14 აპრილი 2026, 09:20 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ყოველი მთავრობა იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება უნგრეთის არჩევნების შედეგებს, რომელშიც ორბანი დამარცხდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა პარტიამ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილება და ახალი კაბინეტი ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა უნგრეთი, არ ნიშნავს ქცევის ლოგიკის შეცვლას:

„ახალ კაბინეტს შეუძლია უფრო რბილად ილაპარაკოს, ბრიუსელისთვის უფრო მისაღები ჩანდეს და დემონსტრაციულად აღარ აჟღერებდეს მოსკოვთან ძველ პირად კავშირებს, მაგრამ იგი მაინც იმავე პოლიტიკური მათემატიკის მძევალი დარჩება - არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა სხვის ომში და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა დანაკარგები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ორბანი ბრიუსელისთვის ფარი იყო. ქართველიშვილი წერს, რომ თუ ახალი უნგრული ხელისუფლება არ შეუშლის ხელს უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფას, ევროკავშირს მოუწევს არსებული თანხების მოძიება, ან „უკრაინული რიტორიკის საზღვრების საჯაროდ აღიარება“.

„და მაინც, ვეცადოთ ჩავწვდეთ „აკაცუკთა სიჩლუნგეს", ანუ მათ "უნგრულ სიხარულს". ამ შეფასებაში ობიექტური ვიქნები, ვინაიდან არც არჩევნების წინ, არც არჩევნების მსვლელობისას - ვერ იპოვით ვიქტორ ორბანის მხარდამჭერ, ან არჩევნების შედეგების პროგნოზის ამსახველ, ჩემ მიერ დაწერილ ვერც ერთ სტატუსს. არადა, წერა რომ მიყვარს და ვერავინ დამასწრებდა, ამაში შევთანხმდეთ. არ ვწერდი ორი მარტივი მიზეზის გამო: 1) საქართველოზე ნებისმიერი შედეგი ვერ აისახებოდა უარყოფითად და 2) ბრიუსელისთვის ორბანის დამარცხება შესაძლოა პიროსის გამარჯვებად იქცეს. ასეა თუ ისე, არჩევნების შედეგი ცნობილია და ამით ცენტრალური ევროპა საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკური რომანტიზმის ეპოქას, როდესაც საგარეო პოლიტიკა ლოზუნგებზე, მორალურ დეკლარაციებსა და ბრიუსელის საერთო კურსისადმი დემონსტრაციულ ლოიალობაზე იყო აგებული.
მის ადგილს იკავებს ცივი ეროვნული გათვლა: ყოველი მთავრობა, მიუხედავად ლიდერთა გვარებისა, იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ცვლილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთია, არ ნიშნავს თავად ქცევის ლოგიკის შეცვლას: ახალ კაბინეტს შეუძლია უფრო რბილად ილაპარაკოს, ბრიუსელისთვის უფრო მისაღები ჩანდეს და დემონსტრაციულად აღარ აჟღერებდეს მოსკოვთან ძველ პირად კავშირებს, მაგრამ იგი მაინც იმავე პოლიტიკური მათემატიკის მძევალი დარჩება - არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა სხვის ომში და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა დანაკარგები.

აქედან გამომდინარეობს ბრიუსელისთვის მეორე, გაცილებით მტკივნეული შედეგი: ერთიანი დისციპლინის მექანიზმი, დიდი ალბათობით, სწორედ ამ შედეგით შიგნიდან დაიშლება. დიახ, უნგრული ხმაურიანი ვეტოები შეიძლება შემცირდეს, გაქრეს პერსონალიზებული კონფრონტაცია, მაგრამ ეს ძველ ევროპულ მონოლითობას ვერ აღადგენს. პირიქით, წინააღმდეგობა უბრალოდ საჯარო ფორმიდან ფარულში გადავა: რეგიონის ქვეყნები სულ უფრო იშვიათად დაბლოკავენ გადაწყვეტილებებს ღიად, მაგრამ სულ უფრო ხშირად ჩაშლიან მათ შესრულების, გაჭიანურების, საბიუჯეტო შეთანხმებებისა და შიდა დათქმების დონეზე.

