რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული ირანის ელჩისთვის დასმული შეკითხვის შეფასებისას.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარზე და აღნიშნა, რომ ეს ზარი პროდუქტიულად შეფასდა.
„კვირა სრულდება, გარე პატრონების მორჩილებაში მყოფთაგან ქვეყნის ღალატის მცდელობა კი არა. ახლა მთავარი სამიზნე ვაშინგტონსა და თბილისს შორის გამართული სატელეფონო საუბარია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა. საუბარი შეფასდა, როგორც პროდუქტიული.
და სწორედ აქ იწყება ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შეცვლის მსურველთა ახალი პროვოკაცია. იწყება ის, რაც უკვე აღარ ჰგავს არც პოლიტიკურ ოპონირებას და არც - კრიტიკას. რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა. მათი რეაქცია ამ სატელეფონო საუბარზე არ არის უბრალოდ შეფასება. ეს არის ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ომი, რომელიც ზოგ შემთხვევაში იმდენად შორს მიდის, რომ ჩნდება განცდა - მზად არიან, ნებისმიერ გარე ძალასთან დადგნენ ერთ რიგში, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ.
ფიქრობთ, რომ ჩემი ეს შეფასება გადაჭარბებულია? მოვუსმინოთ „ფორმულას“ წარმომადგენელს, კეზერაშვილის ხელქვეითს და საკუთარი ქვეყნის მტრობაში ნებსით თუ უნებლიედ ჩართულს, რომელიც ეთერში ირანის ელჩს რადიკალი პატრონების მიერ მომზადებულ კითხვებს უსვამს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
მისი შეფასებით, „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ ირანის ელჩისთვის დასმული კითხვები თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვებისა და ამ ფაქტზე ელჩის პოზიციის შესახებ, ჟურნალისტიკას არ წარმოადგენს.
„ეს არ არის ჟურნალისტიკა. ამბის გავრცელებამდე 100-ჯერ უნდა აწონო, შენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კომენტარი თუ შეკითხვა, ხომ არ დააზარალებს ადამიანებს და სახელმწიფო ინტერესებს.
რაც შეეხება ე.წ. „სკანდალურ“ თემას - თვითმფრინავს, რომელიც არ არის უცნობი ახალი ამბავი, მაგრამ საკითხავია, რატომ ხდება ეს თემა აქტუალური სწორედ ახლა? რატომ სცადეს ამ თემით სპეკულირება ახლა, როდესაც ირანში ომია, მთავრობის მეთაურსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა პარტნიორობის გაძლიერებაზე? პასუხი მარტივია - ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, შეიქმნას დაძაბულობა, იქ, სადაც საჭიროა სტაბილურობა. აი, სწორედ ეს არის წითელი ხაზი, რომელიც დიდი ხნის წინ გადაკვეთა რადიკალურმა ოპოზიციამ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რაც უკვე ითქვა ბევრად ადრე. 2024 წელს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ საუბრობდა იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც რეგიონი დადგებოდა - ომი, ცეცხლის რკალი, გადარჩენისთვის ბრძოლა. ერთი არასწორი ნაბიჯი და შედეგი შეიძლება, იყოს გამოუსწორებელი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასება, სადაც ის ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობაზე საუბრობს, დღეს უკვე აღარ არის გაფრთხილება.
„დღეს ეს სიტყვები უკვე აღარ არის გაფრთხილება, ეს არის რეალობა, რომელსაც მსოფლიო საკუთარი თვალით უყურებს. უკრაინის ომით დამძიმებულ საერთაშორისო გარემოს ახლა დაემატა ცეცხლი ახლო აღმოსავლეთში.
და ასეთ დროს, ნებისმიერ ჩვენგანს მხოლოდ ერთ რამ მოეთხოვება - უკიდურესი სიფრთხილე, ხელისუფლებას კი სიფრთხილესთან ერთად, პრაგმატიზმი და პოლიტიკური ინტელექტი. ცეცხლის რკალში ცხოვრება ისე, რომ ეს ცეცხლი შენ არ მოგედოს არის პასუხისმგებლობა, სადაც შეცდომის დაშვება ნიშნავს ომს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ყველა სიახლე
05 აპრილი 2026, 22:03
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში
როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვადასხვა საქმეში გაიმეორა, რომ საქართველოში ადამიანების წამებას, ციხეებში ადამიანების უმძიმეს ყოფას, ქუჩაში ადამიანების მკვლელობებს ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ეს ნიშნავს ზოგადად რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად ამ სისტემატურობის და სისტემის შემქმნელი იყო ზურაბ ადეიშვილი, ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფერი იცოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
05 აპრილი 2026, 22:01
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ
ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.
