11 აპრილი 2026, 15:50 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი ხიდაშელსა და კანდელაკზე: ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

როდესაც პოლიტიკური ფიგურები მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით აღარ შემოიფარგლებიან და განზრახ ავრცელებენ საზღვარგარეთ შეგნებულად ყალბ ვერსიას, თითქოს საკუთარი სახელმწიფო არარსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობს ირანთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ, ეს უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ ოპოზიციურ საქმიანობას - ეს არის დარტყმა ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებაზე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Fox News-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის თანაავტორობით გავრცელდა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის.

„საქართველოზე ცეცხლის გახსნის მორიგ კორექტირებას აქვს ადგილი: არ გამოვიდა რუსეთიდან თუ უკრაინიდან - გამოვიდეს ისრაელიდან ან აშშ-ს რომელიმე ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზიდან. ამიტომ ამ „კორექტიროვშიკების" (თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი, ნიკოლოზ ჩხეიძე) მიერ ცილისწამების გავრცელებას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის ფილტრში უკიდურესად მკაცრად გავატარებდი. მათ მიერ „საკუთარი" ქვეყნისთვის არარსებული ბრალის წამოყენება სწორედ ამ მუხლის გადასახედიდან ასე გამოიყურება: როდესაც პოლიტიკური ფიგურები მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით აღარ შემოიფარგლებიან და განზრახ ავრცელებენ საზღვარგარეთ შეგნებულად ყალბ ვერსიას, თითქოს საკუთარი სახელმწიფო არარსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობს ირანთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ, ეს უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ ოპოზიციურ საქმიანობას - ეს არის დარტყმა ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებაზე.

ასეთ კონსტრუქციაში შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის. და თუ 308-ე მუხლი საგარეო უსაფრთხოების ხელყოფაზე საუბრობს, ძნელია უფრო თვალსაჩინო ჰიპოთეტური შემთხვევის წარმოდგენა, ვიდრე მცდელობა, სტრატეგიულ მოკავშირეებს შეუგდო ყალბი სიგნალი: „საქართველო მტრის მხარეს თამაშობს - დასაჯეთ იგი“. აქ არსებითია ერთი რამ: ასეთ მოდელში საქმე უკვე აღარ ეხება სიტყვის თავისუფლებას, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკური დარტყმის საფუძვლის შეგნებულ ფაბრიკაციას.

ეს აღარ არის „აზრის გამოთქმის თავისუფლება“, „შეფასებითი მოსაზრება“ ან „მკვეთრი რიტორიკა“ - ეს არის ინფორმაციული ტიპის პოლიტიკური დივერსია, სადაც სიცრუე გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი სანქციების, დიპლომატიური ზეწოლისა და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის პროვოცირებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, თუ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ თბილისსა და თეირანს შორის არანაირი ალიანსი არ არსებობს, მაგრამ აკვიატებულად არწმუნებს გარე მოთამაშეებს საპირისპიროში და ფაქტობრივად უბიძგებს მათ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებისკენ - მკაცრ სამართლებრივ და პოლიტიკურ ინტერპრეტაციაში ეს მაქსიმალურად უახლოვდება 308-ე მუხლის ლოგიკას: საგარეო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება შეგნებულად ყალბი პოლიტიკური დასმენით უცხოეთში.

უფრო მეტიც, ასეთ სცენარში განსაკუთრებით შემზარავია არა მხოლოდ თავად სიცრუე, ცილისწამება - არამედ ამ სიცრუის ადრესატი. საუბარია არა შიდა პარტიულ პოლემიკაზე, არამედ მცდელობაზე, საქართველო ჩათრეულ იქნას სხვის ომში როგორც სამიზნე - გამოგონილი საფუძვლებით. ეს უკვე აღარ არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის - ეს არის მზადყოფნა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენო გარე ძალოვანი, დიპლომატიური და სანქციური რესურსი შიდა პოლიტიკური სარგებლისთვის. მკაცრი ანალიტიკური ენით ამას ჰქვია მარტივად: არა ოპოზიციური საქმიანობა, არამედ პოლიტიკური მავნებლობა საგარეო კონტურით, სადაც საკუთარი ქვეყანა სამიზნედ არის ქცეული. ეს არის პირდაპირი შეტევა სახელმწიფოს საგარეო უსაფრთხოებაზე, და ასეთ პრიზმაში საკითხი უკიდურესად მკაცრად დგას: სად მთავრდება რადიკალური „ოპოზიციურობა“ და სად იწყება საკუთარი ქვეყნისთვის პირდაპირი ზიანის მიყენებაში პოლიტიკური თანამონაწილეობა. აქ ზღვარი უკვე აღარ არის ბუნდოვანი - ის პრაქტიკულად წაშლილია“, - წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

