დავით ქართველიშვილი: პოლონეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. ტუსკმა კი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებებს ევროკავშირის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპელი ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მოკლებულია საღ აზრს და მაგალითად მოიყვანა ენერგოპოლიტიკა და მიგრაციის პოლიტიკა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საღ აზრს. ევროპის გაძლიერების ნაცვლად, ისინი ასუსტებენ მას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში. დასტურად კი მოიყვანა ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უგულებელყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“ - წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, პრეზიდენტი მზადაა, წავიდეს პუტინთან მოლაპარაკებაზე. ქართველიშვილის შეფასებით, ტუსკის სიტყვები, რომ არსებობს პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე, უკრაინის ომის გამო რეალურია.
„ქვეყნის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, ისაუბრა პოლონეთის 20 წლიან ისტორიაზე, როგორც ევროკავშირის წევრობისა და იმის მზარდ ცნობიერებაზე, თუ როგორ ასუსტებს გაერთიანების პოლიტიკა ევროპული სიძლიერის საფუძვლებს. ამ განცხადების ფონზე, როგორი საინტერესო იქნებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის მოსაზრებასთან გაცნობა. იმედია, ჩვენი ჟურნალისტები ქართულ საზოგადოებას ამ სიამოვნებას არ მოაკლებენ.
„ჩვენ 20 წელია ევროკავშირის ნაწილი ვართ და ახლა მას სასწრაფო დახმარება სჭირდება. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი სიძლიერის საფუძვლების შესუსტების რისკს ქმნის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საღ აზრს. ევროპის გაძლიერების ნაცვლად, ისინი ასუსტებენ მას“, - განაცხადა მან RMF FM რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში.
დასტურად, პოლონეთის ლიდერმა მოიყვანა ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, უგულებელყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, მან ახსენა მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც ვერ იცავს ევროკავშირის საზღვრებს ან სოციალურ ერთიანობას.
„ეს არის იდეოლოგიური პროექტები, რომლებიც გვაშორებს ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძვლად მყოფი ღირებულებებისგან, მათი გაძლიერების ნაცვლად. მე მჯერა, რომ ევროპა და ამერიკა ძლიერები არიან, როდესაც პატივს სცემენ თავიანთ ქვეყნებს“, - თქვა ნავროცკიმ. მან ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. ტუსკმა პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა. პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე უკრაინის გამო რეალობად იქცა“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
29 მარტი 2026, 18:45
სპორტი
0 : 2 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში სხვაობა გაზარდა
0 : 2 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში სხვაობა ორ ქულამდე გიორგი მიქაუტაძის დუბლით გაზარდა.
29 მარტი 2026, 18:34
სპორტი
0 : 1 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვას ნაკრებთან დაწინაურდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა – 1:0.
29 მარტი 2026, 17:55
პოლიტიკა
კახა ძაგანია: ყოველგვარ კანონიერ, ეთიკურ, დიპლომატიურ ზღვარს სცდება, როდესაც საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ოფიციალურ დოკუმენტებში ჟარგონით მოიხსენებენ - არ ვცნობ, ასეთ საერთაშორისო სტრუქტურებს
პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ევროსაბჭოს ლიდერების მცდელობას უსუსურს უწოდებს, რომ კონგრესის გამოყენებით საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენოს.
29 მარტი 2026, 17:40
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა
მხარს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნეიტრალური სტატუსი უალტერნატივოა ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ლიდერებმა ქუთაისის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქუთაისი, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობაში. ამიტომ, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
29 მარტი 2026, 17:34
საზოგადოება
მეუფე საბა: ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ან თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი
პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით ვინ ცხენით და დადის და ვინ მანქანით, არ ხდება იმ შედარებით ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით, - განაცხადა ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ქადაგებისას.
29 მარტი 2026, 17:30
საზოგადოება
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ახალი პატრიარქის არჩევაზე: ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს
ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა,- აღნიშნა აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქადაგებისას.
29 მარტი 2026, 17:25
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მზარდი ეკონომიკური დინამიკა, რომელზეც საუბრობს ირაკლი კობახიძე, არა „თვითშეფასება“, არამედ საერთაშორისო ექსპერტული ცენტრების მიერ დადასტურებული სურათია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ეკონომიკურ დინამიკას და წერს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების - „მსოფლიო ბანკისა“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება.
