27 მარტი 2026, 12:54 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლისღვრისთვის, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.

პაატა მანჯგალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მანჯგალაძე სხვა ორგანიზატორებთან ერთად სცენაზე იდგა და აცხადებდა, რომ ხელისუფლება გადაიბარეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის შეფასებას, რომ მანჯგალაძისთვის წარდგენილი ბრალი მტკიცებულებებს არ ემყარება, იმედგამაცრუებელი უწოდა.

„პაატა მანჯგალაძე, ისევე, როგორც სხვა ორგანიზატორები, თავისუფლების მოედანზე სცენაზე იდგა, და მათ განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება, პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციას თუ სხვა ძალოვან უწყებებს. გასაგებია, რომ ასეთ კლოუნებს არავინ დაუჯერებს, მაგრამ 7 000 ათასი ჰყავდათ იქ შეკრებილი და პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა პრევენციულადაც იმოქმედეს, იმ მომენტშიც დროული რეაქცია იყო, სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო სათანადო სიმაღლეზე. ნახეთ, რომ ხელჩართული ბრძოლა მოუწიათ ბიჭებს, რომლებიც იცავდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას იმისთვის, რომ არ დამდგარიყო ნეპალი, რომელსაც გვიანონსებდნენ, თითოეული ეს ადამიანი აანონსებდა სისხლისღვრას საქართველოში და შეგახსენებთ, ამას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა. ასე რომ ჩვენ გადავრჩით 1990-იან წლებში დაბრუნებას. ბატონ სახალხო დამცველსაც, დარწმუნებული ვარ, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ახსოვს, რაც იყო 1990-იანი წლები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან დამხობის წარმატების შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარებაზეც ისაუბრა.

„აბა, წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი, პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა ახლა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის ან რომელიმე სხვა სავარძელში ძალიან კომფორტულად, შეირგებდა თუ არა თანამდებობას და იქნებოდა თუ არა გადანაწილება? როდესაც მიდიხარ ასეთ ნაბიჯზე, უნდა შეეგუო პასუხისმგებლობას. სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლისღვრისთვის, წაიყვანეს სისხლისღვრაზე, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი.

ყველა ძალიან კარგად ვხედავდით სცენაზე გამოჭიმულ ხალხს. პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა მოიყვანეს იქ ხალხი ნეპალის მოსაწყობად, 7 ათასი ადამიანი შეკრიბეს ნეპალის მოსაწყობად. იმ 7 ათასს რა ვუთხარი, იქ რომ მივიდნენ, რომ საქართველოში სისხლის დაეღვარათ. ჩვენ გვყავს 7 ათასი ადამიანი - ექიმი, ვექილი, ინჟინერი, სტუდენტი, პროფესორი, ვინც იქ მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა. დაანონსებული იყო ნეპალი და მივიდნენ ნეპალის მოსაწყობად. პაატა მანჯგალაძემ და მსგავსმა ორგანიზატორებმა მიიყვანეს ეს ხალხი იქ, შემდეგ მოუწოდეს, „დავიწყოთ ამ სქემის აღსრულება, წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთ“. დაძრეს ეს ხალხი პრეზიდენტის სასახლისკენ, თვითონვე ჩამოვიდნენ და გაჰყვნენ ამ ხალხს პრეზიდენტის სასახლისკენ და მოხდა კიდეც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.

ზოგიერთებს ამ პასუხისმგებლობის აღების შნო თუ არ აქვთ, მაშინ ამ ნაბიჯზეც არ უნდა წავიდნენ, ხოლო თუ ამ ნაბიჯზე წავიდნენ, მაშინ კეთილი ინებონ და პასუხისგებაც მიიღონ. ზრდასრული ადამიანები არიან, ყველამ იცის, რას ნიშნავს ნეპალი, ყველამ იცის, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ამისთვის გაგვწირეს, მოითხოვეს იქ ხალხის დაპატიმრება, დასჯა, დახვრეტა, ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რომ არ გამოუვიდათ, ახლა წუწუნებენ.

თორემ, აბა, წარმატებული ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი გვერდზე რომ იდგა ლამის თავისი შტანდარტიანად - ხომ გახსოვთ ეს კადრები, თქვენი გადაღებულია, ელოდა, რა მოხდებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩაიშალა სისხლიანი გადატრიალება, გაიპარა ისიც და მანჯგალაძეც, და სახლში იჯდა. ჯერ ხალხი მიიყვანა, ხალხი გაწირა ამ ყველაფრისთვის და წავიდა და სახლში იმალებოდა შემდეგ, ვნახეთ, რომ მურთაზ ზოდელავა ეულად აიყვანა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან. აბა, ყოფილიყო წარმატებული, თუ არ შევიდოდა სალომე ზურაბიშვილი თავისი შტანდარტიანად იმ შენობაში, თუ არ ჩასხდებოდნენ შესაბამის სახელისუფლებო სავარძლებში, ვნახავდით. და ვნახავდით ზოგიერთ უცხოელს, რომელიც მივიდოდა მათთან ერთად და დაიწყებდა ამ ყველაფრის ლეგიტიმაციის მცდელობას.

