ნანა კაკაბაძე: უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და უგულავები და ძმანი მისნი სპეცოპერაციას ატარებენ, რისი მიზანიც ეკლესიაში და მის გარშემო გაერთიანებულ ერში შფოთის, განხეთილების შემოტანაა - ეშმაკი ყოფს, ხოლო უფალი აერთიანებს
ნანა კაკაბაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი (უგულავები და ძმანი მისნი) უკვე სპეცოპერაციას ატარებენ, რისი მიზანიც ეკლესიაში და მის გარშემო გაერთიანებულ ერში შფოთის, განხეთილებისა და დაპირისპირების შემოტანაა, - ასე ახმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
„ეშმაკი ყოფს, ხოლო უფალი აერთიანებს
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქართველი ერის სიყვარულსა და მის მიმართ დამოკიდებულებას გვაჩვენებს ის უწყვეტი და უკიდეგანო ზღვა ხალხი, რომელიც მთელი თბილისის სივრცეებზეა გადაჭიმული და ბოლო არ უჩანს.
ამან აფიქრებინა და ბევრს ათქმევინა კიდეც, პატრიარქის გარდაცვალებამ ერი გააერთიანაო.
მართლაც, აშკარაა, რომ ერის აბსოლუტური უმრავლესობა გაერთიანებულია პატრიარქის სიყვარულში, თუმცა, მეორე მხარეს, ამ საკითხის საპირისპიროთაც უცბად გაერთიანდა (ერის ღალატს მიჩვეული) ერის აბსოლუტური უმცირესობა და დღესაც, ისევე როგორც ყოველ დროს, უკვე მერამდენედ, ერთიანი ძალით შემოუტიეს ერს და ეკლესიას.
ერთის მხრივ, პატრიარქის მიმართ მთელი ერის მხრიდან გამოხატული გულწრფელი გრძნობების დანახვით გამწარებულები და გულდათუთქულები ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიიდან მოთქვამდნენ, პატრიარქისგან კულტი შექმნეს, რაც არაქრისტიანულია, ეს წარმართობააო.
პატრიარქის ნეშთთან, გამოთხოვებისთვის, საათობით რიგში მდგარ მოქალაქეებს წარმართები, ანუ ჩამორჩენილი, გონებაშეზღუდული მასა უწოდეს.
მეორეს მხრივ ავაზაკობაში დაუზარელმა და სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელმა გიგი უგულავამ, უსამშობლოების კლასტერის პოზიცია გულწრფელად გამოხატა შემდეგი სიტყვებით:
„საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ.
რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლთან გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.
შესაბამისად, თუ სწირავს ბართლომე, მას არ დაესწრებიან რუსები. მეტიც ჩვენი ძვირფასი იერარქების ნაწილი თურმე იმუქრება პატრიარქ ბართლომესთან არ ვწირავთო.
ანუ კირილის ვირეშმაკობას, რუსის ნაცვლად, ბელარუსი იერარქი რომ გამოგვიგზავნა, წყალობად ვიღებთ, ხოლო მსოფლიო პატრიარქს უარს ვეუბნებით „თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს“ კვირის წირვაზე დაემშვიდობოს?! და ამას თურმე ვხსნით იმით, რომ ბართლომე წირვაზე დიდ ჩამონათვალში უკრაინის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს ეპიფანეს მოიხსენიებს?!”
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება და ის ილია მეორის წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.
იბადება ლეგიტიმური კითხვა კი მაგრამ, წირვას რატომ უნდა გაძღოლოდა ბართოლომეოსი?
გასაგებია, რომ ის სხვა იერარქ სტუმრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს წირვაში, მაგრამ წირვას გაუძღვება და წირვაში მონაწილეობას მიიღებს ორი სხვადასხვა მოცემულობაა.
თუმცა, პოლიტიკაში და თეოლოგიაში “განსწავლულმა” უგულავამ ეს ვითომ “აღმოჩენა” იმიტომ წაუმძღვარა შესავლის სახით თავის პოსტს, რომ შემდეგი ორღობის ჭორის საფუძვლად და დასაბუთებად გამოიყენოს. აი, ისიც:
“მეგობრებო, ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა.
უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას არ ანახებენ ხალხს, მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო. უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი უკვე სპეცოპერაციას ატარებენ”.
ამ ჭორების მტკიცებით ფორმაში გადმოცემით უგულავამ უკვე გვაუწყა, რომ შიო მუჯირი მეუფე კი არ არის, არამედ ეგზარქოსია (ანუ რუსეთის ხელდასმულია) და რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა.
თურმე ეს “ფაქტობრივად გაძევებული” მეუფე შიო პატრიარქმა მაინც მოსაყდრედ დატოვა, ხოლო ჩვენი პატრიარქი, თურმე მსოფლიო პატრიარქს ყველაზე მეტად გამოარჩევდა როგორც იერარქთა შორის, ისე პირად ურთიერთობაში, როგორც „თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს“-ო.
ამავე ზღაპრიდან, თურმე რაღაც 15 სეიფიც ყოფილა, სადაც პატრიარქს ანდერძი დაუტოვებია და ეს ჩვენი “რუსეთუმე” მეუფეები მალავენ და არ აჩენენ.
მოკლედ, ამით გავიგეთ ის, რომ გიგი უგულავა, რომელიც ილია მეორესაც "რუსეთუმეს" ეძახდა (იმიტომ რომ არ აღიარებდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას) საქართველოს აბსოლუტური უმცირესობის სახელით საყვედურობს ჩვენს მეუფეებს, რატომ არ წარმოაჩენთ მსოფლიო იერარქებს შორის პირველ იერარქად მსოფლიო პატრიარქს, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარაო.
სწორედ ამაზე ითქმის, უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი (უგულავები და ძმანი მისნი) უკვე სპეცოპერაციას ატარებენ, რისი მიზანიც ეკლესიაში და მის გარშემო გაერთიანებულ ერში შფოთის, განხეთილებისა და დაპირისპირების შემოტანაა.
არც გვიკვირს, რადგან ვიცით, რომ ეშმაკი ყოფს, ხოლო უფალი აერთიანებს", წერს ნანა კაკაბაძე..
ყველა სიახლე
21 მარტი 2026, 11:08
საზოგადოება
დღეს და ხვალ, 12:00 საათზე, მთელ ქვეყანაში, ტაძრებში გლოვის ზარებს დარეკავენ
საქართველო კათოლიკოს პატრიარქს გლოვობს, მეოთხე დღეა ხალხის უსასრულო ნაკადია სამების ტაძარში, ტაძრის ეზოში და მიმდებარედ.
21 მარტი 2026, 10:51
მსოფლიო
აშშ-მა ირანულ ნავთობს დროებით სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმადაც, ირანულ ნავთობს 19 აპრილამდე სანქციები ეხსნება.
21 მარტი 2026, 09:58
საზოგადოება
პაატა სალია: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება. ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი
პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
21 მარტი 2026, 09:45
მსოფლიო
უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე აშშ-ში ჩავიდა
უკრაინული დელეგაცია ომის დასრულების საკითხებზე ამერიკულ მხარესთან სამსჯელოდ მაიამიში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
21 მარტი 2026, 09:15
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუსმა ოკუპანტებმა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევა გააძლიერეს
რუსი ოკუპანტები უკრაინის ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე გააქტიურდნენ, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ.
21 მარტი 2026, 08:30
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანთან მოლაპარაკებების გამართვა სურს, თუმცა ირანის ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი.
21 მარტი 2026, 08:03
პოლიტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მირი რეგევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
21 მარტი 2026, 00:47
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.