13 მაისი 2026, 14:09

საზოგადოება

ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სკოლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე ტრენინგები ჩატარდა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლებში გამართეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

შიო III

13 მაისი 2026, 13:57

საზოგადოება

პოლონეთის საელჩო შიო III-ს საქართველოს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს - თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში

პოლონეთის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

13 მაისი 2026, 13:43

საზოგადოება

Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 მაისი 2026, 13:42

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით, LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია.

13 მაისი 2026, 13:32

პოლიტიკა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.

შალვა პაპუაშვილი

13 მაისი 2026, 13:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III

„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრეი სიბიგა

13 მაისი 2026, 13:22

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: უკრაინას ომის ერთი დღე 450 მილიონი დოლარი უჯდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის ერთი დღე ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება.

13 მაისი 2026, 13:06

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

13 მაისი 2026, 13:02

მსოფლიო

Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს

რუსეთსა და უკრაინაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, მცირეა. ინფორმაციას Finacnial Times-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

13 მაისი 2026, 12:53

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პრობლემაზე რეგიონებში თბილისთან შედარებით. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრაციასაც. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 23 000 უცხოელს სურს საქართველოს შრომის ბაზარზე ოპერირება. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ, ამის ფონზე, საქართველოს 1500 მოქალაქე მუშაობს გერმანიაში:

13 მაისი 2026, 12:48

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.

13 მაისი 2026, 12:44

მსოფლიო

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

13 მაისი 2026, 12:42

კულტურა

არნოლდ შვარცენეგერი სანტა-კლაუსის როლს შეასრულებს🎬🎅

ფილმის რეჟისორი ადამ შენკმენია, სცენარის ავტორი კი ალან რაისი. შვარცენეგერთან ერთად მთავარ როლს ალან რიჩსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ავკვაფინა, კენ ჯონგი, ჯეინ კრაკოვსკი, ლიზა კოში და კაილ მუნი.

13 მაისი 2026, 12:21

რეგიონი

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

13 მაისი 2026, 12:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია, რადგან ეს სრული აბსურდია.

13 მაისი 2026, 12:11

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს მედიაგარემოს შესახებ შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ივანე მახარაძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს - პოლიტიკურ ოფიცერ კერი მაკინტოშს, პრეს-ატაშე სარა საპერსტინს და საელჩოს სპეციალისტს მედიის საკითხებში, ნანა კიკნაძეს შეხვდნენ. შეხვედრა მაუწყებლობის სფეროში კომუნიკაციების კომისიის როლის, მედიის რეგულირებისა და საქართველოში არსებული შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოსა და კომისიის მიდგომების განხილვას ისახავდა მიზნად, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

13 მაისი 2026, 12:01

საზოგადოება

N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

13 მაისი 2026, 11:54

საზოგადოება

მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი კიდევ ორ ქუჩაზე მოეწყობა

წყალარინების ქსელის პრობლემა მუხიანის დასახლებაში კიდევ ორი - კალაუბნისა და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს მოუგვარდებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

13 მაისი 2026, 11:51

საზოგადოება

ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, 3 400 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანში, 3 400 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, საუბარია ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, ჯუმბერ ლეჟავასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის სრულად განახლებაზე, სადაც ამჟამად ვითარება კრიტიკულია.

13 მაისი 2026, 11:45

მსოფლიო

Reuters: ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა გაუგზავნა

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და მისი ოპერირებისთვის საჭირო პერსონალი გაუგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.