ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.
„რომ ყოფილიყო ეფექტური მუშაობა, ბუნებრივია, ეს ადამიანები უფრო ადრე იქნებოდნენ დაკავებული და დაპატიმრებული. თუმცა, ამ შემთხვევაში წინ უნდა გავიხედოთ. რაღაც ეტაპზე არ იყო ეფექტური შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, მიზეზი კორუფცია იყო თუ სხვა რამე იყო, ამას ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება ეფექტურობას, აქ იყო სერიოზული ჩავარდნა. თუმცა, აქაც წინ ვიხედებით. ისევე, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევაში, მიგრაციაც ხშირად გვიხსენებია. 10 წლის განმავლობაში რამდენიც იყო გაძევებული არალეგალი მიგრანტი, იმდენი არასრულ ერთ წელიწადში გააძევა შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. ორგანიზებული დანაშაული - აქაც იყო სერიოზული პრობლემები თბილისში, თუმცა არა მარტო. აქაც გადამჭრელი ზომები მიიღო შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. რაღაც ეტაპზე იყო სერიოზული ჩავარდნები, თუმცა ეს ყველაფერი გამოვასწორეთ შსს-ს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად და მთავარი ეს არის. ავიღოთ ნებისმიერი თემა, ქოლცენტრი იქნება, ნარკოტიკული დანაშაული თუ ნებისმიერი სხვა თემა, კონკრეტული ფაქტები გვითხარით. რაც შეეხება კონკრეტულ ქოლცენტრს, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ დანაშაულთან, რა თქმა უნდა, ეს ქოლცენტრი არ არსებობს. ჩვენი ღიაობა ამით არის გამოხატული - გვითხარით ერთი კონკრეტული ფაქტი და მერე ვნახოთ, გვექნება თუ არა ამ ფაქტზე რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, სასამართლოს მიმართ ნდობა იზომება სოციოლოგიური კვლევებით და ამ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 50%-ზე მეტი ენდობა საქართველოში სასამართლოს.
„მოიტანეთ ნებისმიერი სასამართლოს საქმე, სადაც გაქვთ კითხვები სამართლიანობასთან დაკავშირებით, ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. როცა ეს მთელი კამპანიები წამოიწყეს კლანთან დაკავშირებით და ა.შ. მაშინაც ვეუბნებოდით. დარწმუნებული ვარ, პრობლემური საქმეები რა თქმა უნდა, იქნება სასამართლოში, მაგრამ როდესაც ბრალს გვიყენებენ პოლიტიკურად სასამართლოსთან დაკავშირებით, უსამართლობასთან დაკავშირებით, მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, ზეპირად კი ნუ გველაპარაკებით, როგორც აქ მიდის საუბარი, რომ რაღაც ყალბი ბრძოლაა და ა.შ. კონკრეტული საქმეები მოგვიტანეთ, სადაც ფიქრობთ, რომ არასამართლიანად გადაწყდა დავა. ნული საქმე. ამას ხედავს საზოგადოება და ამიტომ არის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა, მიუხედავად ამხელა შტურმისა, მიუხედავად ამხელა შეტევისა, არის 50%-ზე მაღალი. ეს არის მთავარი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ - მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. თუ არა და საზოგადოება დაინახავს, რამდენად მართალია ის პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
11 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. LIVE
ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
11 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ
უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
11 აპრილი 2026, 14:01
მსოფლიო
Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას
აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:00
რეგიონი
ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
11 აპრილი 2026, 13:18
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.
11 აპრილი 2026, 13:10
საზოგადოება
14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
11 აპრილი 2026, 13:01
მსოფლიო
კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 12:32
საზოგადოება
ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
11 აპრილი 2026, 12:27
მსოფლიო
ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.
11 აპრილი 2026, 12:15
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
11 აპრილი 2026, 12:03
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.
11 აპრილი 2026, 11:56
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.
11 აპრილი 2026, 11:45
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
11 აპრილი 2026, 11:39
მსოფლიო
ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 11:19
საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11 აპრილი 2026, 11:10
საზოგადოება
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
11 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
NASA-ს მთვარის მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis II-ის მისიის კოსმონავტები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ და მთვარეს შემოუარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. ინფორმაციას NASA ავრცელებს
11 აპრილი 2026, 10:24
მსოფლიო
ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს
ამერიკული დელეგაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.


