოსვლა და სასტუმრო ინფრასტრუქტურა“ - წერს ანალიტიკოსი.
ის ხაზს უსვამს, რომ 2026 წელს რეალისტურია ტურისტული ნაკადის ზრდა 10–15%-ით. ქართველიშვილის სიტყვებით, ტურისტული სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა, შესაძლოა, 5 მილიარდს გადააჭარბოს.
„საქართველოს ტურიზმის სფეროში შესაძლო ხუთკომპონენტიანი პოზიტიური პერსპექტივები, რომელიც გასათვალისწინებელია მიმდინარე სეზონში, მათ შორის იმის თვალსაზრისით, რამდენად მზად ვართ:
პირველი: საქართველოს ტურისტული საფუძველი უკვე შექმნილია. 2025 წელი საქართველოს ტურიზმისთვის რეკორდული აღმოჩნდა: ქვეყანას ეწვია 7,8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი, რომელთაგან დაახლოებით 5,5 მილიონი სწორედ ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. ტურიზმმა ქვეყნის ეკონომიკას მოუტანა 4,3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი, რაც საბოლოოდ ამყარებს საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ მიმართულებას. ამასთან, ინფრასტრუქტურა - საერთაშორისო სასტუმრო ქსელებიდან დაწყებული ავიარეისების გაფართოებით დასრულებული - აქტიურად ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა მზად არის კიდევ უფრო დიდი ტურისტული ნაკადის მისაღებად;
მეორე: გეოპოლიტიკა ტრადიციულად გადაანაწილებს ტურისტულ ნაკადებს.
ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფეროა უსაფრთხოების საკითხების მიმართ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია უკვე იწვევს ჯავშნების გაუქმებას, ავიარეისების მარშრუტების ცვლილებასა და მოგზაურების მიმართ სიფრთხილეს. ასეთ დროს ტურისტები იწყებენ ალტერნატიული მიმართულებების ძიებას, უფრო მშვიდი, უსაფრთხო და ლოჯისტიკურად ხელმისაწვდომი ქვეყნებისა. სწორედ ასეთ მომენტებში კონფლიქტის პირდაპირი ზონის გარეთ მდებარე ქვეყნები იღებენ შანსს, მკვეთრად გაზარდონ თავიანთი წილი საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე;
მესამე: ამ ფონზე, საქართველო ობიექტურ კონკურენტულ უპირატესობას იღებს. თუ ერთდროულად პრობლემები წარმოიშობა ახლო აღმოსავლეთის ნაწილში და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებში, ტურისტული ნაკადი აუცილებლად იწყებს „სტაბილურობის კუნძულების“ ძიებას. ამ კონტექსტში საქართველო ერთ-ერთ იმ იშვიათ მიმართულებად გამოიყურება, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ფაქტორს: შედარებით პოლიტიკურ სტაბილურობას, ევროპასა და აზიას შორის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, განვითარებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და რეგიონში უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს (რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა). გლობალური ტურისტული ნაკადის მხოლოდ რამდენიმე პროცენტის გადანაწილებაც კი საქართველოსთვის შეიძლება ნიშნავდეს ასობით ათასი დამატებითი ვიზიტორის მიღებას;
მეოთხე: თურქეთის ფაქტორი და შესაძლო ეფექტი საქართველოსთვის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთში მიმდინარე პროცესებს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ბაზარს. თუ ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია გამოიწვევს უსაფრთხოების რისკების ზრდას, სარაკეტო ინციდენტებს ან სამხედრო აქტივობის გაძლიერებას რეგიონში, ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს თურქეთის, როგორც სტაბილური ტურისტული მიმართულების აღქმაზე. ასეთ შემთხვევაში ევროპული და ახლოაღმოსავლური ტურისტული ნაკადის ნაწილი შესაძლოა დაიწყოს ალტერნატივების ძიება შავი ზღვის რეგიონში, და საქართველო გახდება ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი ბენეფიციარი ასეთი გადანაწილების პროცესში;
მეხუთე: პროგნოზი 2026 წლის სეზონისთვის. თუ არსებული გეოპოლიტიკური ტენდენციები შენარჩუნდება, სრულიად რეალისტურია ტურისტული ნაკადის ზრდა საქართველოში 10–15%-ით, რაც წლიურ ჭრილში შეიძლება ნიშნავდეს 9–9,5 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დინამიკაზე, თურქეთში უსაფრთხოების მდგომარეობასა და საქართველოს შესაძლებლობაზე სწრაფად გააფართოოს ავიამიმოსვლა და სასტუმრო ინფრასტრუქტურა. თუ ეს ფაქტორები დაემთხვევა, საქართველო შეიძლება დამკვიდრდეს არა მხოლოდ რეგიონულ მიმართულებად, არამედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ ტურისტულ ჰაბად ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. ხოლო ეკონომიკის ამ სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტარი რომ ვერ პოულობს რუკაზე ირანს, რომელიც სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე უკრაინა, ეს არის ტრაგედია და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე დგას
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არ არჩეული ბიუროკრატია და მათ შორის ევროპარლამენტის წევრებიც უბრალოდ ხმას აძლევენ ისეთ საკითხებს, რომლებიც წაკითხული და გააზრებულიც არ აქვთ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეს მტკიცდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
16 მარტი 2026, 14:27
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს
ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა.
