16 მარტი 2026, 22:54 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. ეს არის ადამიანი, რომელიც „ნაცებთან“ ერთად არ ტოვებს შანს, ქვეყანას ზიანი მიაყენოს

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კირცხალია გერმანიის ელჩს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის არ მოქმედებს დიპლომატიური ნორმების შესაბამისად. მისივე თქმით, ელჩის განცხადებები პარტიული და პოლიტიკურად მიკერძოებულია.

„დაველოდოთ, მას სულ რაღაც რამდენიმე თვე დარჩა ამ ქვეყანაში დიპლომატიური მოღვაწეობის. ნამდვილად რთულია ასეთ ადამიანზე და ამ პიროვნებაზე თქვა დიპლომატიური, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა, ყველა ის საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. დავანებოთ თავი ვენის კონვენცია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დახია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. პირობითად გვარამია და პირობითად ფიშერი ერთი რიტორიკით გვესაუბრებიან და ესაუბრებიან ჩვენს ხალხს. ეს არის ადამიანი, რომელიც „ნაცებთან“ ერთად არ ტოვებს შანს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი.

პეტერ ფიშერი ჩვენთვის არ არის გერმანია და როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ელიტის დღევანდელი წარმომადგენელი ჩვენთვის არ არის ევროპა. თუნდაც, ბრიტანეთში დღევანდელი მმართველი ელიტა როგორ არ არის დიდი ბრიტანეთი და მისი ისტორიული კულტურა, დემოკრატიული ფასეულობები და საწყისები, რომელიც ეტალონი იყო მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 15:35

კულტურა

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 სექტემბერი 2026, 15:26

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

08 სექტემბერი 2026, 15:18

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.

08 სექტემბერი 2026, 15:16

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.

თეა წულუკიანი

08 სექტემბერი 2026, 15:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.

ეკა სეფაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონი

08 სექტემბერი 2026, 14:50

მსოფლიო

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.

08 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

The Spectator: უკრაინა ომს აგებს

The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.

იაგო ხვიჩია

08 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.

08 სექტემბერი 2026, 14:33

მსოფლიო

Reuters: გაზსაცავებში მარაგების დაბალი დონის გამო გერმანიას ზამთარში გაზის დეფიციტი ემუქრება

გერმანიის გაზის საცავებში 1 ნოემბრისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მარაგების 77%-მდე შევსებაა შესაძლებელი, თუმცა, უკიდურესად ცივი ზამთრის შემთხვევაში, ეს მოცულობაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და ქვეყანას გაზის დეფიციტი შეექმნას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 14:29

კულტურა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Venice Spotlight რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება

ფესტივალის სექციაში Venice Spotlight 9 სექტემბერს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მაია ომიაძე

08 სექტემბერი 2026, 14:28

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს

ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.

თორნიკე ფაღავა

08 სექტემბერი 2026, 14:28

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ქალბატონი წითლიძე აპირებს საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული სამართლებრივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიამ გაძარცვა ჯერ „რუსთავი 2“, შემდეგ „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქართველი საზოგადოებისთვის ეს ძალიან სასარგებლოა

რადიკალური ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს ლუსტრაცია ქართული დემოკრატიისთვის, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.

08 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში 134-ე სამუშაო შეხვედრა გრძელდება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ.

08 სექტემბერი 2026, 14:25

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე გორის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ადრესატმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო

დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

თენგიზ შარმანაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:17

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „ასავალ-დასავალზე“: რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. არასერიოზული ხალხია

„რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. ეს არის არასერიოზული ხალხი და შეიძლება რაღაც შეკვეთის გამო ან იმის გამო, რომ რაღაც პროპაგანდისტული ნაბიჯი გადადგან, ასეთ რაღაცებს აკეთებენ. მერე, როდესაც მტკიცებულებებზე მიაკითხავენ, ან ისეთ მტკიცებულებას წარმოადგენენ, სადაც თვითონვე ამბობენ: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართალია“, ან თუ პირადად მათ ეხება, ამბობენ: „მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, აი ამისგან გავიგე, აი აქ მითხრეს“, - ამბობს შარმანაშვილი.

08 სექტემბერი 2026, 14:15

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ბატონი ღარიბაშვილი ამ დონემდე დავიდა, რომ მის საქციელს ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილი იწონებს

"მე მგონი, ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს ბატონი ღარიბაშვილის მიერ გადადგმულ უკანასკნელ ნაბიჯებზე. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ, ერთი მხრივ, ამ ადამიანურ ტრაგედიაზე კაპიტალიზებს „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, მეორე მხრივ კი, ამ ადამიანურ ტრაგედიას ირაკლი ღარიბაშვილი იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და იმისთვის, რომ როგორმე თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

08 სექტემბერი 2026, 14:14

პოლიტიკა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებები განიხილა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებებზე იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ გააცნო.