დავით ქართველიშვილი: ცხოველებზე ჩნდება მწვავე ემოციური რეაქცია, მაშინ როცა ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა სხვა ქვეყნებში კანონით დარეგულირებული პრაქტიკაა და სწორედ ამ ქვეყნებიდან იმართება ქართული „ძაღლების რევოლუცია“
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
მიუსაფარი ძაღლების თითქოსდა მასობრივად განადგურების თემაზე საზოგადოებაში ატეხილ ხმაურს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამჯერად ხელისუფლების წინააღმდეგ ემიგრაციიდან მართულ კამპანიაზე აკეთებს აქცენტს. როგორც ის აღნიშნავს, ქართველი ემიგრანტები ორკესტრირებულად მოქმედებენ.
დავით ქართველიშვილი წერს, რომ კრიტიკა და შეურაცხყოფა მოდის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც კანონის დონეზე ადამიანების მოკვდინება ნებადართულია.
„ეს არის „ამ თემაზე" ჩემი უკანასკნელი სტატუსი, რომლის დაწერა მაიძულა ქართველ ემიგრანტთა ორკესტრირებულმა გოდებამ საქართველოს ხელისუფლების „ძაღლსაწინააღმდეგო" პოლიტიკის გამო. ამას წერენ იმ ქვეყნებიდან, სადაც კანონის დონეზე ადამიანების მოკვდინებაა ნებადართული. 2026 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, როგორც აქტიურ ევთანაზიას (როცა სიკვდილს იწვევს ექიმის უშუალო მოქმედება), ისე ასისტირებულ თვითმკვლელობას (როცა ექიმი უზრუნველყოფს საშუალებას, მაგრამ საბოლოო ნაბიჯს თავად პაციენტი დგამს), იმ ქვეყნებში, სადაც ეს ფაქტობრივად ლეგალურია და აქტიურად გამოიყენებენ, შედიან ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, კანადა, კოლუმბია, ეკვადორი, ახალი ზელანდია და ავსტრალია; ცალკე რეჟიმში ასისტირებული თვითმკვლელობა დაშვებულია შვეიცარიასა და ავსტრიაში, ხოლო გერმანიასა და იტალიაში ის არსებობს უფრო ვიწრო, სასამართლო-სამართლებრივი ჩარჩოებით, ერთიანი სისტემის გარეშე.
თუ სადმე შეგხვდებათ ამ თემაზე ატირებული ნინა დრამას ფოტოები, დამავალებთ, თუ ჩამიგდებთ. პორტუგალია დამავიწყდა, რომელმაც ეს კანონი მიიღო, თუმცა 2026 წლის დასაწყისისთვის სრულად არ ამოქმედებულა; ასევე ურუგვაიმ 2025 წლის ოქტომბერში მოახდინა ლეგალიზაცია, მაგრამ სრულყოფილი სტატისტიკა ჯერ არ არსებობს. აშშ-ში ეს არ არის ფედერალური ნორმა - დაშვებულია მხოლოდ ცალკეულ შტატებში, მაგრამ ხომ დაშვებულია.
ნინა დრამაზე ჩემი თხოვნა ძალაში რჩება! ციფრებში ეს დასავლური „ჰუმანიზმი" ასე გამოიყურება: კანადა - 2024 წელს 16 499 შემთხვევა (ხოლო 2016 წლიდან ჯამში 76 475); ნიდერლანდები - 2024 წელს 9 958 შემთხვევა; ბელგია - 2024 წელს 3 991; ლუქსემბურგი - 2024 წელს 34 (ხოლო 2009–2024 წლებში ჯამში 226); ესპანეთი - 2024 წელს 426 შემთხვევა; ახალი ზელანდია - 2024–2025 პერიოდში 472 შემთხვევა; ავსტრალია - 2019 წლიდან 7 000-ზე მეტი; კოლუმბია - 2015–2023 წლებში 692 (აქედან 271 მხოლოდ 2023 წელს); ავსტრია - 2022–2024 წლებში ჯამში 264 შემთხვევა; შვეიცარია - მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში 2024 წელს 1 235 (2025 წელს 1 421); ეკვადორში - 2024 წლის შემდეგ დაფიქსირებულია სულ მცირე რამდენიმე რეალიზებული შემთხვევა, თუმცა სრული სახელმწიფო სტატისტიკა ჯერ არ არსებობს.
