28 მარტი 2026, 20:53 / სანდო წყარო

ლევან აბაშიძე: როდესაც შესაბამისი კანონები გააუქმეს, დასავლეთი მეორე უკიდურესობაში გადავიდა, როცა შეიძლება, ბავშვმა თვითონ შეიცვალოს სქესი, ეს ნამდვილად გადახრაა. ამას მხოლოდ მე და თქვენ კი არ ვამბობთ, არამედ ამერიკის ადმინისტრაციაც

ლევან აბაშიძე

ლევან აბაშიძე

საერთო ჯამში ეს კანონი [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] იმდენად ხისტია, რომ ფაქტობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს. განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” თეოლოგმა და ფიზიკოსმა ლევან აბაშიძემ.

მისივე თქმით, კანონით მორალს ვერ გააკონტროლებ.

“დასავლეთი მივიდა იმ დასკვნამდე რომ არ შეიძლება ამ ხალხის (ლგბტ) დასჯა. როდესაც შესაბამისი კანონები გააუქმეს დასავლეთი მეორე უკიდურესობაში გადავიდა, როცა შეიძლება, რომ ბავშვმა თვითონ შეიცვალოს სქესი, ეს ნამდვილად გადახრაა. ამას მხოლოდ მე კი არ ვამბობ და თქვენ (“ქართული ოცნება”) კი არ ამბობთ, ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საღ აზრსო”, - განაცხადა აბაშიძემ.

თეოლოგს მიაჩნია, რომ კანონი საჭიროა საზოგადოების უკიდურესი გადახრებისგან დასაცავად, თუმცა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სხვა უკიდურესობისკენ გადახრაც არის.

“მე მაგალითს მოვიყვან, რაზეც კანონი უბრალოდ დუმს, საერთოდ არაფერს ამბობს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. არსებობს ასეთი ცნება, რასაც ჰქვია ინტერსექსი, არსებობს დარღვევა, როდესაც ადამიანი იბადება და ის არც მთალად კაცია და არც ქალია, დარღვევაა ხალხო გაიგეთ, ორმოცამდე დარღვეაა ასეთი. თქვენ, რომ წერთ კანონში, რომ ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობით სქესის ადამიანი, რას ეუბნებით თქვენ ამ ადამიანებს ? ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება”, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 22:29

პოლიტიკა

იონათამიშვილი: აშშ-ს პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდა ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა

„აშშ-ს პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდა ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

28 მარტი 2026, 22:18

რეგიონი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა აქციას - „დედამიწის საათი“

„დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

28 მარტი 2026, 22:17

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 22:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

უკვე 2 წელია, რაც ეს კანონი [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] მივიღეთ და ის სტერეოტიპი, რომ ეს კანონი თითქოს ვინმეს დასჯაზეა, ვინმეს უფლების შეზღუდვაზეა ეს არის მტკნარი სიცრუე. ამ 2 წლის მანძილზე ერთ ადამიანს ვერ დამისახელებთ ვისი უფლებაც შელახულა, ვისაც გაუსაჩივრებია, მაგრამ პრევენციის მიმართულებით ამ კანონმა უკვე ეფექტური შედეგები გამოიღო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, პრობლემა საფრთხის შემცველი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა

28 მარტი 2026, 21:52

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“.

28 მარტი 2026, 21:49

პოლიტიკა

პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის საათს“ შეუერთდა

საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის საათს“ წელსაც შეუერთდა.

28 მარტი 2026, 21:47

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით გლობალურ კამპანიას - „დედამიწის საათი“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“.

28 მარტი 2026, 21:42

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: მუნიციპალიტეტებში იქმნება რეალურად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შედეგებს ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის რიგით მერვე ეროვნულ კონფერენციას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც მოხდა წარმატებული მუნიციპალური პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება.

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 21:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „იუნისეფის“ კვლევით ბავშვთა სიღარიბე თუ 2012 წელს 30%-ს შეადგენდა, ახლა მათივე კვლევაში არის 12%-ამდე - ხელისუფლების ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა სიღარიბის საბოლოოდ დამარცხებაა

„იუნისეფის“ კვლევით ბავშვთა სიღარიბე თუ 2012 წელს შეადგენდა 30%-ს, ახლა მათივე კვლევაში არის 12%-ამდე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც არაზუსტია და დაახლოებით 9% -ია დღეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

არჩილ გამზარდია

28 მარტი 2026, 21:38

პოლიტიკა

არჩილ გამზარდია: ჩვენ თუ პოპულარიზაციის რისკებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ოსკარ უაილდი, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაილკი, ფრედი მერკური ყველა უნდა ავკრძალოთ

