პოლიტიკა
16 მარტი 2026, 19:12
პრემიერი: პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება
პრემიერის თქმით, მთავრობას არ სურს დააზარალოს ბიზნესის ინტერესები, ასევე არ სურს ფასების ზრდა, შესაბამისად, მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესებს.
16 მარტი 2026, 19:04
პრემიერი: ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა
ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა, დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
16 მარტი 2026, 19:01
პრემიერი: ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის, როდესაც 14 დღეში, ერთი ექსპერტი წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე
რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს, ჰააგას და ა.შ. ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტში, ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული სიცრუეზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერის თქმით, 14 დღეში, ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე.
16 მარტი 2026, 18:53
პრემიერი: კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში - მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ
კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
16 მარტი 2026, 18:31
პრემიერი: ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე
მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერის თქმით, პირველ რიგში, ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმედ დაეტყო ეს არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს.
16 მარტი 2026, 18:29
ირაკლი კობახიძე: „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან - ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში, შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან
„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
16 მარტი 2026, 18:25
ირაკლი კობახიძე: არ ვაპირებთ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, რადგან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს
არ ვაპირებთ გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში არის საკითხები, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული.
16 მარტი 2026, 18:13
ირაკლი კობახიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება - ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დავით ქაცარავას განცხადების შეფასებისას.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