აი, ეს იყო - 4 ოქტომბერს ევროკავშირის მხარდაჭერით აქ აწყობდნენ ხელისუფლების დამხობას და არ გამოუვიდათ. იმიტომ არიან გატრუნულები. ვინმესგან - ევროკავშირის ან რომელიმე ელჩისგან, გუშინ რომ კიდევ ერთხელ დაიწყეს ექსტრემიზმის მხარდაჭერა, ამ ძალადობის დაგმობის ერთი სიტყვა გაგიგონიათ? - არა. რატომ? - იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რაც დააშავეს ქართველი ხალხის წინაშე, ძალიან კარგად იციან, რომ ლამის სისხლისღვრაში შეიყვანეს ეს ქვეყანა. ასე რომ, არაფრის მიმართ თვალის დახუჭვა არ იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა მანჯგალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამას სასამართლო დაადგენს.

„გასაგებია, რომ მე არ მომვარდა და არ მახრჩობდა პირდაპირ, მაგრამ მოუწოდა, რომ უნდა დავეპატიმრებინე. სასამართლო იმართება, ბრალი წაყენებული აქვს, რა წონის არის მისი პასუხისმგებლობა, რაში მიუძღვის ბრალი და რაში არა, ამას ყველაფერს დაადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავისი სამართლიანობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:53

მსოფლიო

რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში „ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე“.

გლებ სმოლკინი დიანა დევისი

27 მარტი 2026, 21:38

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა სანქცირებული რუსი კანონმდებლების აშშ-ში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს „წინასწარ იყო დაგეგმილი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:32

მსოფლიო

რუბიო: აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:24

მსოფლიო

„ეს ტყუილია. არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასეთ რაღაცებს“ - რუბიომ უარყო ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კატეგორიულად უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 მარტი 2026, 21:18

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

27 მარტი 2026, 21:10

მსოფლიო

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

27 მარტი 2026, 21:08

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას

სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

27 მარტი 2026, 20:49

ეკონომიკა

პირდაპირი ფრენა თბილისსა და კოპენჰაგენს შორის - საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 15 აგვისტოდან კი, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ახალი მიმართულების დამატება სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს დაკავშირებადობას გაზრდის.

27 მარტი 2026, 20:47

სამართალი

საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებისთვის 9 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხის მითვისება - გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მონაწილეებმა, პროკურატურის ინფორმაციით, 4 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.

27 მარტი 2026, 20:39

სამართალი

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება- საქმე ამჯერად, სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ გზავნილებს ეხება. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.

27 მარტი 2026, 20:27

პოლიტიკა

250 დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენელი - 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, მყარი ფინანსური სექტორი და მდგრადი საბანკო სისტემა - პარამეტრები და რეალობა, რაც საქართველოს საინვესტიციო და ფინანსურ მიმზიდველობას ზრდის. თბილისმა საერთაშორისო საბანკო კონფერენციას უმასპინძლა.

27 მარტი 2026, 20:23

საზოგადოება

ორგანიზებული კამპანია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ - პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ და გაფრთხილება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რწმენა და ეკლესია- ბრძოლა ქვეყნის მთავარ საყრდენთან, რომელიც წლებია მიმდინარეობს. პატრიარქის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა ის საფრთხე, რასაც უწმინდესი ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ ხედავდა.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 20:05

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ ირანის ომმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაფერხოს

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილება, რომ უკრაინისთვის აშშ-ის შეიარაღების მიწოდება მომდევნო თვეებში შესაძლოა შეფერხდეს, რადგან პენტაგონი პრიორიტეტს მათ ირანის ომში გამოყენებას ანიჭებს, - წერს გამოცემა POLITICO.

პროკურატურა ღამით

27 მარტი 2026, 20:01

სამართალი

პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

კეშ პატელი

27 მარტი 2026, 19:52

მსოფლიო

CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს

ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კეშ პატელის პირად ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მოიპოვეს და მისი ანგარიშიდან აღებული მასალები - მათ შორის ფოტოები და დოკუმენტები - გამოაქვეყნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 მარტი 2026, 19:18

საზოგადოება

საქართველოს ეკლესია ისევ გლოვობს - მრევლისთვის სიონის საპატრიარქო ტაძარი კვლავ შეკრების მთავარი ადგილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თუ როდის შედგება სინოდის სხდომა, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ იმოქმედებენ ყველა წესის დაცვით და ღირსეულად, ისე, როგორც ილია მეორე იმსახურებს.

27 მარტი 2026, 19:17

მსოფლიო

Reuters: აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა

აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკულ დაზვერვასთან დაახლოებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 მარტი 2026, 19:12

რეგიონი

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს - კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

„შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომის ადგილზე. ცნობისთვის, ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები იკრიბებიან მაღაროს გვირაბში სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასაჯდომად, რათა მაღაროს ზედაპირზე ამოვიდნენ“.

ზურაბ ვაჭარაძე

27 მარტი 2026, 19:06

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე: ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის, ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს

ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის წესები და პროცედურები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს პროცესის სრული გამჭვირვალობა, 2026 წლის 1 მაისამდე შემუშავდება კანონქვემდებარე აქტის სახით. ახალი რეგულაციის მიზანია, ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფა და ამით, გრძელვადიან პერსპექტივაში, მევენახეებისა და ღვინის კერძო ინდუსტრიის მხარდაჭერა, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ.