პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.
უანგარო დონაცია პარლამენტში ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამ დღეს პარლამენტის წევრები და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ტრადიციულად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის დღეს ვატარებთ. როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქის, ისე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის ვალდებულებაა უანგარო დონაცია, რათა იმ ადამიანებს დავეხმაროთ, რომლებსაც ჩვენი სისხლი და მისი კომპონენტები სჭირდებათ. სისხლის მარაგი ყველა სახელმწიფოსთვის აუცილებელია. სისხლის დონაციის მხრივ ქვეყანაში გამოწვევები არსებობს. დღეს გამართული აქცია პარლამენტის მიერ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებას დაემთხვა მიმდინარე სასესიო კვირაში. უანგარო დონაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი აუცილებელი და სავალდებულო პროცედურაა. მინდა ვთხოვო და მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა სისხლის უანგარო დონაციაში“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
დონაციის აქცია საკანონმდებლო ორგანოში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა ჩაატარა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 20:34
საზოგადოება
პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია
თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
01 აპრილი 2026, 20:26
სამართალი
ტერორისტული საფრთხე საქართველოში განსაკუთრებულად დაბალია - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2026 წლის ინდექსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.
01 აპრილი 2026, 20:26
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს
აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-ს.
01 აპრილი 2026, 20:23
სამართალი
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია - 72 საათში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები და 108 დაკავებული. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია. სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
01 აპრილი 2026, 20:22
საზოგადოება
დეზინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების შესახებ - პასუხი ცრუ კამპანიას, თითქოს ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა.
01 აპრილი 2026, 20:20
პოლიტიკა
კონსტანტინე ქვაჩაკიძე: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.
01 აპრილი 2026, 20:14
პოლიტიკა
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს პრეზიდენტის სლოვაკეთში ვიზიტი იწყება. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით. მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შედგება.
01 აპრილი 2026, 20:12
საზოგადოება
სინოდის სხდომის მოლოდინში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
3 აპრილს სინოდის წევრები შეიკრიბებიან, თუმცა არა პატრიარქის ასარჩევად. მღვდელმთავრები ამჯერად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. მთავარ სხდომამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა კამპანია, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებისთანავე დაიწყო, სულ უფრო მძიმე სახეს იღებს.
01 აპრილი 2026, 20:09
მსოფლიო
AXIOS: აშშ და ირანი განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ
აშშ და ირანი განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ - ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
01 აპრილი 2026, 19:59
საზოგადოება
კონსტანტინე ბუზალაძე: არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესების დაცვით
არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
01 აპრილი 2026, 19:53
საზოგადოება
სიმონ გულედანი: ცხოველთა დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი დეზინფორმაცია, მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად
გავრცელებული ინფორმაცია ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.
01 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქზე, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
01 აპრილი 2026, 19:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:25
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი უარყოფს ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა.
01 აპრილი 2026, 19:20
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:20
საზოგადოება
გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია.
01 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
01 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.


