16 მარტი 2026, 22:42 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო აქტი, მთავრობის ხაზით გაცემული ნებართვა, თუ ერთ შემთხვევაში მაინც გვაჩვენებენ ფაქტს, მზად ვართ რეაგირებისათვის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე.

„ჩვენი ოპონენტებისთვის რთულია იმის აღიარება, რომ რეალურად ეს ყველაფერი შეიცვალა, დამკვიდრდა სრულიად ახალი პრაქტიკა. როდესაც საუბარია პრივატიზაციის პრაქტიკაზე, რა შუაშია კლანებს შორის ბრძოლა, თეორიულადაც რომ დავუშვათ ასეთი რამ - ჩვენ მარტივი რაღაც გადავწყვიტეთ, რომ როდესაც ხდება სახელმწიფო ქონების გასხვისება, ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურ მოგებას იღებს სახელმწიფო, რადგან ყველაფერი გადის აუქციონზე. დაარქვან ამას კლანებთან ბრძოლა თუ კლანებს შორის ბრძოლა, სისულელეა.

რაც შეეხება მთავრობის აქტების გამჭვირვალობას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა აქტის გამჭვირვალობის თაობაზე. ესეც კლანებს შორის ბრძოლაა თუ რა არის? იგივე როცა საქმე ეხება ნეპოტიზმის პრაქტიკის აღმოფხვრას. ეს 60 მილიონი არაფერ კავშირში არ არის რაიმე შიდა ბრძოლასთან თუ დაპირისპირებასთან. შესაბამისად, 10 კომპონენტიდან ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის ადამიანების გასამართლების წილი კორუფციასთან ბრძოლაში.

ჩვენ რომ გვდომოდა კორუფციული პრაქტიკის შენარჩუნება, არც აუქციონები გაიხსნებოდა, არც მთავრობის აქტები გახდებოდა გამჭვირვალე, არც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ გაიშლებოდა ფართოდ ბრძოლა, არც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, არც ენერგეტიკას შევეხებოდით და გავაგრძელებდით იმ პრაქტიკით მუშაობას, რაც მანამდე იყო დამკვიდრებული.

ერთი პატარა ნაწილია წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ყველაფერი დანარჩენია მთავარი.

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ რაც არის ჩამოყალიბებული იმ პრაქტიკის მიხედვით პასუხისმგებლობას ვიღებთ, იმაზე, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი. პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო აქტი, ნებისმიერი პრივატიზაცია, მთავრობის ხაზით გაცემული ნებართვა და ა.შ. თუ ერთ შემთხვევაში მაინც გვაჩვენებენ კორუფციის ფაქტს, მზად ვართ, იქვე რეაგირებისათვის. ერთი მოიტანონ. იმაზე კი არ ვსაუბრობთ რომ სისტემური უნდა იყოს, ერთი ფაქტი მოიტანონ, როდესაც ქონება გასხვისდა და სახელმწიფომ მიიღო იმაზე ნაკლები შემოსავალი, რაც შეიძლებოდა, რომ მიეღო, ან განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაო, შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება მილიონად და გაკეთდა მილიონ ნახევრად. ნებისმიერი ასეთ ფაქტი მოიტანონ, მზად ვართ რეაგირებისათვის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, არაფერ შუაში არ არის შიდა ბრძოლები, დაპირისპირებები, პრინციპულად შეიცვალა პრაქტიკა.

„ეს მონაცემები, რაზეც ვსაუბრობდი, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული ნება, რადიკალურად შევცვალოთ ამ კუთხით ქვეყანაში ვითარება, რაც იოლი არ არის, ეს მენტალიტეტის საკითხიც არის, მაგრამ სწორედ ასეთი პრაქტიკის დამკვიდრებით, შესაძლებელია შედეგზე გასვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 21:21

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

16 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე

არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.

16 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი

ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.

16 აპრილი 2026, 20:51

პოლიტიკა

საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან

სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.

16 აპრილი 2026, 20:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 20:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

16 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.

16 აპრილი 2026, 20:28

საზოგადოება

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.

16 აპრილი 2026, 20:21

პოლიტიკა

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.

16 აპრილი 2026, 20:19

საზოგადოება

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩაერგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.

16 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.

16 აპრილი 2026, 20:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 19:56

მსოფლიო

ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.

იურაი ბლანარი

16 აპრილი 2026, 19:48

მსოფლიო

სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით.

16 აპრილი 2026, 19:22

საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 19:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

ირაკლი კობახიძე

16 აპრილი 2026, 19:16

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

16 აპრილი 2026, 19:00

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს

კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.