21 მარტი 2026, 14:13 / სანდო წყარო

პრემიერი: საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით - ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს — გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში.

ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით — ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც თავისთავად ურთულესი ამოცანაა.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 15:20

მსოფლიო

ორბანი: ჩეხმა ხალხმა თავისი არჩევანი დაგვანახა, მათ ფანჯრიდან მოისროლეს ბრიუსელის ცისარტყელას კოალიცია. ჩეხეთს კვლავ საღი აზრი მართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლის ჩეხეთში გასული წლის ოქტომბერში გამართული არჩევნები გაიხსენა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში პრემიერ ანდრეი ბაბიშის მთავრობა მოვიდა.

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

21 მარტი 2026, 15:10

საზოგადოება

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე: მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია

იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მალე ეკლესია პატრიარქს წმინდანად შერაცხავს.

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპი

21 მარტი 2026, 14:58

მსოფლიო

ორბანი: დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დასავლეთის სამყარო უკეთეს ადგილად იქცა. გაქრა გენდერული პროპაგანდა და „ვოუქიზმი“. ქრისტიანობა სიამაყით დაბრუნდა როგორც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი და მამოძრავებელი ძალა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების საკითხს შეეხო.

21 მარტი 2026, 14:53

საზოგადოება

პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში

პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აიგო. პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული აფხაზეთიდან დევნილები, ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრები.

21 მარტი 2026, 14:46

რეგიონი

ალავერდში, წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

დონალდ ტრამპი

21 მარტი 2026, 14:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უნგრეთთან ურთიერთობაზე: ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვის დროს უნგრეთთან ურთიერთობებს შეეხო.

ვარლამ ლიპარტელიანი

21 მარტი 2026, 14:27

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძრისკენ მსვლელობას აწყობენ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძრისკენ მსვლელობას აწყობენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთაც სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

ერმუხამეტ კონუსპაევი

21 მარტი 2026, 14:27

მსოფლიო

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სამძიმრის წიგნში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ერმუხამეტ კონუსპაევმა ჩანაწერი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამეტ კონუსპაევმა.

ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 14:22

პოლიტიკა

ვიქროტ ორბანი: ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - ის ახერხებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი. საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერია

მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 14:17

მსოფლიო

ტრამპმა ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა - „პრემიერ-მინისტრი ძლიერი ლიდერია, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაიცვა საზღვრები, მემკვიდრეობა, სუვერენიტეტი, ფასეულობები“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.

21 მარტი 2026, 14:14

საზოგადოება

პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან - ხალხის ნაკადი ავლაბრის მოედნიდან სამების აღმართამდე კიდევ უფრო მატულობს. ვიდეო

პატრიარქისთვის პატივის მისაგებად და მასთან გამოსამშვიდობებლად ხალხის უპრეცედენტო რაოდენობაა. ავლაბრის მოედნიდან სამების აღმართამდე ხალხის ნაკადი კიდევ უფრო იმატებს, მოქალაქეები რეგიონებიდან არიან ჩამოსული. მის ღვაწლზე ყველაზე მეტად ვიდეო კადრები მეტყველებს.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას - საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან

ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:07

პოლიტიკა

პრემიერი: რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, იდენტობის დაცვა

საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს - ადამიანთა სიცოცხლეს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:00

პოლიტიკა

პრემიერი: სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო

ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით, სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია.

21 მარტი 2026, 13:56

საზოგადოება

საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაკედონია-თრაკიის საკითხებში, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაკედონია-თრაკიის საკითხებში, კონსტანტინოს გიულეკასმა.

21 მარტი 2026, 13:55

მსოფლიო

ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირებმა საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს

მონასტრის წინამძღვრის, მამა ვინჩენციუს სახელით მათ ჩანაწერი გააკეთეს და პანაშვიდი გადაიხადეს მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად.

 იანის ლოვერდოსი

21 მარტი 2026, 13:50

საზოგადოება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იანის ლოვერდოსმა ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 20 მარტს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ლოვერდოსი ეწვია. მინისტრის მოადგილემ საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

21 მარტი 2026, 13:46

საზოგადოება

ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა

მისმა აღმატებულებამ, ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთა ჩანაწერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.