არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!
არჩილ ბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ისმის, არის შემდეგი: როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ისეთ მცირე სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში? - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
არჩილ ბერიძის განცხადებით, დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ ძლიერდება სახელმწიფოთა რეალისტური პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოები პირველ რიგში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
„ფაქტია - მსოფლიო წესრიგი იცვლება, ჩვენ ყველანი ვხედავთ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრიზისს. ეს წესრიგი ეფუძნებოდა იდეას, რომ დასავლეთი - განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები - იყო გლობალური სისტემის მთავარი ლიდერი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. თუმცა დღეს მსოფლიო სისტემაში მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება.
გლობალურ პოლიტიკაში ძლიერდება ჩინეთი და სხვა რეგიონული ძალები. ევროპული პოლიტიკის არაერთმა შეცდომამ და ევრობიუროკრატიის არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად შესუსტდა.
ამერიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროპის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სულ უფრო ნაკლებად არის მზად ევროპული პოლიტიკური პრობლემების საკუთარ თავზე ასაღებად.
ამ ვითარებაში განსაკუთრებით აშკარა გახდა უთანხმოებები ამერიკისა და ევროპული პოლიტიკური ელიტების ნაწილს შორის - უთანხმოებები, რომლებიც დღეს უკვე ღიად ჩანს საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაში.
უკრაინის ომმაც ნათლად აჩვენა, რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაუთვლელ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. დღეს ყველა ხედავს, რა ფასს იხდის უკრაინული სახელმწიფო. ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა კიდევ უფრო დაძაბა საერთაშორისო ვითარება. ეს პროცესები გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზეც, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც და საერთაშორისო ძალთა ბალანსზეც. ამ ყველაფრის ფონზე საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ ძლიერდება რეალისტური პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოები პირველ რიგში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სამხედრო და ეკონომიკური ძალა ისევ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ ფაქტორად და ასეთ გარემოში პატარა სახელმწიფოები ვალდებულნი არიან იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით, გონივრული გათვლებით და მკაფიო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
არჩილ ბერიძის განცხადებით, დიდ ძალებთან ურთიერთობისას მთავარი არის ბერკეტების ბალანსი, რაც რეალისტური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით.
„საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით მაშინ, როდესაც სახელმწიფოებრივ ინტერესს ყველაფერზე მაღლა ვაყენებდით და ვმარცხდებოდით მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვწირავდით უცხო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.
სწორედ ამიტომ, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატიზმს და რეალისტურ გეოპოლიტიკურ ხედვას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომელმაც პირველად გახადა საჯარო და ნათელი უცხოური გავლენების მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ხელმოწერა. ამ გადაწყვეტილებამ თავდაპირველად დიდი კრიტიკა გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ვნახეთ, რომ თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებიც აქტიურად ავითარებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მარტივ გეოპოლიტიკურ ჭეშმარიტებას: დიდ ძალებთან ურთიერთობაში მთავარი არის ბერკეტების ბალანსი და არა ერთპიროვნული დამოკიდებულება. სწორედ ეს არის რეალისტური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი.
დღეს საქართველოს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიცია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც არავის სატელიტი არ იქნება.
საქართველოს აქვს საკუთარი ძლიერი ბერკეტები: ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ჩვენი როლი სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კორიდორებში, და ჩვენი მნიშვნელობა ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.
საქართველოს შეუძლია და უნდა გახდეს რეგიონული ხიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის ცენტრი.
და ბოლოს, ერთი მარტივი სიმართლე: მსოფლიოში, სადაც დიდი ძალები საკუთარ ინტერესებს იცავენ, პატარა სახელმწიფოებს გადარჩენა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავადაც იცავენ საკუთარ სახელმწიფოს.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ, დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!“ - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
ყველა სიახლე
14 აპრილი 2026, 16:53
მსოფლიო
მერცი: უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის სრულფასოვანი სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია.
14 აპრილი 2026, 16:53
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გარკვეული პოლიტიკური ძალები „პოლიტიკურ აუტისტებად“ მოიხსენია.
14 აპრილი 2026, 16:49
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ქსელის ENIC-NARIC-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სლავური და ლათინო-ამერიკული ქვეყნების საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების სპეციფიკა განიხილეს.
14 აპრილი 2026, 16:36
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც
ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
14 აპრილი 2026, 16:34
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგენიან
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბლოკში უკრაინის მისაღებად მზად არ არიან. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 16:15
რეგიონი
მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).
