24 მარტი 2026, 16:11 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოსული ხალხი იყო დასტური იმისა, რომ ეს ქვეყანა არასდროს დამარცხდება

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

გასული კვირა ერთის მხრივ დიდი ტრაგედიის კვირა იყო, ჩვენ დაგვტოვა ჩვენმა პატრიარქმა და მეორეს მხრივ იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ სწორად განვლილი ცხოვრების გზა რამხელა შედეგს იძლევა და როგორ აფასებს ამას ქართული საზოგადოება, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გააკეთა.

მან ქართველ ხალხს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ პატრიარქის ბოლო გზაზე გასაცილებლად მისული ზღვა ხალხი იყო ნათელი მაგალითი სიყვარულზე სიყვარულით პასუხისა.

„უწმინდესის და უნეტარესის განვლილმა ცხოვრების გზამ დაგვიტოვა სიყვარულის ძალიან დიდი მაგალითი. ეს იყო მაგალითი იმისა, რომ თუ გვექნება ერთმანეთის მიმართ სიყვარული და სამშობლოს მიმართ ისეთი სიყვარული, როგორი მაგალითიც მან მოგვცა, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოსული ხალხი იყო დასტური იმისა, რომ ეს ქვეყანა არასდროს დამარცხდება, ყოველთვის ექნება თავისი ფესვი და ყოველთვის ეყოლება თავისი მორალური ავტორიტეტი. უწმინდესის ლოცვა გაგრძელდება მის სულიერ შვილებში, მის ნათლულებში და დარწმუნებული ვარ, იქიდანაც ილოცებს ჩვენთვის“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

24 მარტი 2026, 17:22

საზოგადოება

საქართველოს მელიორაცია: ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, საირიგაციო წყლის მიწოდების საფასური გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლებისთვის შემდეგი სქემით დასუბსიდირდება: პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.50 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102 ლარს. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ - ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 349,6458, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში - 306,03 ლარით, - ინფორმაციას შპს საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

24 მარტი 2026, 17:14

მსოფლიო

მედია: ირანში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით 466 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 მარტი 2026, 17:13

სპორტი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის ბოლო მატჩს ნაკრების მაისურით ივნისში, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

თენგიზ შარმანაშვილი

24 მარტი 2026, 17:09

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს - არა?,- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

ლეილა კოლომიკოვი

24 მარტი 2026, 17:07

საზოგადოება

ლეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი

ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

24 მარტი 2026, 17:02

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ვიდრე განაჩენი დადგებოდა, ხოშტარიას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ'არკად წარმოგვიდგინა, როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა

ვიდრე განაჩენი დადგებოდა, მას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ’არკად წარმოგვიდგინა, რომ ამას უკანონო ხელისუფლებისგან არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, ამას და იმას ვიზამო, თვითდაპატიმრების პირველი ეტაპი მაშინ გამოავლინა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

კახაბერ ლაბუჩიძე

24 მარტი 2026, 16:58

პოლიტიკა

კახაბერ ლაბუჩიძე: სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი ერთიანობითა და პროფესიონალიზმით მუშაობა ქვეყნის სიძლიერის დასტურია

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტი, რომლითაც მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა - პატრიარქის გასვენების ცერემონიის ორგანიზება - უზრუნველყვეს. ასეთი მასშტაბის ღონისძიება მოითხოვდა უზადო კოორდინაციასა და თითოეული დეტალის მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმვას“, - აღნიშნა ლაბუჩიძემ.

გიორგი ვოლსკი

24 მარტი 2026, 16:58

პოლიტიკა

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას თუ მისი იდეის გამზიარებელ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელსაც მხარს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი უჭერს

სამწუხაროა, როცა ოთხი შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და თავის დანაშაულს არათუ უარყოფს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუ ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ქეთევან ჭავჭანიძე

24 მარტი 2026, 16:58

საზოგადოება

ქეთევან ჭავჭანიძე: უფალმა შეგვაძლებინოს ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვიწოდებდა ჩვენი პატრიარქი - რწმენით და სიყვარულით

თბილისის საკრებულოს წევრმა ქეთევან ჭავჭანიძემ საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო უდიდესი მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალებით როგორც ჩვენი დედაეკლესიისათვის, ასევე მთელი ერისთვის ერთი ეპოქა დასრულდა.

შალვა სუთიაშვილი

24 მარტი 2026, 16:51

საზოგადოება

შალვა სუთიაშვილი: არაერთხელ მომისმენია პატრიარქის ქადაგება და თხოვნა ემიგრანტებისადმი, რომ საბოლოოდ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის შესახებ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, პატრიარქის დიდი სურვილი იყო ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.

ზაქარია წიკლაური

24 მარტი 2026, 16:50

საზოგადოება

ზაქარია წიკლაური: პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი - იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი

პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი - იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი. როცა ქვეყანა უღმერთობისა და შიშის ჩრდილში იყო გახვეული, როცა რწმენა დევნილი იყო და ეკლესიის კარი - ნახევრად დახშული, ზუსტად მაშინ აიღო მისმა უწმინდესობა ჯვარი და წაიყვანა ერი სიბნელიდან სინათლისკენ, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა, გააკეთა.

24 მარტი 2026, 16:47

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკის - „Oppenheimer“ -ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის - „Oppenheimer“-ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერ მაქს ლემის.

მარიამ გრიგოლიშვილი

24 მარტი 2026, 16:24

საზოგადოება

მარიამ გრიგოლიშვილი: დღეს ჩვენი ერთიანობა არის ის ძალა, რომელიც ინახავს ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობას

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა მარიამ გრიგოლიშვილმა საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს გამოუცხადა სამძიმარი სულიერი მამის გარდაცვალების გამო.

კონსტანტინე ზარნაძე

24 მარტი 2026, 16:18

პოლიტიკა

კონსტანტინე ზარნაძე: პატრიარქის გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ საკუთარი მოსაზრება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, გამოთქვა. როგორც მან განაცხადა, ამ დიდმა ტკივილმა გააერთიანა საქართველო.

24 მარტი 2026, 16:13

სამართალი

საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრისა და სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით (რომელიც თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი), უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს, ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიგლა თამაზაშვილი

24 მარტი 2026, 16:11

საზოგადოება

გიგლა თამაზაშვილი: მორწყვის პერიოდს ფერმერები თავად აირჩევენ, ხოლო სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დროულად გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას, სისტემის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

ლევან მოსეშვილი

24 მარტი 2026, 16:09

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს სექტორის განვითარებას

2 ივლისიდან, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კიოლნიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ახალი მიმართულებით რეისებo კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოსა და გერმანიას შორის პირდაპირ საჰაერო კავშირებს.

ზურაბ აბაშიძე

24 მარტი 2026, 16:08

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ. ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე

ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.

24 მარტი 2026, 16:07

პოლიტიკა

პარლამენტის ბიურომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

„ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების სულიერი მამა. ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენ ამ დღეებში ხილულად ვნახეთ - ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი. ერი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართ და ერთი ადამიანის გავლით არის ერთმანეთთან დაკავშირებული.