საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
ფოტო: atlantic council
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურად გაიმყარა.
კეთილდღეობის ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა _ შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5%.
გარდა კეთილდღეობისა, ორგანიზაციამ შეაჯამა დემოკრატიზაციის კუთხით განცდილი გრძელვადიანი, კერძოდ 2012 წლის შემდგომი ცვლილებები მსოფლიოს მასშტაბით. 2012 წლის შემდეგ განცდილი დემოკრატიზაციით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.ატლანტიკური საბჭოს შეფასებით ნატოს და ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის2012 წლის შემდეგ დემოკრატიული პროგრესი მხოლოდ 8 ქვეყანამ განიცადა, მათ შორის საქართველომ. ეს ქვეყნებია: მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა, საქართველო, ლატვია, ჩეხეთი, ირლანდია და ესტონეთი.
გარდა ამისა საქართველო „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის“ კატეგორიაშიც მოხვდა. ორგანიზაციის შეფასებით დემოკრატიულად ითვლება ისეთი ქვეყნები რომელთა, პოლიტიკური სუბინდექსის, ანუ პოლიტიკური თავისუფლების შეფასება 100%-იანი სისტემით 50%-ს აჭარბებს, ხოლო ავტოკრატიულად ფასდება ის სახელმწიფოები, რომელთა შეფასებაც 50%-ზე დაბალია. ქვეყნები რომლებიც ხანგრძლივვადიან პერიოდში უწყვეტად ინარჩუნებენ პოლიტიკური სუბინდექსში 50%-ზე მაღალ შეფასებას, მუდმივ დემოკრატიებად სახელდებიან. ამასთან, გამოცემის თანახმად, ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებად მიიჩნევა ის სახელმწიფოები და ტერიტორიები, სადაც პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი 75%-ზე მაღალია.
საქართველოს მიმდინარე შეფასება პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 75.1%-ს შეადგენს, რაც მას ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსს ანიჭებს. ფაქტს ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში 75%-ზე მაღალი შეფასება მხოლოდ 2013წლიდან მოყოლებული უწყვეტად აქვს. 2013წლამდე პერიოდში ამ შესაძლებლობას საქართველო მუდმივად მოკლებული იყო.
ატლანტიკური საბჭოს თანახმად, საქართველოს საზოგადოება მსოფლიოს მოსახლეობის იმ 9%-ში მოხვდა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ წინსვლა განიცადა ქვეყანაში დემოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლების გაუმჯობესების თვალსაზრისით. პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 82.4%-ი დაიმსახურა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ - 81.8%.
ორგანიზაცია თავისუფლების ინდექსს აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. კრიტერიუმები ჯგუფურად თავს იყრის და ნაწილდება სამ აგრეგატულ ინდექსში:ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი და ლეგალური თავისუფლების ინდექსი.
რაც შეეხება კეთილდღეობის ინდექსს, მისი შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების უფლებების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“სტატუსი მიიღო, და მსოფლიოში 47-ე ადგილზე გავიდა. ორგანიზაციის განმარტებით „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი ეძლევა ქვეყანას, რომელიც კეთილდღეობის რეიტინგში პირველიდან 41-ე პოზიციამდე დაიკავებს სარეიტინგო ადგილს. საქართველო წელს 47-ე ადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად. წელს საქართველო კეთილდღეობის რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.
ყველა სიახლე
15 მაისი 2026, 12:35
მსოფლიო
ჩინური მედია: პუტინი ჩინეთში 20 მაისს ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 20 მაისს გეგმავს ჩასვლას. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
15 მაისი 2026, 12:32
პოლიტიკა
პრემიერი: ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს, სინამდვილეში, მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას
როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა, ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
15 მაისი 2026, 12:24
პოლიტიკა
პრემიერი: მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, დატოვეს სულ ორი სახელმწიფო ტელევიზია და ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც
მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
15 მაისი 2026, 12:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს, მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა
მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
15 მაისი 2026, 12:20
პოლიტიკა
პრემიერი: სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი. მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები
ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
15 მაისი 2026, 12:14
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებს, მისგან მომდინარე გამოწვევებსა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა იმსჯელეს აღნიშნული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ცნობიერების ამაღლების პერსპექტივებზე.