14 აპრილი 2026, 16:06
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების შეფასებისას. მისი თქმით, პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ადასტურებს.
14 აპრილი 2026, 15:54
მსოფლიო
ავიაკომპანიების ჯგუფი ევროკომისიას ზაფხულის ბოლომდე EES-ის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისკენ მოუწოდებს
Euronews-ი წერს, რომ ევროკავშირის შესვლისა და გასვლის ახალმა სისტემამ (EES) გასულ უქმეებზე აეროპორტების სასაზღვრო კონტროლზე „ქაოსი“ გამოიწვია - დაფიქსირდა სამსაათიანი რიგები და გავრცელდა ინფორმაცია მგზავრების შესახებ, რომლებმაც რეისებზე დააგვიანეს.
14 აპრილი 2026, 15:46
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხის მდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის
„ბრიუსელი იმდენადაა მძევლობაში თავისი რიტორიკის და ლოზუნგების, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში განხორციელდეს პოზიციების დათბობა უნგრეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ.
14 აპრილი 2026, 15:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
14 აპრილი 2026, 15:17
მსოფლიო
სლოვენიაში ნატოდან გასვლის შესახებ, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს
სლოვენია, შესაძლოა, ნატოდან გავიდეს. აღნიშნულ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე, ზორან სტევანოვიჩი გამოვიდა.
14 აპრილი 2026, 15:07
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი აკრიტიკებს
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი, ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი აკრიტიკებს.
14 აპრილი 2026, 15:05
საზოგადოება
შშმ ბავშვების მშობლები გვარამიას განცხადებაზე: ჯერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე - სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?!
როგორც უფლებადამცველმა მარი კორკოტაძემ აღნიშნა, ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა კი აუტისტ ადამიანებზე გადავიდნენ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ყველანაირ ზღვარს სცილდება.
14 აპრილი 2026, 15:03
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „მიგრაციის კანონზე“: უკანონო მიგრაცია ცოცხალი ორგანიზმივით არის, მუდმივი გამოწვევაა, ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. ასე რომ შენ ყოველთვის უნდა მოარგო კანონმდებლობა იმ გამოწვევებს, რაც დგას
უკანონო მიგრაციაა გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „მიგრაციის კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
14 აპრილი 2026, 14:57
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას
ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
14 აპრილი 2026, 14:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ თუ დისკუსიების გამართვას აპირებს, ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია
ზოგადად კამიტის თემა ღიმილის მომგვრელია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. კამიტით მოწამვლაზე წლების შემდეგ ლაპარაკობენ კამიტით „მოწამლულები“. ეს უკვე ტრაგიკომედიაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეხვედრებს მართავს და შესაძლოა საუბარი შეეხოს ე.წ. კამიტის საქმესაც.
14 აპრილი 2026, 14:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება
ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
14 აპრილი 2026, 14:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გვარამიაზე: მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის
„მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის. შეგახსენებთ, როდესაც ის პოლიტიკაში მობრუნებამდე იყო ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელი, წამყვანი და ამინდის შემქმნელი, ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც მისი და მისი კოლეგებისა და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში. როდესაც დისკრიმინაციულ და ამორალურ გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად არახალია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის. თავი დავანებოთ მის პოლიტიკურ აქტივობასა და ე.წ. სტატუსს დღევანდელს. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული. ალბათ სწორედ მისი წარსულის გამოძახილია მისი მხრიდან თითოეული ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადება“, - მიიჩნევს კირცხალია.
14 აპრილი 2026, 14:49
მსოფლიო
POLITICO: ფონ დერ ლაიენი ორბანის მარცხს წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში ვეტოს უფლების ჩამორთმევისთვის იყენებს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიქტორ ორბანის მარცხს იყენებს იმისთვის, რომ წევრ ქვეყნებს საგარეო პოლიტიკაში ვეტოს უფლება ჩამოართვას.
14 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
კირცხალია „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია
„ეს არ არის პირველი და ბოლო კვლევა „ატლანტიკური საბჭოსი“, ჩვენ გვახსოვს სხვა, მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიული მდგომარეობა, სასამართლოს ინსტიტუციის შეფასება, ადამიანის უფლებების შეფასება მათი მხრიდან და ახლა ეს, რასაც დღეს ვხედავთ. ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.


