imedi /  31 მარტი 2026, 12:58 / სანდო წყარო

სადღობელაშვილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებაზე: აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება

ლადო სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი

თუ ცივად და სტრატეგიულად შევხედავთ, ეს ამბავი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ერთი ვიზიტის „გაფუჭების“ მცდელობა. აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი ტიპის ვიზიტები შემთხვევით არ ხდება - ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ არსებობს კომუნიკაცია, არსებობს ინტერესთა გადაკვეთა და არსებობს ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი.

„ბოლო დღეებში აშკარაა, როგორ ცდილობს ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებას - მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა მელანია ტრამპ-ის მიწვევით და რაც ყველაზე საინტერესოა ამ თემის აქტუალურობა საეჭვოდ არ იკარგება! თითქოს “ვიღაცა” სერიოზულად გაღიზიანდა აღნიშნული ვიზიტით და ამ ვიზიტის დინამიური შედეგებით. თუ ცივად და სტრატეგიულად შევხედავთ, ეს ამბავი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ერთი ვიზიტის „გაფუჭების“ მცდელობა. აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი ტიპის ვიზიტები შემთხვევით არ ხდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ ფიგურას, როგორიც არის აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახის წარმომადგენელი. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ არსებობს კომუნიკაცია, არსებობს ინტერესთა გადაკვეთა და არსებობს ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი.

სრულიად ლოგიკურ ჯაჭვს ვხედავთ: ვიზიტები, კონტაქტები, კომუნიკაციის გააქტიურება და პარალელურად მაღალი დონის ფიგურების ჩართულობა, მათ შორის ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძეს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიო-ს კომუნიკაცია. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთზე - საქართველო-აშშ ურთიერთობაში მიმდინარეობს დინამიკა და არა ვაკუუმი! სწორედ ამ ფონზე იწყება ვიზიტის დაკნინების მცდელობა.

რატომ? იმიტომ, რომ შიდა პოლიტიკაში მთავარი ბრძოლა აღარ არის მხოლოდ იდეოლოგიური - ეს არის ლეგიტიმაციის ბრძოლა: ვინ წარმოადგენს საქართველოს დასავლეთში? რას ცდილობენ „ექსტრემისტები”: თუ საზოგადოებაში დამკვიდრდება აზრი, რომ: „ეს ვიზიტი არაფერს ნიშნავს“ თუ ოპოზიცია მაქსიმალურად გააუფასურებს და დააკნინებს საქართველოს პირველი ლედის ვიზიტს აშშ-ში მაშინ ნებისმიერი შედეგიც ავტომატურად დაკნინდება. როდესაც ვერ აკონტროლებ პროცესს, იწყებ მის დისკრედიტაციას. ეს არის კლასიკური პოლიტიკური ტაქტიკა: თუ ვერ აფერხებ - დააკნინე. თუ ვერ ითვისებ - გააუფასურე მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა ჩნდება - როდესაც შენ მიზანმიმართულად ამცირებ ქვეყნის საერთაშორისო აქტივობის მნიშვნელობას, შენ აღარ ებრძვი კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას ან ჯგუფს - შენ მიზანმიმართულად აზიანებ სახელმწიფოს ინტერესს. სამწუხაროდ დღევანდელ მარგინალურ და ექსტრემისტულ ოპოზიციას ეს გზა აქვს არჩეული! ხშირად გვესმის ფრაზა: „ეს არაფერს ნიშნავს“. რეალურად კი საერთაშორისო პოლიტიკაში სწორედ ასეთი „არაფორმალური“ კონტაქტები ქმნის საფუძველს დიდი გადაწყვეტილებებისათვის. ურთიერთობები არ იწყება ხელშეკრულებით - იწყება კომუნიკაციით.

დღეს რაც ჩანს, არის პროცესის საწყისი ფაზა- სიგნალები, კონტაქტები და ფრთხილი ნაბიჯები გადატვირთვისთვის. ის რაზედაც დიდ მზაობას აცხადებდა საქართველოს პრემიერი და ხმამაღალ სიგნალს აგზავნიდა აშშ-ში! იმის უარყოფა, რომ პროცესი მიმდინარეობს - უბრალოდ რეალობის იგნორირებაა. რა მეტყველებს დადებითზე: - კომუნიკაციის არხები არ არის დახურული - პერიოდულად ჩნდება მაღალი დონის კონტაქტები - აშშ-სთვის საქართველო ისევ სტრატეგიული რეგიონია საბოლოოდ, არჩევანი ისევ მარტივია: - ან ვუყურებთ მსგავს ვიზიტებს, როგორც ქვეყნის შესაძლებლობას ან ვაქცევთ მას შიდა პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად. სამწუხაროდ, „მარგინალები” - ოპოზიციის ნაწილმა ამჯერად მეორე გზა აირჩია. ვიმეორებ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა - ეს არის სახელმწიფოს ინტერესის საკითხი.