ჩვენ თუ პოპულარიზაციის რისკებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ოსკარ უაილდი, რომელიც შემოქმედებაში ძალიან პირობითად უდგება ძალიან ბევრ რამეს, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაილკი, ფრედი მერკური ყველა უნდა ავკრძალოთ, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორმა არჩილ გამზარდია. გამზარდია “ქართულ ოცნებას” ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 21:36

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპონენტს: თქვენ ბრძანებდით, რომ გაჩნდა ადამიანების არმია, რომლებიც ქვეყნიდან პოლიტიკური მიზეზიდან გამომდინარე გარბიანო. თუ არმიაში, მაგალითად გიორგი გახარიას გულისხმობთ, რომელიც სხვა ქვეყნის სტიპენდიატი გახდა, კი ბატონო

„თქვენ ბრძანებდით, რომ არმია გაჩნდა, რომლებიც პოლიტიკური მიზეზიდან გამომდინარე გარბიანო. თქვენ თუ არმიაში, მაგალითად გიორგი გახარიას გულისხმობთ, რომელიც სხვა ქვეყნის სტიპენდიატი გახდა, კი ბატონო, ერთკაციანი არმია შეიძლება იყოს“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტის პასუხად.

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

გორდულაძე მეშახტეებზე: ხელშემწყობი ღონისძიებები რომ არ იყოს, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, არც ტყიბულში, არც ჭიათურაში, არც ზესტაფონში ასეთი საწარმოები არ იარსებებს

ის ხელშემწყობი ღონისძიებები რომ არ იყოს, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, არც ტყიბულში, არც ჭიათურაში, არც ზესტაფონში, არც რუსთავში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ ასეთი საწარმოები არ იარსებებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მეშახტეებთან დაკავშირებით ოპონენტის პასუხად.

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 21:20

პოლიტიკა

იონათამიშვილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე: არცერთ კანონს არ ჰქონდა ისეთი ფართო კონსენსუსი საზოგადოების, როგორც ამ კანონს - ზუსტად ეს იყო იმ ვალდებულებების განხორციელება, რაც მაშინ საზოგადოებამ დაგვიწესა

2024 წლის 17 მაისს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ისინი ითხოვდნენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრლუწლოვანთა კანონის დაწერას და ინიცირებას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

თამარ ცხადაძე

28 მარტი 2026, 21:16

საზოგადოება

თამარ ცხადაძე: ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, ოჯახური ღირებულება რა არის, ჩემი გაგებით, ოჯახური ღირებულებების დაცვა, იქნებოდა ოჯახების დაცვა

ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია ოჯახური ღირებულება რა არის, მე ვიცი რა არის ოჯახი და რატომ არის ოჯახი ღირებულება, მაგრამ ის, რაც იქნებოდა ჩემი გაგებით ოჯახური ღირებულებების დაცვა, იქნებოდა ოჯახების დაცვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” ფილოსოფიის პროფესორმა, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელმა თამარ ცხადაძემ. მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი არაფერ შუაშია ოჯახთან და ახალგაზრდობის დაცვასთან. ცხადაძეს მიაჩნია, რომ ეს კანონი იყო “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული, წინასაარჩევნო ხრიკი.

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 21:02

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კანონი კრძალავს ამას, როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, Drag queen შედის საბავშვო ბაღში. კანონი კრძალავს ამას, როდესაც ბავშვებთან ერთად ზეიმობს მის განსხვავებულობას

„კანონი კრძალავს ამას, როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, Drag queen შედის საბავშვო ბაღში. კანონი კრძალავს ამას, როდესაც ბავშვებთან ერთად ზეიმობს მის განსხვავებულობას“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონზე საუბრისას, ოპონენტების პასუხად.

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 20:49

პოლიტიკა

გორდულაძე: როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდის ინიცირებით საქართველოს პარლამენტი იღებს შესაბამის ცვლილებებს კანონებში და ქმნის ახალ კანონებს, აქ მთავარი პრინციპი არის ადამიანის უფლებების დაცვა

„რაც შეეხება, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი [მზია ამაღლობელი] და ეს თუ გმირობაა, მაშინ გამეცით პასუხი {მიმართავს არჩილ გამზარდიას] რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 20:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას

მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 20:38

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს

ერთი საკითხიც კი არ იყო, რომელიც შესაძლებელია, რაიმე შემხებლობაში მაინც ყოფილიყო დღევანდელი დებატების საკითხთან, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის არჩილ გამზარდიას სიტყვით გამოსვლა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

არჩილ გორდულაძე

28 მარტი 2026, 20:23

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.