06 აპრილი 2026, 10:50 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა ვერ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ომში თუნდაც საკუთარი ჭარბად მიგრირებული მუსლიმი მოსახლეობის გამო. ევროპა-ამერიკის დაპირისპირება პიკს აღწევს

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

„თუკი ირანის ომამდე ჩვენთვის საფრთხე მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან მოდიოდა, დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცეცხლი ბევრად უფრო მეტად გვეხება, ვიდრე უკრაინის. რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგეთ, რომ ჩეჩენი მებრძოლები ირანში წასასვლელად ემზადებიან, და ამ დროს ქართული ოპოზიცია ნაკვერჩხალს აღვივებს, რომ როგორმე აქ გადმოისროლონ მუგუზალი“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, ევროპა-ამერიკის დაპირისპირება პიკს აღწევს.

„მშვიდობის პოლიტიკით მოსულმა დონალდ ტრამპმა ომის ქარბორბალა დაატრიალა, სადაც ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ამერიკისთვის ომში პარტნიორობის პირობა არ მიუციათ, ტრამპი მაინც განრისხებულია ევროპაზე და ნატოდან გასვლით იმუქრება. ბუნებრივია, ნატოდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა, რაც რთული პროცესია, ნატოს დაშლას გამოიწვევს.

რატომ არ უერთდება ევროპა ამერიკას ირანის წინააღმდეგ ომში მაშინ, როდესაც მათ არაჩვეულებრივი შანსი აქვთ, რომ ტრამპის გული მოიგონ და შემდეგ უკრაინის ომში ჩართონ? აქ საუბარი იმაზეა, რომ ევროპული სახელმწიფოები ერთგვარ ჯავრს იყრიან ტრამპზე, რომელმაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ მარტო დატოვა, არ არის ლოგიკური. როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპას საუკეთესო შანსი აქვს, სწორედ ახლა, ტრამპისადმი ერთგულების დამტკიცებით, მომგებიანი პოლიტიკური სვლები გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ევროპა უძლურია ამ პოლიტიკურ თამაშებში.

ევროპა ვერ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ომში თუნდაც საკუთარი ჭარბად მიგრირებული მუსლიმი მოსახლეობის გამო. მათი ერთი გადადგმული ნაბიჯიც კი ომისკენ, ევროკავშირის თანამედროვე პოლიტიკური ელიტის გარდაუვალ ცვლილებებს მოიტანს. ევროპა საკუთარი ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკის ტყვეობაშია, რითაც ისინი წლების განმავლობაში თავს იწონებდნენ და იაფ მუშახელს უშვებდნენ ქვეყნებში. გარდა ამისა, ევროპა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა, რადგან მარტონი ვეღარ აუდიან უკრაინის ომის ფინანსურ დონაციას და ამერიკისგან მიტოვებულთ, არ სურთ ჩინეთთან ურთიერთობების გაფუჭება. ჩინეთი კი ირანის მთავარ პარტნიორად მოიაზრება. ამ ფონზე ევროპა-ამერიკის დაპირისპირება პიკს აღწევს. პიკს აღწევს ასევე ომის სიმძაფრე როგორც ირანის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე. არც ევროპას აქვს უკან დასახევი უკრაინის ომში და არც ამერიკას ირანის ომში. უსაფრთხოებას და ეკონომიკას რომ თავი დავანებოთ, ეს უკვე მათი საიმიჯო ომებია და წაგება პოლიტიკური კრახი იქნება. სწორედ ეს არის ყველაზე საშიში და გასათვალისწინებელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის.

თუკი ირანის ომამდე ჩვენთვის საფრთხე მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან მოდიოდა, დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცეცხლი ბევრად უფრო მეტად გვეხება, ვიდრე უკრაინის. რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგეთ, რომ ჩეჩენი მებრძოლები ირანში წასასვლელად ემზადებიან, და ამ დროს ქართული ოპოზიცია ნაკვერჩხალს აღვივებს, რომ როგორმე აქ გადმოისროლონ მუგუზალი. არადა, დღეს ჩვენი ყველაზე ჩუმი ამოსუნთქვაც კი როგორც რეგიონის, ასევე ოკეანის გაღმა სახელმწიფოებსაც ესმით.

ყველას გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება, მაგრამ გადარჩენამდე დიდი გადარჩევის გზა გვაქვს გასავლელი,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

06 აპრილი 2026, 12:27

მსოფლიო

Reuters: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გადასცა

ისლამაბადის წინადადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დაუყოვნებლივ შევა, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნას გამოიწვევს. შეთანხმება მხარეებს 15-20 დღეს მისცემს იმისათვის, რომ უფრო ფართო მასშტაბის დარეგულირებაზე დაასრულონ მუშაობა.

06 აპრილი 2026, 12:19

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მიღების უფლებაც ამანათის სახით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს

06 აპრილი 2026, 12:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 12:14

საზოგადოება

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.

კახა კალაძე

06 აპრილი 2026, 12:12

პოლიტიკა

კახა კალაძე აპრილში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით: ჩვენ ამერიკასთან გვინდა პარტნიორობა, მეგობრობა და მზად ვართ ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის გზავნილები და დამოკიდებულება, რაც ბოლო დროს საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის განხორციელებული სხვადასხვა კონტაქტისას დაფიქსირდა, ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

06 აპრილი 2026, 12:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით

„აზერბაიჯანი ჩენი სტრატეგიული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიმდინარეობს და რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან მსგავს მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

06 აპრილი 2026, 12:05

მსოფლიო

ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლულია

ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი ორშაბათს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. გენერალ-მაიორ მაჯიდ ხადემის გარდაცვალებაში „რევოლუციურმა გვარდიამ“ აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.

06 აპრილი 2026, 12:02

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კახა კალაძე

06 აპრილი 2026, 11:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: საწვავის ფასები განპირობებულია იმ პროცესებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება.

06 აპრილი 2026, 11:44

მსოფლიო

უკრაინა „თურქსტრიმის“ აფეთქების მცდელობასთან კავშირს უარყოფს

„კატეგორიულად უარვყოფთ სერბეთში, „თურქსტრიმის მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების ცრუ მცდელობებს. უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. სავარაუდოდ, ეს რუსეთის ოპერაციაა და უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის ნაწილია“, - წერს ტიხი.

06 აპრილი 2026, 11:35

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ძალიან ვამაყობ, რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში

„პრეზიდენტმა ისრაელის მხრიდან დახმარების გამო მადლიერება გამოხატა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე და მის გარეთ უპრეცედენტოა და რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში“, - წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.

06 აპრილი 2026, 11:26

მსოფლიო

დაღესტანში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაღესტანში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის შედეგად 140-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია 1500-ზე მეტი სახლი. მეწყერი ჩამოწვა გზატკეცილზე. შეფერხებულია რკინიგზის მოძრაობა. რთული სიტუაცია დერბენტის რაიონში, სადაც წყლის დონის მომატების გამო დამბა გაირღვა. ტერიტორიიდან გაყვანილია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

თამარ მემანიშვილი

06 აპრილი 2026, 11:21

საზოგადოება

თამარ მემანიშვილი: მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო

წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, - განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მემანიშვილმა.

06 აპრილი 2026, 11:21

მსოფლიო

რუსეთმა ოდესას, უკრაინამ კი კრასნოდარის ოლქს შეუტია

ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ქალაქის დასახლებული რაიონი გახდა. დაიღუპა 3 ადამიანი - 2 ქალი და 2 წლის ბავშვი. დაშავდა 10-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

06 აპრილი 2026, 11:15

მსოფლიო

მედია: ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტეში 15-მა გემმა გაიარა

ჯერ კიდევ გუშინ თეთრი სახლის ლიდერმა თეირანს კატეგორიულად მოსთხოვა ჰორმუზის სრუტის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხიდებისა და ელექსტროსადგურების აფეთქებით დაემუქრა. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ სრუტის საზღვაო მარშრუტი ღიაა და ის მხოლოდ მტრული ქვეყნებისთვისაა დაკეტილი.

06 აპრილი 2026, 11:12

მსოფლიო

ირანში აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ბავშვის დაღუპვის შესახებ აცხადებენ

შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ღამით ირანზე მასირებული სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმებს სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა.

06 აპრილი 2026, 11:09

პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

06 აპრილი 2026, 11:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტზე: მნიშვნელოვანია მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, თუ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ილჰამ ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით.

06 აპრილი 2026, 11:01

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.