დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი შეფასებით, აღნიშნული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არა იმდენად შინაარსით, არამედ ფორმატით, რაც, მისი თქმით, მიუთითებს, რომ საქართველო კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ დღის წესრიგში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო საკითხებს, თუმცა განცხადებები თავშეკავებული და პრაგმატული იყო.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარი სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც კონტაქტის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ფორმალური შინაარსი. ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის გაწელილი პაუზისა და პოლიტიკური გაგრილების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის პირდაპირი დიალოგის ფაქტი უკვე აღარ არის მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი - ეს არის სიგნალი, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ დღის წესრიგში და არ არის გამოტანილი მისი აქტუალური ინტერესების ფარგლებს გარეთ.
შინაარსობრივად, საუბარი შეეხო მთავარ ბლოკებს ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო დღის წესრიგს. დიახ, სახელმწიფო დეპარტამენტის ფორმულირებები იყო თავშეკავებული და ნეიტრალური ხმამაღალი განცხადებების, დაპირებებისა და დემონსტრაციული პოლიტიკური ჟესტების გარეშე. მაგრამ სწორედ ეს არის პრაგმატიზმის მაჩვენებელი: არ არის ბრალდებები, არ არის ზეწოლა, არ არის საჯარო კონფრონტაცია. დიპლომატიაში ეს ნიშნავს ერთს მხარეები შეგნებულად ტოვებენ სივრცეს შემდგომი დიალოგისთვის და არ კეტავენ შესაძლო დაახლოების არც ერთ სცენარს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საუბარში ხაზი გაესვა საქართველოს როლს, როგორც რეგიონულ პარტნიორს. ეს არ არის უბრალოდ რიტორიკა - ეს არის მარკერი. სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ტურბულენტობის, ენერგეტიკული მარშრუტებისა და ლოჯისტიკური დერეფნების ფონზე საქართველოს მნიშვნელობა ობიექტურად იზრდება და ვაშინგტონი ამას აფიქსირებს. შესაბამისად, მიუხედავად წარსულში გამოთქმული მკვეთრი შეფასებებისა და კრიტიკისა, აშშ არ არის მზად დაკარგოს თბილისი, როგორც რეგიონული არქიტექტურის ელემენტი. სწორედ ამიტომ შედგა ეს კონტაქტი - ზედმეტი ხმაურის გარეშე, მაგრამ უმაღლეს დონეზე.
ამასთან, კონკრეტული შეთანხმებების არქონა არ უნდა გახდეს მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველი. ეს არც სისუსტეა და არც ჩავარდნა 0 ეს არის ეტაპი. საუბარი არ არის საბოლოო გადაწყვეტილებებზე, არამედ კომუნიკაციის არხის აღდგენაზე. იმ პირობებში, როდესაც ადრე ჟღერდა მკვეთრი ფორმულირებები ქართული ხელმძღვანელობის მიმართ, პირდაპირ დიალოგზე გადასვლის ფაქტი უკვე ტონალობის ცვლილებას ნიშნავს. დიდი პოლიტიკა ემოციებით არ მუშაობს - ის მუშაობს ნდობის ეტაპობრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენით.
სწორედ ამიტომ ამ საუბრის შეფასება უნდა იყოს მკაცრი და რეალისტური: ეს არ არის გარღვევა, მაგრამ არც სიცარიელე. ეს არის ფრთხილი, თუმცა პრინციპული დაფიქსირება - საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს. ხოლო თანამედროვე გეოპოლიტიკაში ეს უკვე არის რესურსი, რომელსაც ან იყენებ, ან კარგავ. ამ ეტაპზე თბილისმა ეს რესურსი არ დაკარგა - და სწორედ ეს არის ამ კონტაქტის მთავარი პოზიტიური შედეგი. ნიშანდობლივია, რომ მარკო რუბიომ ეს ზარი განახორციელა ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ - ამერიკამ აღადგინოს საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა. ვნახოთ - ღმერთმა ქნას“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
30 მარტი 2026, 22:47
საზოგადოება
კახა მიქიაშვილი: თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა
თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა, - განაცხადა მსახიობმა, კახა მიქიაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“. მისივე თქმით, პატრიარქი იყო უკიდეგანოდ კულტურული.
30 მარტი 2026, 22:45
საზოგადოება
მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს. ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან უდგას ფაქიზი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი
მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.
30 მარტი 2026, 22:35
საზოგადოება
ტარიელ ხარხელაური: მე არ ვიყავი ეკლესიური. მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა
მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“ პატრიარქზე საუბრისას.
30 მარტი 2026, 22:09
მსოფლიო
რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უარყო ევროკომისიის კრიტიკა დიზელის ფასებთან დაკავშირებით და ითხოვს კიევზე ზეწოლას ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით.
30 მარტი 2026, 21:49
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ალან პერსელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
30 მარტი 2026, 21:47
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.
30 მარტი 2026, 21:38
მსოფლიო
POLITICO: ზელენსკი ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში დახმარებას სთავაზობს
უკრაინის წარმატებამ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადის გარღვევაში, ქვეყანას მისცა სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოცდილება ჰორმუზის სრუტის გახსნაში დასახმარებლად - განაცხადა ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
30 მარტი 2026, 21:29
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ნაძირალა ელისაშვილმა ზუსტად იგივე ტერორისტული აქტის ჩადენა მაისის თვეში სცადა, არ გამოუვიდა და შემდეგ ნოემბერში გაიმეორა - ეს სერიული ტერორისტი
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ცნობილი ხდება, რომ უწყებამ ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა.
30 მარტი 2026, 21:23
საზოგადოება
პარლამენტში სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა დასრულდა
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა.
30 მარტი 2026, 21:22
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილმა და ბექა ოდიშარიამ წლის საუკეთესო მკითხველები და ბიბლიოთეკარები დააჯილდოვეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
30 მარტი 2026, 20:57
საზოგადოება
ნუ გაანადგურებთ ბზას - სახელმწიფო მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. კანონდარღვევა 500-დან 2 ათასს ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
30 მარტი 2026, 20:55
საზოგადოება
ზრუნვა დევნილ ოჯახებზე - თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულთათვის თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ზრუნვა დევნილ ოჯახებზე - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში იძლებით გადაადგილებული პირები თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელს მიიღებენ, ნაწილმა კი ახალმოსახლეობა უკვე იზეიმა. საცხოვრებელ კომპლექსები სტადიონებს, ბავშვთა გასართობ მოედნებსა და სავარჯიშო სივრცეებს აერთიანებს.
30 მარტი 2026, 20:39
სამართალი
პროკურატურამ ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
30 მარტი 2026, 20:37
პოლიტიკა
პრემიერი: პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან - ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
30 მარტი 2026, 20:36
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა.
30 მარტი 2026, 20:34
ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი” 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი”- 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეკონომიკის სამინისტრო იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ საგარეო შოკების მიუხედავად, ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები ძლიერი რჩება.
30 მარტი 2026, 20:31
ჯანდაცვა
გაიზრდება თუ არა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს - დროებითი საპარლამენტო კომისია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.„ქრონიკის“ სიუჟეტი
ფასების რეგულირების დროებითი საპარლამენტო კომისია ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებს. როგორ განისაზღვრება მედიკამენტების ღირებულება - ამ ჯაჭვის განხილვის პარალელურად, იმსჯელეს რეფერენტული ფასების პროგრამაზეც, რომელიც მესამე წელია მოქმედებს.
30 მარტი 2026, 20:29
პოლიტიკა
თემურ ალასანია ქართველების წინააღმდეგ - სააკაშვილის ბიძა ერს ისევ შეურაცხყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თემურ ალასანია ქართველებს ისევ შეურაცხყოფს. მიხეილ სააკაშვილის ბიძამ ფაქტობრივად დაადასტურა ის, რასაც წლების წინანდელ ჩანაწერში ამბობდა.
30 მარტი 2026, 20:24
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.