და სწორედ აქ იწყება მთავარი წინააღმდეგობა. იმ ქვეყნებში, რომლებიც სხვების ჰუმანიზმზე ცრემლებს ღვრიან, უკვე ჩამოყალიბებულია ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტის იურიდიული და ადმინისტრაციული სისტემა - ათიათასობით შემთხვევით, წლიდან წლამდე მზარდი დინამიკით. ეს აღარ არის მხოლოდ „უკიდურესი გამონაკლისი მძიმე ავადმყოფისთვის“. ეს არის რეგულირებული პროცესი: კრიტერიუმები, კომისიები, ანგარიშგება, ფინანსური სარგებელი. როცა საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ამას ამართლებენ ტერმინებით: „არჩევანი“, „ღირსება“, „უფლება“. ამ ფონზე განსაკუთრებით თვალშისაცემია სიტუაცია საქართველოში, სადაც ბოლო დღეებში ქვეყანას მოედო სრული შიზოფრენია, თითქოს ხელისუფლება მასობრივად ანადგურებს მიუსაფარ ძაღლებს. თუმცა, ოფიციალური უწყებები ამ ინფორმაციას უარყოფენ: შესაბამისი სააგენტოები აცხადებენ, რომ საუბარია მკურნალობაზე და კონტროლზე, ხოლო „კრემაცია“ ეხება მხოლოდ უკვე დაღუპულ ცხოველებს.
შედეგად ვიღებთ პარადოქსს: დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ცხოველებთან დაკავშირებით ჩნდება მწვავე ემოციური რეაქცია, მაშინ როცა ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა სხვა ქვეყნებში უკვე ნორმალიზებული, კანონით დარეგულირებული პრაქტიკაა. და სწორედ ამ ქვეყნებიდან იმართება ქართული „ძაღლების რევოლუცია“ და იქიდან ღვრიან „ჰუმანიზმზე“ ნიანგის ცრემლებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 15:16
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს
არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:12
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი
ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
03 აპრილი 2026, 15:03
რეგიონი
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ
რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.
03 აპრილი 2026, 14:57
საზოგადოება
ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ტყის მართვის ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
03 აპრილი 2026, 14:54
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 14:54
რეგიონი
კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან მისასვლელი, დაახლოებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
03 აპრილი 2026, 14:52
პოლიტიკა
კახა კალაძე: საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ
არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ისინი ნომრიანი აგენტები არიან, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა დასანქცირების შესახებ.
03 აპრილი 2026, 14:51
სამართალი
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონით 545 გრამი) და ვერცხლის (514 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
03 აპრილი 2026, 14:47
საზოგადოება
მეუფე ზენონი პატრიარქის არჩევის პროცესზე: მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ - ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი (იარაჯული) კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესში ჩარევას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
03 აპრილი 2026, 14:45
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი იქნება კარგად, თუ ვიქნებით ფხიზლად და გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას
ეს არის ერთი და იგივე ქსელი, რომელიც ამ პროცესს აკნინებს. დაკრძალულიც არ იყო პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემით სპეკულირება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
03 აპრილი 2026, 14:41
პოლიტიკა
პრეზიდენტი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ამ ადამიანების სისხლზე. ესენი ბედავენ აქციაზე საუბარს?!
ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმული ადამიანები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ და სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისთან დაკავშირებით საუბარს, რაღაც მასშტაბურ აქციაზე?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას.
03 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
სინოდის სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
03 აპრილი 2026, 14:33
მსოფლიო
The Times of Israel: ირანის დარტყმებმა აშშ-ში ალუმინის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა
ირანმა სპარსეთის ყურეში მდებარე ალუმინის უმსხვილესი ქარხნები დაბომბა, რის გამოც აღნიშნული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მასალის ექსპორტს აშშ-ში საფრთხე შეექმნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
03 აპრილი 2026, 14:28
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა.