პარადოქსი ის არის, რომ თავად ბრიუსელისთვის ვიქტორ ორბანის ფიგურა დიდი ხნის განმავლობაში მოსახერხებელი ფარი იყო: სანამ ბუდაპეშტი მრავალმილიარდიან დახმარების პაკეტებს ბლოკავდა, ევროპულ ცენტრს შეეძლო უნგრულ ვეტოზე მიეთითებინა და აერიდებინა უსიამოვნო სიმართლის აღიარება, ევროკავშირს არც თავისუფალი 90 მილიარდი აქვს და არც პოლიტიკური მზაობა, ასეთი თანხები უმტკივნეულოდ ამოიღოს საკუთარი ეკონომიკებიდან. თუ ახალი უნგრული ხელისუფლება ამ დაბრკოლებას მოხსნის, ბრიუსელი ბევრად უფრო სახიფათო რეალობის წინაშე აღმოჩნდება: ან სასწრაფოდ უნდა მოძებნოს ფული, რომელიც არ არსებობს, ან საჯაროდ აღიაროს საკუთარი უკრაინული რიტორიკის საზღვრები.
მთავარი კი ისაა, რომ ევროპა სტრატეგიული თვითშეზღუდვის ფაზაში შედის: უკრაინის უპირობო მობილიზაციის ეპოქა იწურება არა იმიტომ, რომ ვიღაც „რუსეთის მხარეს გადავიდა“, არამედ იმიტომ, რომ თავად ევროპული სისტემა ვეღარ უძლებს ამ კურსის ფასს. უახლოეს წლებში რეგიონის მთავარი პოლიტიკური ლოზუნგი იქნება არა გამარჯვება, არა ღირებულებები და არა ისტორიული მისია, არამედ გადარჩენის მშრალი ფორმულა: ნაკლები ვალდებულება, ნაკლები რისკი, ნაკლები სხვისი კრიზისი საკუთარი ხარჯით. სწორედ ეს არის ახალი წესრიგი - მკაცრი, ცინიკური და უკიდურესად ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული. ასე რომ, თუ ვინმე ამიხსნის "აკაცუკების ეიფორიას", მადლობელი დავრჩები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

13 მაისი 2026, 16:42

საზოგადოება

თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გახსნეს. სკვერის გახსნის ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის, ხოლო 13 მაისის სახელობის სკვერის სახელდება საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.

უეს სთირინგი

13 მაისი 2026, 16:36

მსოფლიო

The Times: ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგომისთვის ემზადება და, შესაძლოა, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლოს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, უეს სთირინგი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

13 მაისი 2026, 16:27

პოლიტიკა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო.

13 მაისი 2026, 16:22

პოლიტიკა

პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.

13 მაისი 2026, 16:20

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა.

შოთა ბერეკაშვილი

13 მაისი 2026, 16:17

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება

ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

დონალდ ტრამპი

13 მაისი 2026, 16:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

13 მაისი 2026, 15:50

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

13 მაისი 2026, 15:47

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების სპეციალისტთან, ჰიმატ სინგჰ სანდჰუსთან შეხვედრა გამართა, რომელიც კომისიისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხებსა და „Log In Georgia“-ს პროექტის მიმდინარეობის განხილვას დაეთმო, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე

13 მაისი 2026, 15:44

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: იანვარი-აპრილის პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ქვეყანაში ბიზნესაქტივობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა - აღნიშნული გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის, ისე რეექსპორტის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ 2026 წლის 4 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შეფასებისას.

13 მაისი 2026, 15:41

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებლებია. ასევე რეკორდულია აპრილის მაჩვენებლებიც: არსებული სტატისტიკური მონაცემებით, აპრილში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 716.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

13 მაისი 2026, 15:31

ეკონომიკა

„დეილი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი: ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს

„დეილი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ ზამბახიძემ, „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ დამატებითი აქციების ფარგლებში, მომხმარებლები პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძლებენ.

13 მაისი 2026, 15:17

რეგიონი

ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ფერნანდ კართაიზერი

13 მაისი 2026, 15:10

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ფერნანდ კართაიზერი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს

ევროპარლამენტარმა ლუქსემბურგიდან ფერნანდ კართაიზერმა 11 მაისს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შედეგები გააკრიტიკა.

ლევან ჟორჟოლიანი

13 მაისი 2026, 14:53

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანი

13 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული

„ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული. პირველ რიგში, ეს ეხება მთავრობის მიერ ყველა განკარგულებისა თუ დადგენილების, ნებისმიერი ბრძანების საჯაროდ გამოტანას და გამოქვეყნებას, რითაც ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაზღვევთ კორუფციულ რისკებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინოს“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

13 მაისი 2026, 14:49

მსოფლიო

პოლონელი ევროპარლამენტარი უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე: ნუთუ პოლონეთის ფსევდოელიტა კვლავ დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში უნდა მივიღოთ?

პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი უკრაინაში კორუფციის მორიგ სკანდალს ეხმიანება.

13 მაისი 2026, 14:49

რეგიონი

14-დან 27 მაისის ჩათვლით დაგეგმილი სამუშაოების გამო სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა“.

გეკა გელაძე
ლევან იოსელიანი

13 მაისი 2026, 14:45

სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა

გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

დავით მათიკაშვილი

13 მაისი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი „დემოკრატიების ალიანსის" კვლევაზე: განისაზღვრა, რომ საქართველო გახლავთ ერთ-ერთი პირველი, მოწინავე პოზიციაზე, როგორც ევროკავშირის, ასევე „ნატოს" წევრ ქვეყნებს შორის

დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია