დავით სონღულაშვილმა, საირიგაციო წყლის ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სუბსიდირების ახალ სქემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილთან ერთად, სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილ საირიგაციო წყლის ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სუბსიდირების ახალ სქემას, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერასა და აგროსექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად დანერგვისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებზე.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს რეფორმებს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები განხილული იყოს რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. რეგიონებთან შეხვედრები ეტაპობრივად ხდება. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ძალიან კარგი ფორმატის ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეფორმა, რაც ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული მუნიციპალიტეტების და რეგიონების საჭიროებებზე, რადგან რეფორმები ხორციელდება იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იყო წამოჭრილი; რეაგირებებიც ზუსტად ამ საკითხების შეჯამების საფუძველზე მოხდა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მზაობა, წყლის რესურსების მართვა და რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა. ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც მელიორაციის სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს და საჭიროებს დროულ რეაგირებას.
ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს აგროსექტორის განვითარებაში, ფერმერთა ინტერესების დაცვასა და რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში. აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს კონკრეტული პროექტების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა დოლიძე, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
06 აპრილი 2026, 12:14
საზოგადოება
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.
06 აპრილი 2026, 12:12
პოლიტიკა
კახა კალაძე აპრილში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით: ჩვენ ამერიკასთან გვინდა პარტნიორობა, მეგობრობა და მზად ვართ ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის გზავნილები და დამოკიდებულება, რაც ბოლო დროს საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის განხორციელებული სხვადასხვა კონტაქტისას დაფიქსირდა, ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.
06 აპრილი 2026, 12:11
პოლიტიკა
კახა კალაძე: აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით
„აზერბაიჯანი ჩენი სტრატეგიული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიმდინარეობს და რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან მსგავს მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
06 აპრილი 2026, 12:05
მსოფლიო
ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლულია
ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი ორშაბათს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. გენერალ-მაიორ მაჯიდ ხადემის გარდაცვალებაში „რევოლუციურმა გვარდიამ“ აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.
06 აპრილი 2026, 12:02
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 11:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: საწვავის ფასები განპირობებულია იმ პროცესებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება.
06 აპრილი 2026, 11:44
მსოფლიო
უკრაინა „თურქსტრიმის“ აფეთქების მცდელობასთან კავშირს უარყოფს
„კატეგორიულად უარვყოფთ სერბეთში, „თურქსტრიმის მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების ცრუ მცდელობებს. უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. სავარაუდოდ, ეს რუსეთის ოპერაციაა და უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის ნაწილია“, - წერს ტიხი.
06 აპრილი 2026, 11:35
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
06 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ძალიან ვამაყობ, რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში
„პრეზიდენტმა ისრაელის მხრიდან დახმარების გამო მადლიერება გამოხატა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე და მის გარეთ უპრეცედენტოა და რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში“, - წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
06 აპრილი 2026, 11:26
მსოფლიო
დაღესტანში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
დაღესტანში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის შედეგად 140-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია 1500-ზე მეტი სახლი. მეწყერი ჩამოწვა გზატკეცილზე. შეფერხებულია რკინიგზის მოძრაობა. რთული სიტუაცია დერბენტის რაიონში, სადაც წყლის დონის მომატების გამო დამბა გაირღვა. ტერიტორიიდან გაყვანილია 4 ათასზე მეტი ადამიანი.
06 აპრილი 2026, 11:21
საზოგადოება
თამარ მემანიშვილი: მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო
წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, - განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მემანიშვილმა.
06 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
რუსეთმა ოდესას, უკრაინამ კი კრასნოდარის ოლქს შეუტია
ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ქალაქის დასახლებული რაიონი გახდა. დაიღუპა 3 ადამიანი - 2 ქალი და 2 წლის ბავშვი. დაშავდა 10-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
06 აპრილი 2026, 11:15
მსოფლიო
მედია: ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტეში 15-მა გემმა გაიარა
ჯერ კიდევ გუშინ თეთრი სახლის ლიდერმა თეირანს კატეგორიულად მოსთხოვა ჰორმუზის სრუტის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხიდებისა და ელექსტროსადგურების აფეთქებით დაემუქრა. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ სრუტის საზღვაო მარშრუტი ღიაა და ის მხოლოდ მტრული ქვეყნებისთვისაა დაკეტილი.
06 აპრილი 2026, 11:12
მსოფლიო
ირანში აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ბავშვის დაღუპვის შესახებ აცხადებენ
შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ღამით ირანზე მასირებული სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმებს სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა.
06 აპრილი 2026, 11:09
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
06 აპრილი 2026, 11:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტზე: მნიშვნელოვანია მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, თუ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე
საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ილჰამ ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით.
06 აპრილი 2026, 11:01
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
06 აპრილი 2026, 10:56
საზოგადოება
2026 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:56
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქციას ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:52
საზოგადოება
დავით ფაცაციამ თბილისის ზღვაზე მდებარე ბაგა-ბაღსა და საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა თავშესაფარს - „კიდევაც დაიზრდებიან“ საჩუქრები გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, თბილისის ზღვაზე მდებარე ბაგა-ბაღსა და საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა თავშესაფარს - „კიდევაც დაიზრდებიან“ ესტუმრნენ. ამერიკული საერთაშორისო ფონდის - „კეთილი სამარიტელი“ და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები და სასურსათო პროდუქტები გადასცეს.