16 მარტი 2026, 14:25
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ევროპარლამენტში და ევრობიუროკრატიაში დილეტანტიზმი საკმაოდ ცნობილია, ამიტომაც არის ასეთი მძიმე სიტუაცია ევროპულ პოლიტიკაში
ევროპარლამენტში და ევრობიუროკრატიაში დილეტანტიზმი საკმაოდ ცნობილია, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
16 მარტი 2026, 14:22
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ყულევის პორტთან დაკავშირებით ფიშერის განცხადებაზე: გამოვიდეს და ერთი მტკიცებულება მაინც თქვას, რომ უბრალოდ ნანახი აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ე.წ. ელჩი, რომელიც მთლიანად გასულია დიპლომატიური სტანდარტებიდან
სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ე.წ. ელჩი, რომელიც მთლიანად გასულია დიპლომატიური სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე.
16 მარტი 2026, 14:18
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო
თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
16 მარტი 2026, 14:12
მსოფლიო
ბრიუსელში პოლიციის მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს
აქციაში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქტივისტებმა ბელგიის პოლიციის მხრიდან ძალადობის, მათ შორის არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტები გააპროტესტეს.
16 მარტი 2026, 14:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას, ორ მხარეს როდესაც უსმენ, უნდა ეცადო მაინც, დასკვნაში ორივე მხარე ასახო
შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებსა და იმ შეხვედრებს, რომლებზეც ქალბატონი ექსპერტი იმყოფებოდა, დეტალურად მოისმინოთ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და თავად შეაფასოთ, საერთოდ არის თუ არა რაიმე საერთო დასკვნასა და ამ ინფორმაციას შორის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
16 მარტი 2026, 14:06
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა მასუდ ფეშქეზიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს შეახსენა, რომ პარიზი რეგიონში საკუთარ ინტერესებს და პარტნიორებს იცავს და თეირანის მხრიდან თავდასხმები მიუღებელია. მაკრონის თქმით, უკონტროლო ესკალაციის ფონზე, რეგიონი სრულ ქაოსში აღმოჩნდება.
16 მარტი 2026, 13:58
პოლიტიკა
აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობისა და საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშები განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ორი ანგარიში განიხილა.
16 მარტი 2026, 13:57
მსოფლიო
ისრაელი აცხადებს, რომ გაანადგურა თვითმფრინავი, რომლითაც ალი ხამენეი სარგებლობდა
უწყების განმარტებით, ამ საჰაერო ხომალდით ასევე სარგებლობდნენ ირანის სხვა მაღალჩინოსნები და სამხედრო პერსონალი იარაღის შესყიდვისა და მოკავშირე ქვეყნებთან კოორდინაციის მიზნით.
16 მარტი 2026, 13:55
პოლიტიკა
მეგრელიშვილი ქაცარავას განცხადებაზე: როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს საზოგადოებაში კითხვებს აჩენს
დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა მძიმე შეკითხვები იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარეობდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
16 მარტი 2026, 13:50
ეკონომიკა
„ნიკორას“ დირექტორი: თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ, რადგან ჩვენი პრინციპებით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება - მზად ვართ, ნეტ ფასებით ვიმუშაოთ, რომ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი
„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორით თემურ ალექსანდრია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ საუბრობს.
16 მარტი 2026, 13:31
საზოგადოება
„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას
უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან - მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პირობა, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
16 მარტი 2026, 13:29
პოლიტიკა
„კარფურის" გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი
ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქეშბექი“ - ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: ეს შეიძლება აისახოს უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში, ან ეს არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში და წარმოჩნდება მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად, - განაცხადა კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
16 მარტი 2026, 13:28
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პატრონების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა
დავით ქაცარავას წამოცდენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის ღალატი და უცხოელებისთვის დახმარების ფაქტი. საზოგადოებამ გაიგო, როგორ ხდებოდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიის კოორდინაცია და ვინ იდგა ამ პროცესის უკან, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით.
16 მარტი 2026, 13:27
პოლიტიკა
ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ თავისი ბუნებით არის „ეუთო“-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის უფლებების განზომილების სფეროში, და არა სერვისი იმ ოპოზიციური ქსელებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლას აგებენ
უპირველეს ყოვლისა - მინდა მადლობა გადავუხადო დავით ქაცარავას მისი "ფროიდისეული წამოცდენის" გამო. "ჭუტავიზიის" ეთერში მან განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი წინასწარ შეჰპირდა: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ის მოწმედ უნდა დაეკითხათ, თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მას აღარავინ დაკავშირებია. სწორედ ამიტომ ეს ისტორია "სპონტანური ფაქტების" შეგროვებას ნაკლებად და უფრო წინასწარ აგებულ სქემას წააგავს, სადაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ არქიტექტურას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
16 მარტი 2026, 13:25
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 13:25
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გუმისთის ბრძოლების 33-ე წლისთავთან დაკავშირებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
16 მარტი 2026, 13:24
საზოგადოება
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა
წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
16 მარტი 2026, 13:22
რეგიონი
გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


