პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია

09 აპრილი 2026, 16:11

გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან - პრივატიზებული აქვთ ის ღირებულებები, რომლებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ, დასჯადი უნდა გახდეს ის ქმედებები, რაც დღეს რუსთაველზე ვნახეთ

გიორგი გამსახურდია, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი რადიკალების მცირერიცხოვანი ჯგუფის ქმედებებს სოციალურ ქსელში აფასებს.

თამარ ჩიბურდანიძე

09 აპრილი 2026, 16:01

თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები

რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და 9 აპრილის მონაწილეზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ლევან ჟორჟოლიანი

09 აპრილი 2026, 15:39

ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი

დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

ლადო სადღობელაშვილი

09 აპრილი 2026, 15:14

ლადო სადღობელაშვილი რადიკალებზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრევლებად - ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს პოლიტიკური სპექტაკლის არენად

9 აპრილი არის არა უბრალოდ თარიღი - ეს არის ტკივილი და ამავდროულად საქართველოს თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

რევაზ სოხაძე

09 აპრილი 2026, 15:08

რევაზ სოხაძე: სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, მოთხოვნების შესაბამისად

ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

09 აპრილი 2026, 15:06

მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი გიორგობიანმა.

09 აპრილი 2026, 15:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.

09 აპრილი 2026, 14:30

9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანს აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა

დავითულიანი საკრებულოს თავმჯდომარესთან, წევრებთან და თბილისის მერის მოადგილეებთან ერთად მემორიალთან 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მივიდა. მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს მას აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა. მან დავითულიანს „მოღალატე და რუსი“ უწოდა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}