Ps და ბოლოს მინდა კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება და ერთი ფრაზით გამოვეხმაურო პირველი ლედის მღელვარებას, რაც ოპოზიციონერმა ჭინკებმა ხელზე დაიხვიეს და უთავმოყვარეოდ ტირაჟირებენ ამ თემის ირგვლივ . მე არ ვაპირებ ადვოკატობას ან ფსიქოლოგიური პორტრეტის აგებას უბრალოდ გეტყვით: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა" (იოანე 8:7) „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ... რასა ჰხედავ წუელსა თვალსა შინა ძმისა შენისასა... მათე 7, 1-4", - წერს ლადო სადღობელაშვილი.

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 14:31

სამართალი

გეკა გელაძემ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების კონტექსტში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერას.

თორნიკე ფაღავა

31 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდება რადიკალური ოპოზიცია თუ დაიშლება, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ

9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან. მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.

არჩილ ბერიძე

31 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა. ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც

„ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს ისტორიას და ტრადიციას, იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა არა მხოლოდ ხმლითა და ფარით, არამედ გონივრული პოლიტიკით, გამოცდილებით და მომავლის ხედვით. ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს რწმენას, სახელმწიფოებრიობას და ადამიანის ღირსებას. სწორედ ამ გზაზე დგას საქართველო დღესაც“, - განაცხადა ბერიძემ.

გიორგი ვოლსკი

31 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება

„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

31 მარტი 2026, 14:20

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ერთ-ერთი ბანკის თანამდებობის პირად გაეცნო და თითქოსდა მაღალი სარგებლის მისაღებად, შესთავაზა მათ საკუთარი თანხები მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განეთავსებინათ. ამ გზით ბრალდებულმა, დაზარალებულებს პირად ანგარიშებზე 397 760 ლარი ჩაარიცხინა, რასაც თაღლითურად დაეუფლა.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინი

31 მარტი 2026, 14:14

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს რუსეთს ეწვევა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

31 მარტი 2026, 14:14

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარი შინაარსიდან გამომდინარე. ჩვენ უფრო მეტს ველით, უფრო დროულად ველით აშშ-ს და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას

ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარი შინაარსიდან გამომდინარე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

31 მარტი 2026, 14:14

საზოგადოება

მაია ბითაძე სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ქალაქ თელავში, სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრნენ.

თორნიკე ფაღავა

31 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: 9 წლიანი მმართველობის, 12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება, განწირულია მარცხისთვის

9 წლიანი მმართველობის, 12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

აჩიკო ბერიძე

31 მარტი 2026, 14:08

პოლიტიკა

აჩიკო ბერიძე: ჩვენ ვიცავთ სამშობლოს, რომლის 20% ოკუპირებულია და რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს 2008 წლის ომის ტკივილი - ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეს არ ყოფილა შემთხვევითი, ეს იყო გონივრული პოლიტიკის შედეგი

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, იმ მძიმე და სამგლოვიარო დღეებში, ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ, ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აჩიკო ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 მარტი 2026, 14:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა იყოს

„საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში უკვე არის პოზიტიური დინამიკა. ეს ნათლად ჩანს როგორც ვიზიტების გაცვლის, ასევე გუშინდელი ზარის შედეგად. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობების აღდგენა გადაიზრდება ურთიერთობების უფრო მეტად გაუმჯობესებაში.ეს ყველაფერი სამუშაო პროცესი უნდა იყოს, რომელიც დროს მოითხოვს. ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა იყოს“, - განაცხადა სამხარაძემ.

31 მარტი 2026, 14:02

მსოფლიო

მედია: ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელში რვა ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 13:58

რეგიონი

კვერეთის აღკვეთილში, 14 779 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.

31 მარტი 2026, 13:58

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

31 მარტი 2026, 13:52

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

31 მარტი 2026, 13:52

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური: უწმინდესმა და უნეტარესმა ეპოქა შექმნა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლითაც კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი - ერთიანობა, ერის ერთობა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ

უწმინდესმა და უნეტარესმა ეპოქა შექმნა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლითაც კი დაგვიტოვა ყველაზე მთავარი გზავნილი - ერთიანობა, ერის ერთობა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და ხანდაზმულები, მუხლჩაუხრელად, მრავალი საათი იდგნენ უდიდეს რიგში იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ მათი სულიერი მამისთვის და ეს იყო ერთიანობის ზეიმი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

31 მარტი 2026, 13:50

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ არმენ მურადიანს უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 13:46

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე და ნინო ვარდოსანიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესია გაიხსნა. სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 13:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მან შეგვაძლებინა

წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

გია აბაშიძე

31 მარტი 2026, 13:42

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რას იტყვის უსაშველოთა კლასტერი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეზე, თამარ ბაგრატიონზე ანდა „აღიარებენ“ თუ არა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც დუჟმორეული აკაცუკის სირბილი რუსთაველზე

რას იტყვის უსაშველოთა კლასტერი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეზე, თამარ ბაგრატიონზე ანდა „აღიარებენ“ თუ არა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც დუჟმორეული აკაცუკის სირბილი რუსთაველზე, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.