05 აპრილი 2026, 21:55
პოლიტიკა
თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკური ფაშიზმის გამოვლინებაა ტერორი, რომელსაც რადიკალები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უწყობენ. კერძოდ, წარწერები ქუჩებში: „მოკალით“, „84 ტყვია“; ასევე, შვილების ფოტოების გასაჯაროება, მისამართების, ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ფიზიკური თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი და ამას ახალისებდნენ მდიდარი „ენჯეოები“ თუ პოლიტიკოსები, რომლებიც თავად ცდილობდნენ მაგალითის მიცემას. მათ შორის, აქციებზე პიროტექნიკის სროლით, ოფისებთან საარჩევნო პლაკატების დაზიანებით და ჩამოხევთ.
05 აპრილი 2026, 21:35
სამართალი
ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავეს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - შს სამინისტრომ ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავა, მათგან 7 არასრულწლოვანია.
05 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
ევრობიუროკრატიის ხელწერა უცვლელია - უნგრეთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ერთ კვირაში უნგრეთში გადამწყვეტი არჩევნებია. არჩევნების პერიოდში „იმედის კვირა“ უნგრეთში იმუშავებს და უახლეს ცნობებს ადგილიდან მოგაწვდით.
05 აპრილი 2026, 21:18
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო
პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ. იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
05 აპრილი 2026, 21:03
პოლიტიკა
ინტერპოლის ბიუროს ძებნილი შეფი - ზურაბ ადეიშვილის ახალი სტატუსი უკრაინაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელსაც წლებია ქართული სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულებისთვის ეძებს, უკრაინაში ინტერპოლის შეფად დანიშნეს.
05 აპრილი 2026, 20:55
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს
ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებული კამპანია იყო პატრიარქის წინააღმდეგ ის, რაც მერე ვნახეთ ღიად დაპირისპირება და პატრიარქის ლანძღვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
05 აპრილი 2026, 20:54
პოლიტიკა
ეკლესიის მტრების მხილება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
უწმინდესის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ყველა ფარისეველმა ჩამოიხსნა დროებით მორგებული მწუხარების ნიღაბი. სურთ შოუდ აქციონ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი. განიხილავენ არარსებულ წერილობით ანდერძს, სპეკულაციებისთვის გამოიყენეს უწმინდესის გადაწყვეტილება - მოსაყდრის ფაქტორი, პატრიარქის მიერ ამბიონიდან ნათქვამი.
05 აპრილი 2026, 20:30
მსოფლიო
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - დონალდ ტრამპის ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირაში“ გაეცანით ბოლო ცნობებს ახლო აღმოსავლეთიდან. დონალდ ტრამპმის გზავნილი ირანს - „სამშაბათი იქნება ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად. გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ“.
05 აპრილი 2026, 19:26
საზოგადოება
ქუთაისის ცენტრალურ სკვერში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე „UniverCity“ განთავსდება
„ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქი“ - ახალი შემეცნებით-ინოვაციური სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდება. მისი კონცეფცია და პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა, - ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
05 აპრილი 2026, 19:22
სამართალი
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცოლ-ქმარს შორის კამათი მოხდა, რის შემდეგაც ქმარი სახლიდან გავიდა. თუმცა, ბრალდებული მას დანით ხელში დაედევნა და სადარბაზოში, დანის გამოყენებით გულის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
05 აპრილი 2026, 18:33
საზოგადოება
მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას
ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
05 აპრილი 2026, 17:55
მსოფლიო
კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა
კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც Artmemis 2-ის ფარგლებში, მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა. მისიის ხელმძღვანელის თქმით, როგორც ჩანს, წყალგამტარ მილში ყინული წარმოიქმნა.
05 აპრილი 2026, 17:44
მსოფლიო
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე მათ შორის ბელგიასა და ნიდერლანდებში სინაგოგებსა და საფრანგეთში ამერიკულ ბანკზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ აღნიშნული დაჯგუფება ირანთანაა დაკავშირებული და ის სულ რაღაც, ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა.
05 აპრილი 2026, 17:35
მსოფლიო
თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში საეჭვო პაკეტის გამო ევაკუაცია გამოცხადდა
თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში საეჭვო პაკეტის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ამანათი კურიერმა მიიტანა, საიდანაც კვამლი ამოვიდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.
05 აპრილი 2026, 17:20
მსოფლიო
ტრამპი ირანის ხელისუფლებას: გახსენით ეს დედანატირები სრუტე, გიჟო ნაბიჭვრებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ - დიდება ალაჰს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ინფრასტრუქტურის განადგურებით ემუქრება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი სამშაბათი ირანისთვის გარდამტეხი იქნება.
05 აპრილი 2026, 17:17
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით
ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
05 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მათი უვიცობა იქამდე მივიდა, რომ პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს, რათა ეჩვენებინათ, თითქოს ისეთი ბოროტი და უსულგულოა ეს ხელისუფლება, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცოცხლად წვავენ კრემატორიუმებშიო, - წერს ოპოზიციის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.


