09 აპრილი 2026, 08:58 / სანდო წყარო

ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა. უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს და დღემდე მოძველებული მონაცემები აქვს განთავსებული.

„სამწუხაროა, რომ გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა. უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს საქართველოში მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2026, 10:15

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობდა

09 აპრილი 2026, 10:15

ტაბლოიდი

გერმანიაში თევზის ყველაზე გრძელი ბუტერბროდი მოამზადეს🥪

საფეხბურთო კლუბმა „ჰანზა როსტოკმა“ და ქეითერინგულმა კომპანიამ w.Holz, როსტოკის „ოსტზეეშტადიონზე“ ტრადიციული ჩრდილოგერმანული თევზის სენდვიჩი მოამზადეს. მასში თევზთან ერთად სალათის ფოთლები, კიტრი, ხახვი და სოუსი რემულადი იყო გამოყენებული.

09 აპრილი 2026, 10:14

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგი აქტიური მუშაობის შედეგია. მისი თქმით, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ათვისებულმა თანხამ დაახლოებით 442 მილიონ ლარს მიაღწია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, განსაკუთრებით მეორე და მესამე კვარტალში, როდესაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყება.

კეშ პატელი

09 აპრილი 2026, 09:54

მსოფლიო

FBI-მ აშშ-ის სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 09:47

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზვიად შალამბერიძე

09 აპრილი 2026, 09:44

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ ინფორმაციის შეცვლა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებული ინფორმაციაა განთავსებული და უწყება მონაცემებს არ აახლებს.

მაია ბითაძე

09 აპრილი 2026, 09:37

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებას აფასებს.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2026, 09:33

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო დამატებითი აღჭურვილობით, შეიარაღებით და ყველაფრით დარჩება თავის პოზიციაზე ირანში და მის გარშემო რეალური შეთანხმების სრულ აღსრულებამდე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკული ჯარი თავისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით დარჩება ირანში და მის გარშემო მანამ, სანამ ისლამურ რესპუბლიკასთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ყველა პირობა შესრულებული არ იქნება.

09 აპრილი 2026, 09:22

პოლიტიკა

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას 9 აპრილის მემორიალთან პატივს მიაგებენ

მემორიალი გვირგვინით შეამკო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლებიც.

მიხეილ ყაველაშვილი

09 აპრილი 2026, 09:08

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს

9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2026, 09:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როცა გვჭირდებოდა, ნატო გვერდში არ დაგვიდგა. კიდევ ერთხელ რომ დაგვჭირდეს, მაინც არ დაგვიდგება გვერდში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, როცა ვაშინგტონს დახმარება დასჭირდა, ალიანსი მას გვერდში არ დაუდგა.

09 აპრილი 2026, 08:59

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი დღეს აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ სულ ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.

გიორგი ვოლსკი

09 აპრილი 2026, 08:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, თავის ელჩს ამ ფორმით დაუჭიროს მხარი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებას აფასებს.

09 აპრილი 2026, 08:37

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 აპრილს საქართველოში

9 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

09 აპრილი 2026, 08:19

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

09 აპრილი 2026, 08:17

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ლიპყინული) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

09 აპრილი 2026, 08:16

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

09 აპრილი 2026, 08:09

პოლიტიკა

რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - „ქრონიკას“ გერმანიის საელჩოდან პასუხი ამ დრომე არ მიუღია

არაერთი მოწოდების მიუხედავად, რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს საქართველოში მიმართა. პასუხს ამ დრომდე ელოდება, მათ შორის კითხვაზე, თავად საელჩო აწვდის თუ არა თავისსავე მთავრობას ინფორმაციას ცვლილებების შესახებ.

09 აპრილი 2026, 08:08

საზოგადოება

დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია

დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია. სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე 10:00 საათზე სამების ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღასრულებს, 18:00 საათზე კი 12 ვნების სახარებას წაიკითხავენ.