დავით ქართველიშვილი: ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების „შემდეგი სადგური“ დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
მისი თქმით, ევროპამ ფაქტობრივად აღიარა, რომ გამჭვირვალობის კანონში არსებული ინსტრუმენტების გარეშე, თანამედროვე პოლიტიკა ვერ იმართება.
ქართველიშვილის განცხადებით, რაც დასაშვებია პარიზისთვის, ან პრაღისთვის, გამოცხადებული „წითელი ხაზია“ თბილისისთვის.
„ჩეხეთი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ლიბერალური ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი სამაგალითოდ მიჩნეული ქვეყანა - დღეს ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, შედის იმ სახელმწიფოების რიგში, რომლებიც სისტემურად, საკანონმდებლო დონეზე ამკაცრებენ უცხოური გავლენის კონტროლს. სწორედ ჩეხეთში მზადდება "კანონი უცხოურ კავშირებთან დაკავშირებული სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს ფინანსური წყაროების სავალდებულო გამჟღავნებას, საჯარო რეესტრის შექმნას და რაც მთავარია, მკაცრ სანქციებს. საუბარია ჯარიმებზე 15 მილიონ ჩეხურ კრონამდე ან ორგანიზაციის წლიური ბრუნვის 10%-მდე, ასევე საქმიანობის ფაქტობრივ შეზღუდვაზე დარღვევის შემთხვევაში.
ეს უკვე აღარ არის თეორიული დისკუსია გამჭვირვალობაზე, ეს არის ზეწოლის კონკრეტული არქიტექტურა, სადაც ფინანსური რისკი პოლიტიკური დისციპლინის ინსტრუმენტად იქცევა.
მაგრამ ჩეხეთი ამაშიც კი არაა "ევროპული პიონერი", ის უბრალოდ მიჰყვება უკვე ჩამოყალიბებულ და აპრობირებულ ტენდენციას. საფრანგეთმა უკვე დანერგა "უცხოური გავლენის რეესტრი"; უნგრეთი - დიდი ხანია ტესტავს მსგავს მექანიზმებს; სლოვაკეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა, იმავე მიმართულებით მოძრაობენ. განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია: სადღაც ამას „გამჭვირვალობას“ ეძახიან, სხვაგან - „ლობიზმის რეგულირებას“, მაგრამ არსი უცვლელია, სავალდებულო რეგისტრაცია, კონტროლი, სანქციები.
ევროპამ, უცხოური გავლენის სკანდალების ფონზე, ფაქტობრივად აღიარა: ასეთი ინსტრუმენტების გარეშე თანამედროვე პოლიტიკა ვერ იმართება.
ამ ფონზე საქართველოს ისტორია გამონაკლისად კი არა, არამედ უხერხულ სარკედ გამოიყურება. ფაქტობრივად ამ ევროპული და ამერიკული კანონის მიღებისთანავე, ჩაირთო ჩვენზე უპრეცედენტო ზეწოლის მექანიზმები: ულტიმატუმები, სანქციების მუქარა, ევროინტეგრაციის შეფერხება. ამასთან, არგუმენტაცია დიდი ხანია აღარ ტრიალებს კანონის შინაარსის, არამედ მის პრინციპული მიუღებლობის გარშემო. და ეს იმ ფონზე, როცა მსგავსი ნორმები ევროკავშირის ქვეყნებში უკვე მოქმედებს ან მზადდება მისაღებად.
ჩნდება აშკარა დისბალანსი: რაც დასაშვებია პარიზისთვის ან პრაღისთვის, გამოცხადებულია „წითელ ხაზად“ თბილისისთვის. მკაცრი დასკვნა თავისთავად იკვეთება: საქმე დიდი ხანია აღარ ეხება არც ღირებულებებს და არც სამართლებრივ სტანდარტებს. ევროპა თავად აყალიბებს უცხოური გავლენისგან დაცვის სისტემას და ამავე დროს იტოვებს უფლებას, განსაზღვროს ვის აქვს ასეთი დაცვის უფლება და ვის არა. ამ ლოგიკაში „უცხოური აგენტების“ კანონი სამართლებრივი ინსტრუმენტიდან გეოპოლიტიკურ მარკერად გარდაიქმნება: საკითხი აღარ არის რა მიიღე, არამედ, ვინ ხარ და რა ადგილი გეკუთვნის იერარქიაში.