21 მარტი 2026, 00:41
საზოგადოება
ზაზა პაპუაშვილი: პატრიარქის დანატოვარი და მემკვიდრეობა ისეთია, რომ „რა გვეშველებას“ თქმა უადგილოა
„თემა, პატრიარქის გასვლა, რაღაც ისეთ მნიშვნელობას იძენს, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით. ამას ყველაფერს ნუგეშითა და იმედით ვუყურებთ. რადგან ძირითადი კონსტრუქცია აშენებულია, ეპოქალურ კაცზე ვლაპარაკობთ, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული: ეკლესია, შენობა, მისი ნათლულები, შვიდგზის ლოცვა და ავტოკეფალია ხომ გვირგვინი. თაობები გაზარდა: მოძღვრები, მღვდელმთავრები, მამობრივი სიყვარული აქვთ ყველას“.
21 მარტი 2026, 00:35
საზოგადოება
გიორგი გაბუნია: აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებენ, ეუბნებიან, „ვიზიარებ“ და „გისამძიმრებ“. მსგავსი რამ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში არასდროს ყოფილა
ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ მომენტში მთელი ქვეყანა არის გზაში. მანქანების კოლონები ყველა კუთხიდან დაძრულია. მოდიან, არ ჩერდება ადამიანთა ნაკადები, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქის პანაშვიდზე საუბრისას.
21 მარტი 2026, 00:10
მსოფლიო
ტრამპი ირანთან ომზე: ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვეთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-მა ირანთან ომში გაიმარჯვა.
21 მარტი 2026, 00:02
საზოგადოება
თეონა ცირამუა: პატრიარქის თითოეული ნაბიჯი იყო სიბრძნესთან, უჩვეულო სიმშვიდესთან დაკავშირებული - მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ
„ის იყო ძალიან ზეადამიანური. ადამიანმა იმას მიაღწიოს, რომ ყველაფერს სიმშვიდით და სიბრძნით უპასუხოს, ეს არის დიდი მაგალითი. მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ. სიკვდილის შემდეგაც რა ამბავი დაატრიალა და როგორ გააერთიანა მთელი ერი. მგონია, რომ ამ სიკვდილითაც ჩვენი უწმინდესი ძალიან ბევრ გადატეხვას მოახდენს ერში და ბერში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინ სიკვდილი დგას, მაინც იმედიანად ვუყურებ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა თეონა ცირამუამ,.
20 მარტი 2026, 23:53
საზოგადოება
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
20 მარტი 2026, 23:28
საზოგადოება
გოგა ხაინდრავა: არ ვიცი ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს, ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან
ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს, - ასე აფასებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეების უწყვეტ ნაკადს. როგორც ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, პატრიარქი იყო ღვთის კაცი.
20 მარტი 2026, 23:25
საზოგადოება
სერგო ვარდოსანიძე: პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი - ყველა პატრიარქის სულისკვეთება და განწყობა თითქოს, მასში გადმოვიდა და იგი თავის თავში აერთიანებდა
პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი და ასე შემდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ვარდოსანიძემ.
20 მარტი 2026, 23:07
საზოგადოება
საპატრიარქო: სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
20 მარტი 2026, 23:02
საზოგადოება
ნინო სურგულაძე პატრიარქზე: ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს
პატრიარქის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ის სურვილია, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთიანები და ერთმანეთი გვყვარებოდა. ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა, მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ.
20 მარტი 2026, 22:50
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო. უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და ქართველი ხალხის მიმართ.
20 მარტი 2026, 22:39
საზოგადოება
ავთო არაბული: ახლა იწყება პატრიარქის მოღვაწეობის მეორე ეტაპი
„ეს აღმავლობა იმის იმედს მაძლევს, რომ ეკლესიაშიც, სარწმუნოებასა და საზოგადოებაშიც, ის რაც ვერ შევუსრულეთ სულიერ მამას, ახლა უნდა შევძლოთ, რომ კონსოლიდაცია, ის სიყვარული, რომელსაც გვიქადაგებდა, ეს ავაღორძინოთ და მგონია, რომ ეს იქნება ახალი გზა საქართველოს გამთლიანებისა და გაბრწყინების“, - აღნიშნა არაბულმა.


