04 აპრილი 2026, 17:02 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

„გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ სტატუსს ეხმიანება. თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მისთვის ჩვეულ ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფება და არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა ვერ გაუძლო ხალხის მხრიდან პატრიარქისადმი გამოხატულ სიყვარულსა და მადლიერებას და ბოღმა გარდაცვლილზე გადმოანთხია.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პატრიარქის პუტინთან საუბრის თაობაზე, ქართველი ხალხის კიდევ ერთი განრისხება მოჰყვა. სოციალური ქსელი სააკაშვილისადმი აგრესიული კომენტარებით არის სავსე. ქვეყნის გამანადგურებელი ყოფილი პრეზიდენტი არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას. ალბათ, მისთვის ჩვეულ ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას უყურებდა. ის ხომ მთელი არსებით ებრძოდა ეკლესიას და ქართველებისათვის ყველაზე დიდ ავტორიტეტს - ილია მეორეს.

ვერ შეძლო, ვერ დაანგრია უწმინდესის აშენებული ქართული ეკლესია, ვერ წაართვა პატრიარქს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და ამით დაბოღმილი უკვე გარდაცვლილზე იყრის ჯავრს. იმდენად ჩიხში არიან სააკაშვილიც და მისი „გაერთიანებული ოპოზიციაც”, რომ აღარ იციან, რა ქნან?

თუკი უწმინდესის დატოვებული ძლიერი ეკლესია შენარჩუნდა, მაშინ ოპოზიცია სრულად განადგურებულია. ამიტომ ცდილობენ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მაინც შეარყიონ საპატრიარქო და ამით ქართველი ხალხის მართვის საშუალება ჰქონდეთ.

ამ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მსგავსი პოსტები, სიუჟეტები და განცხადებები იმ ხალხისკენ არის მიმართული, ზღვასავით რომ მიედინებოდა უწმინდესის გასაცილებლად. სწორედ ამ ხალხს უპირისპირდება პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი”, მინდა ვუპასუხო - ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

04 აპრილი 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

04 აპრილი 2026, 18:30

რეგიონი

გივი მიქანაძემ სამტრედიაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა ამჯერად სამტრედიაში გამართა.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიგაურზე: კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ანალოგიური ვიხილეთ ახლა ნიდერლანდებშიც, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის, მაგისი განცდა არასდროს ჰქონიათ

არავინ მათ ლაპარაკს არ უზღუდავს, მედია პლურალიზმი სამაგალითოა საქართველოში, სოციალური ქსელები და სოციალური პლატფორმები, თუმცა აქ მათი საუბარი, რა თქმა უნდა, არავის აღარ აინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ენჯეოებთან“ დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:18

პოლიტიკა

მაჭავარიანი: ეკლესიაზე თავდასხმები არ ჩერდება, ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და გარედან დაფინანსებული. სააკაშვილს რაც შეეხება, ვერ ისვენებს, მავნებლობს - დეზინფორმაცია, კრეტინიზმი მისი მხრიდან, რასაც მიჩვეულები ვართ

თავდასხმები არ ჩერდება, გრძელდება. ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და სხვათა შორის, გარედან დაფინანსებული. ჯერ კიდევ წლების დაიწყო წინ საპატრიარქოზე სერიოზული თავდასხმები ჩვენს უწმინდესზე, დისკრედიტაციის კამპანიები, რომლებსაც ეს რადიკალური ჯგუფები და მდიდარი „ენჯეოები“ ეწეოდნენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:08

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც ასე ამბობდნენ „რუსული სპეცოპერაცია“

{პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ} ეცადნენ, რომ როგორმე გამოესწორებინათ ის თავისი უბინძურესი საქციელი, რაც წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალებზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აშშ-ში ოპოზიციის დაანონსებულ ვიზიტზე: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“

უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

04 აპრილი 2026, 18:00

პოლიტიკა

„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა

გაზეთი „რეზონანსი“ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მის მიერ გარკვეულ დამატებით დეტალებზე წერს.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 17:57

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ

ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

04 აპრილი 2026, 17:45

პოლიტიკა

ლიკა შარტავა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ტურნეზე: შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას

შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

04 აპრილი 2026, 17:35

საზოგადოება

მეუფე იაკობი: წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ, თუ გვერდში არ დაგიდგებიან - ძმობა და მეგობრობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან. არავითარი დაპირისპირება არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედაეკლესია

ღმერთი თუ გვიყვარს და თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს, - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

გიორგი გაბუნია

04 აპრილი 2026, 17:24

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით.

04 აპრილი 2026, 16:51

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა

ირანში ხუთკვირიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

04 აპრილი 2026, 16:34

მსოფლიო

სომხეთის მმართველმა პარტიამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

სომხეთის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ყრილობაზე ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

04 აპრილი 2026, 16:30

საზოგადოება

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

04 აპრილი 2026, 16:23

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

04 აპრილი 2026, 16:21

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: „ნაცმოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც აგებული იყო ტყუილზე

„ნაციონალურ მოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებული იყო ტყუილზე, დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 აპრილი 2026, 16:15

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს.

04 აპრილი 2026, 15:57

რეგიონი

კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

5 კილომეტრი სიგრძის გზის მოსაწესრიგებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მოლითი-ზვარე-ნუნისის გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკურორტო ზონის განვითარებას, რის შემდეგაც ადგილობრივები და სტუმრები უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.

04 აპრილი 2026, 15:28

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.