და კიდევ...ჩეხეთში ამ კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების "შემდეგი სადგური" დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
19 მარტი 2026, 13:53
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას „დრუჟბას“ აღდგენამდე მხარს არ დაუჭერს
„უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მას შემდეგ, რაც მივიღებთ ჩვენს ნავთობს, რომელსაც უკრაინა ბლოკავს. ჩვენ ველოდებით ნავთობს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ზღაპარია. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ფაქტების გვჯერა. ნავთობი უნდა შემოვიდეს უნგრეთში... მანამდე ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს პროუკრაინულ ვერცერთ წინადადებას“, - განაცხადა ორბანმა.
19 მარტი 2026, 13:47
მსოფლიო
NBC News: აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ამერიკული ტელეარხი NBC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
19 მარტი 2026, 13:44
საზოგადოება
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გადაიხადეს
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში გუშინ ყოვლადსაყვარელი და მარადსახსენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გადაიხადეს. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქია ავრცელებს.
19 მარტი 2026, 13:38
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ეგვიპტეში ელექტროენერგიის დაზოგვა დაიწყეს
„ჩვენ უნდა დავიწყოთ საწვავისა და ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის შეზღუდვა“, - განაცხადა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა მადბულიმ. მისი თქმით, ზომებს 1 თვეში გადახედავენ და „თუ ღმერთი ინებებს და კრიზისი დასრულდება“, მათ გააუქმებენ.
19 მარტი 2026, 13:33
საზოგადოება
ჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
19 მარტი 2026, 13:10
მსოფლიო
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ომი ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალბუსაიდის განცხადებით, ირანში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა.
19 მარტი 2026, 13:00
საზოგადოება
კვიპროსის ეკლესია პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და ხალხს სამძიმარს უცხადებს
კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს დაძმობილებული საქართველოს ეკლესიის ტკივილს მისი უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - აღნიშნულია კვიპროსის ეკლესიის სამძიმრის ტექსტში.
19 მარტი 2026, 13:00
საზოგადოება
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჟა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას
საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. ამის თაობაზე ვკითხულობთ ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 მარტი 2026, 12:29
მსოფლიო
The Washington Post: პენტაგონი ირანში ომის გასაგრძელებლად დამატებით 200 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს
პენტაგონმა თეთრ სახლს მიმართა თხოვნით ნება დართოს აშშ-ის კონგრესს სთხოვოს 200 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყოს ირანში საომარი კამპანიის გასაგრძელებლად. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
19 მარტი 2026, 12:19
მსოფლიო
კატარში ნავთობისა და გაზის კომპანიაზე დარტყმების შემდეგ, ევროპაში გაზი 35%-ით გაძვირდა
მანამდე ირანის ხელისუფლებამ განაცხადა სამხრეთ პარსის (South Pars) გაზის საბადოზე თავდასხმის შესახებ. ამის შემდეგ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ დაიმუქრა, რომ დარტყმებს განახორციელებდა ნავთობისა და გაზის ობიექტებზე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც.
19 მარტი 2026, 12:08
მსოფლიო
კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია
რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში, 17-18 თებერვალს გაიმართა. მოსალოდნელი იყო, რომ მხარეები ერთმანეთს მარტის დასაწყისში, აბუ-დაბიში შეხვდებოდნენ, თუმცა 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რამაც სპარსეთის ყურის ქვეყნებიც მოიცვა.
19 მარტი 2026, 11:54
პოლიტიკა
საგარეო უწყება განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს.
19 მარტი 2026, 11:50
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ამერიკის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს.
19 მარტი 2026, 11:38
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი
BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ მიმდინარეობდა BBC-ის წინააღმდეგ მისი სასამართლო პროცესი.
19 მარტი 2026, 11:30
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს დაამატებს. განრიგი დეტალურად
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
საჰიბა გაფაროვა პაპუაშვილს: ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.
19 მარტი 2026, 10:47
პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს
„სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი“, - ნათქვამია წერილში.
19 მარტი 2026, 10:39
მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
19 მარტი 2026, 10:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს.