29 მარტი 2026, 17:22
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება
ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რადიკალების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმის შემთხვევების შეფასებისას.
29 მარტი 2026, 17:14
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო
ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
29 მარტი 2026, 17:10
სპორტი
კაუნასში საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს მართავს. ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვაში, დარიაუს ირ გირენოს სტადიონზე ლიეტუვის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.
29 მარტი 2026, 16:43
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა
ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.
29 მარტი 2026, 14:50
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ
ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
29 მარტი 2026, 14:48
პოლიტიკა
მათიკაშვილი ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაზე: თავი ვერ შეიკავეს შეურაცხყოფისგან, რაც მოედინებოდა, ეკლესიის, პირადად გარდაცვლილი პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიმართ - ქართული საზოგადოების ერთობა მათთვის მიუღებელია
„ის ადამიანი, რომელიც პატრიარქმა თავის დროზე აირჩია, როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ასევე მიუღებელია, რადგანაც არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ მეუფე შიო სწორედ ამ ხაზს გააგრძელებს საპატრიარქოში - ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ღირებულებების პატივისცემის, სულიერების ამაღლების. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც აქვთ რადიკალებს და მათ დამფინანსებლებს ქვეყნის ფარგლებს გარედან“, - აცხადებს მათიკაშვილი.
29 მარტი 2026, 14:46
საზოგადოება
მეუფე იაკობი: დღეს მთავარია, სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა ავირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ერთი საქმე ვაკეთოთ, ერთსულოვნებით
ახლა ბევრი ვნებათაღელვაა. ქრისტიანმა ადამიანმა რომ დაიწყოს - ეს აირჩიეთ, ის აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ქრისტესგან დაშორებულია. მე ვიცი, ვინც უნდა ავირჩიო. განა არ ვიცი? დღეს მთავარია, სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა ავირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ერთი საქმე ვაკეთოთ, ერთსულოვნებით. ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და უწმინდესმა რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე გვაქვს მისაყვანი“, - განაცხადა მეუფემ.
29 მარტი 2026, 14:41
საზოგადოება
მამა გიორგი ვაშალომიძე: სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი,დღევანდელი დღის ჩათვლით
სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით,- განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, სასულიერო აკადემიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.
29 მარტი 2026, 14:32
საზოგადოება
მეუფე დიმიტრი პატრიარქზე: ის იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა
„ვხედავდი ამდენ აცრემლებულ, ატირებულ, მგლოვიარე ადამიანს და საოცარი გრძნობა მეგულებოდა - გრძნობა იმისა, რომ ის, ვისაც განიცდი, ვისაც მთელი ცხოვრება თვლიდი შენი ოჯახის წევრად, ის მარტო შენი არ ყოფილა. ის არის უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც და ეს იყო უდიდესი სიხარულნარევი გლოვა, უდიდესი განცდა ამ ადამიანისა, რომელმაც მთელი ცხოვრება, როგორც კი თვალი გავახილე, ამ ადამიანს ვუყურებდი. მთელი ცხოვრება ეს იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა“, - განაცხადა მეუფემ.
29 მარტი 2026, 14:31
საზოგადოება
დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე
ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე,- განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.
29 მარტი 2026, 14:21
მსოფლიო
მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რამდენიმე მალაიზიურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტის გადასვლის ნებართვა მიიღო
მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჰასანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ადრე ჩარჩენილ რამდენიმე მალაიზიურ ნავთობტანკერს გადასვლის ნებართვა მიეცა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებართვის მიღების მიუხედავად, დაძაბული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით გემები შესაბამის სატრანზიტო ვადებს უნდა დაელოდონ.
29 მარტი 2026, 14:15
მსოფლიო
პოლონეთი და ესტონეთი დრონების გადამჭერ უპილოტო საფრენ აპარატებს დაამზადებენ
პოლონეთი ესტონეთთან ერთად „შაჰედის“ ტიპის დრონების წინააღმდეგ იაფფასიანი გადამჭერი უპილოტო საფრენი აპარატების დამზადებას იწყებს. მინი-რაკეტების „მარკ 1“ მოქმედების არეალი 2 კილომეტრამდე, სიმაღლე კი 1,5 კილომეტრამდე იქნება.