15 მაისი 2026, 12:08
მსოფლიო
ირანული მედია: აშშ-მა ირანის 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მთლიანად უარყო
აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის მიერ შემოთავაზებული 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მთლიანად უარყო. ინფორმაციას Tehran Times-ი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:40
მსოფლიო
AP: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კუბაში ჩავიდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი კუბაში ჩავიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი „იმედთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: ეს არის პირდაპირ დევნა თავისუფალი აზრისა, რომელსაც თითქოს, იცავენ ეს ევროპარლამენტარები და სინამდვილეში თავისუფალი სიტყვის მტრები არიან
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთი წლის საქმიანობის აკრძალვას დევნის დადასტურებულ ფაქტად აფასებს.
15 მაისი 2026, 11:34
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:32
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: „იმედის“ დასანქცირების საკითხზე ევროპარლამენტში კორუფციული ინტერესებიც იკვეთება
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ - პროცესში ჩართული იყო რადიკალებთან დაახლოებული ელენე მეტრეველი, რომელიც „იმედისთვის“ დაწესებულ შეზღუდვას საკუთარ მიღწევად აღიქვამს
15 მაისი 2026, 11:31
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ცხადია, სოხუმისა თუ ცხინვალის მასშტაბები და გეოპოლიტიკური წონა ტაივანთან შედარებადი არ არის, მაგრამ ზესახელმწიფო ჩინეთიც კი იძულებულია მიმართოს მოლოდინის პოლიტიკას
მსოფლიო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად მიდის მყისიერი გადაწყვეტილებებისკენ და უფრო მეტად, სწორედ სტრატეგიული მოთმინების, ეკონომიკური ჩართულობისა და კონფლიქტური ტერიტორიების გარშემო, გარემოს ეტაპობრივი ცვლილების მოდელისკენ მიისწრაფვის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის პეკინში გამართულ შეხვედრას ეხმიანება.
15 მაისი 2026, 11:28
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენი ქვეყანა განუზომლად დაზარალდა ღია საზღვრებით, მაღალი გადასახადებით, საყოველთაო „ტრანსგენდერიზმით“
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღია საზღვრები, მაღალი გადასახადები, ლგბტ პოლიტიკა და მრავალფეროვნება სხვა პრობლემებთან ერთად ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც შეერთებული შტატების დაღმავლობის მიზეზი გახდა და რომლის ავტორიც ქვეყნის წინა ადმინისტრაციაა.
15 მაისი 2026, 11:20
პოლიტიკა
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ - პროცესში ჩართული იყო რადიკალებთან დაახლოებული ელენე მეტრეველი, რომელიც „იმედისთვის“ დაწესებულ შეზღუდვას საკუთარ მიღწევად აღიქვამს
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ. მათ შორის არის კრიშტოფერ ბრეიზა, რომელსაც ელენე მეტრეველი ეხმარებოდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა. მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე IPP-ის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია.
15 მაისი 2026, 11:14
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ეს არის ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ქართული მედიასაშუალებების აკრძალვასთან და აკრედიტაციის არგაცემასთან დაკავშირებით და ეს გაასაღოს, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მოლდოვის მიერ ქართული ტელეკომპანიებისთვის კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციის არგაცემას აფასებს.
15 მაისი 2026, 11:07
საზოგადოება
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შოთა ანდრიაძესთან ერთად თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:03
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:59
მსოფლიო
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთი ნატოს, შესაძლოა, 2029 წელს თავს დაესხას
გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის, კარსტენ ბროიერის განცხადებით, 2029 წელს რუსეთს ნატოზე თავდასხმის შესაძლებლობა ექნება.
15 მაისი 2026, 10:59
სამართალი
პოლიციამ თბილისში ქურდობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:57
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.


