ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს - ამ ფონზე, აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას დეტალურად ავუხსნა, თუ რა იმალება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის უკან და რეალურად როგორ იმოქმედებს მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებები უნგრეთის არჩევნებზე,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების ძალაუფლების საყრდენი ფული, პროპაგანდა და სამხედრო ძალაა „ნატოს“ სახით, მათი ძალაუფლება სწორედ ამ სამ ძალაზე დგას.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე „დიპ სტეიტის“ ძალაუფლების სამი საყრდენის, ფულის ანუ დოლარის, პროპაგანდის ანუ სრულად მორჩილი მედიისა და სამხედრო ძალის, იგივე „ნატოს ალიანსის“ მნიშვნელობა მათი გეგმების შესრულების პროცესში. ოლიგარქების ძალაუფლება სწორედ ჩემ მიერ ხსენებულ სამ მთავარ ინსტრუმენტზე დგას, რომელთაგანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამივე იყოს ერთნაირად ქმედითი და ხელშეუხებელი მათი კონტროლის მიღმა მყოფი ძალებისგან.
სამტკიცი აქ ბევრია - მაგალითად როდესაც ჩინეთმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პლატფორმა „ტიკტოკი“, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს ნულოვანი გავლენა ჰქონდათ და რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო სიმართლის, უცენზურო სიტყვის პლატფორმა, აშშ-მა ლამის ომი გამოუცხადა ჩინურ მხარეს, სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვა და საბოლოოდ გიგანტური საინფორმაციო ცენტრი „ბლეკ როკის“ შვილობილ კომპანიას არ დაუქვემდებარა,“- ვკითხულობთ წერილში.
წერილში ასევე საუბარია „დიპ სტეიტის“ მიერ დოლარის ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებთ არსებული ყველა საფრთხის განეიტრალებაზე.
„ასევე საზოგადოებას კარგად ახსოვს დოლართან დაკავშირებული ნამდვილი ისტერია, რომელიც ძალიან მარტივად შეიმჩნეოდა ოლიგარქიული ოჯახებისა და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ფინანსური თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან, როცა საქმე ალტერნატიული ეკონომიკური ცენტრის, „ბრიქსის“ შექმნასა და ასევე ალტერნატიული ვალუტის შექმნას მოჰყვა. ოლიგარქებმა უამრავი დრო, ენერგია და ფული დახარჯეს იმისათვის, რომ უშუალოდ „ბრიქსის“ წევრ ქვეყნებს შეეტანათ დისონანსი ისედაც მძიმედ დაძრულ პროცესში და საბოლოოდ, ჩაშლა თუ არა, მაქსიმალური ვადით გადაედოთ „დიპ სტეიტის“ ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ბერკეტის, დოლარის ალტერნატივის შექმნა. ასეც მოხდა - ამ დროისთვის ოლიგარქებმა ეს საფრთხე ყველა შესაძლო მეთოდით გაანეიტრალეს,“- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილი წერილში ასევე საუბრობს ტრამპის მუქარაზე „ნატოს“ დატოვების თაობაზე, რასაც ის ბლეფს უწოდებს, რამდენადაც ისინი ერთ ძალას დაქვემდებარებული ორგანოებია.
„რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენს, სამხედრო ძალას, იგივე „ნატოს“, ის არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. როგორც ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ვერ დატოვებს, ისევე ვერ დატოვებს აშშ ნატოს, რადგან ეს ერთი და იგივეა, ერთი ძალის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოებია,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.
ყველა სიახლე
08 აპრილი 2026, 11:35
პოლიტიკა
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,
08 აპრილი 2026, 11:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ
ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისას.
08 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია
ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
08 აპრილი 2026, 11:26
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.
08 აპრილი 2026, 11:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში
157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 აპრილი 2026, 11:23
რეგიონი
გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო
გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.
08 აპრილი 2026, 11:23
მსოფლიო
Axios: აშშ-ირანის დროებითი ზავის გამოცხადებიდან მალევე ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა
აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობზე ფასები მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 11:23
პოლიტიკა
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები
„ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, - აღნიშნა პრემიერმა.
08 აპრილი 2026, 11:22
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
08 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა
„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.
08 აპრილი 2026, 11:20
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი, 1979 წელს დაბადებული ჰ.ქ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1999 წელს დაბადებული ა.ტ. და 1976 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 11:17
პოლიტიკა
პრემიერი: თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ეკონომიკის განვითარებაზე მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება
„ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
08 აპრილი 2026, 11:10
პოლიტიკა
გია აბაშიძე: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პეკინმა ხელი შეუწყო თეირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რაც მიუთითებს, რომ პეკინის დიპლომატიურ აქტივობას მნიშვნელობა ჰქონდა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პეკინმა ხელი შეუწყო თეირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რაც მიუთითებს, რომ პეკინის დიპლომატიურ აქტივობას მნიშვნელობა ჰქონდა - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
08 აპრილი 2026, 11:03
სამართალი
პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 11:01
სამართალი
პოლიციამ დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 2000 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 11:00
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს.
08 აპრილი 2026, 10:55
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 10:54
სპორტი
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი დაუპირისპირდებიან⚽
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა პარიზში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, განმეორებით მატჩს კი ქართველი ფეხბურთელების კლუბები 14 აპრილს ჩაატარებენ.
08 აპრილი 2026, 10:51
საზოგადოება
სემეკი მოსახლეობას შესაძლო თაღლითური სატელეფონო ზარების შესახებ აფრთხილებს
სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური მომსახურების კომპანიების სახელით გაურკვეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს.
08 აპრილი 2026, 10:40
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


