დავით ქართველიშვილი: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებაზე მიუთითებს და ადასტურებს ქვეყნის, როგორც სტაბილური და პროგნოზირებადი პარტნიორის მნიშვნელობას.
„თუ აზერბაიჯანის ლიდერი სწორედ თბილისს ირჩევს საკვანძო მოლაპარაკებების პლატფორმად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება როგორც სტაბილური, მართვადი და პროგნოზირებადი ჰაბი“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ საქართველო უკვე სცდება მხოლოდ ტრანზიტული ქვეყნის როლს და გადაიქცა რეგიონული ინტერესებისა და პროცესების მართვის მნიშვნელოვან ცენტრად.
„სანამ ჩვენი „მეხუთე კოლონა“ ისტერიულად ცდილობს ჩვენი სამშობლო და მისი ამჟამინდელი როლი და ადგილი გეოეკონომიკაში მაქსიმალურად დააკნინოს და რეპუტაციულად დააზიანოს - თვით ცხოვრება ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილს უჩენს. 2023 წლის შემდეგ შედგა ილჰამ ალიევის პირველი ვიზიტი თბილისში იმ სახელისუფლებო პოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ხოლო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური მოვლენა, არამედ პოლიტიკური მარკერია: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს.
ასეთი ვიზიტები ინერციით არ ხდება - ისინი ასახავენ გათვლას და ნდობას. და თუ აზერბაიჯანის ლიდერი სწორედ თბილისს ირჩევს საკვანძო მოლაპარაკებების პლატფორმად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება როგორც სტაბილური, მართვადი და პროგნოზირებადი ჰაბი, რომლის გარშემოც შესაძლებელია რეგიონული არქიტექტურის აგება. შინაარსობრივად ეს იმითაც დასტურდება, რომ თბილისზე გადის არა მხოლოდ მარშრუტები, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ხოლო ყველა ძირითადი საერთაშორისო პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს - ან უკვე გადის საქართველოს გავლით, ან მის გარეშე ვერ განხორციელდება.
ეს საქართველოსთვის თვისობრივად უკვე სულ სხვა როლია: არა უბრალოდ „ტრანზიტული ტერიტორია“, არამედ ნაკადებისა და ინტერესების მართვის ცენტრი. ხოლო სადაც არის მართვა - იქ იზრდება გავლენაც. სწორედ ამიტომ თბილისი დღეს იქცევა წერტილად, სადაც იკვეთება არა მხოლოდ ბაქოსა და ანკარის, არამედ უფრო ფართო გლობალური მოთამაშეების ინტერესები.
ამ კონტექსტში მთავარი დასკვნა მკაფიოა: თბილისი უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის დედაქალაქი - იგი დე-ფაქტო გახდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი და სულ უფრო მეტად პრეტენზიას აცხადებს უფრო ფართო ევრაზიული სივრცის საკვანძო ჰაბის როლზე.
სანამ ჩვენი აგენტურა „ენის მიტანისა“ და შოპინგის მიზნით ნიდერლანდებს სტუმრობს და ამსტერდამის „წითელი ფანრების უბანში“ დასეირნობს, რათა „თვალს წყალი დაალევინოს“ - მათთვის უცხო და მიუღებელი ქვეყანა იბრუნებს მთავარი რეგიონალური ცენტრის სტატუსს. რეგიონული ტურბულენტობის ფონზე დღეს სწორედ აქ ყალიბდება სტაბილურობის, მოლაპარაკებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სივრცე. და ალიევის ვიზიტი - ეს უკვე ამ პროცესის დასაწყისი კი არა, მისი მკაფიო დადასტურებაა: ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ გულების გასახეთქად, დიახ, რეგიონული სიმძიმის ცენტრი ბრუნდება თბილისში“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ყველა სიახლე
08 აპრილი 2026, 12:47
საზოგადოება
მთაწმინდის გამგეობა: აბაშიძის ქუჩის N11-ში ჩამოიშალა სახლის შიდა ფრაგმენტი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით. 12 ოჯახი გაყვანილია სასტუმროში
ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 12 ოჯახის გაყვანის და სახლის მდგომარეობის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 12:38
საზოგადოება
ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ საპოროში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიაში, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
08 აპრილი 2026, 12:38
რეგიონი
ფოთის მერმა რაგბის გუნდი „ფოთის“ შემადგენლობას სეზონის წარმატებული ასპარეზობა მიულოცა
ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, რაგბის გუნდი „ფოთის“ წევრებს შეხვდა და მათ სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატება მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 12:09
რეგიონი
ბათუმის ბულვარში უნებართვო საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი დაიწყო
ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ განთავსებული, საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 12:02
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.
08 აპრილი 2026, 11:56
სამართალი
მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა
აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან ერთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ხუთი ფაქტია გამოვლენილი ერთი მცხეთა-მთიანეთისა და ოთხი კახეთის რეგიონებში.
08 აპრილი 2026, 11:55
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტემენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
08 აპრილი 2026, 11:53
მსოფლიო
ნეთანიაჰუს ოფისი: ისრაელი აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა ეს ლიბანს არ ეხება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აშშ-ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის გარიგებას მიესალმება. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 11:48
პოლიტიკა
პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,
08 აპრილი 2026, 11:40
პოლიტიკა
პრემიერი: ინფრასტრუქტურის სამინისტროში წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის
„შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107%-ით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით, შარშან დაგვჭირდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, შედეგად, შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ამ თანხების გადაჭარბებით 107%-ით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მადლობა მინდა, გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
08 აპრილი 2026, 11:38
პოლიტიკა
პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას
საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 აპრილი 2026, 11:35
პოლიტიკა
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,
08 აპრილი 2026, 11:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ
ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისას.
08 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაცემებს ისევ არ აახლებს. საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაცემებს ისევ არ აახლებს. საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.
08 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია
ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
08 აპრილი 2026, 11:26
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.
08 აპრილი 2026, 11:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში
157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 აპრილი 2026, 11:23
რეგიონი
გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო
გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.
08 აპრილი 2026, 11:23
მსოფლიო
Axios: აშშ-ირანის დროებითი ზავის გამოცხადებიდან მალევე ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა
აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობზე ფასები მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 11:23
პოლიტიკა
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები
„ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, - აღნიშნა პრემიერმა.


