14 აპრილი 2026, 13:59 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე: საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

თანამედროვე სამყაროში პოლიტიკა შეიცვალა. თუ ადრე სახელმწიფოებზე ზეწოლა ხშირად პირდაპირი კონფლიქტებით, სამხედრო დაპირისპირებით ან ღია პოლიტიკური კრიზისებით ხორციელდებოდა, დღეს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა მეთოდები - უფრო დახვეწილი, გრძელვადიანი და ბევრად უფრო რთულად შესამჩნევი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფოებზე გავლენას არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით ახდენენ.

„ეს შეიძლება იყოს კრიტიკული ანგარიშები, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიები, პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც დროდადრო ჩნდება სხვადასხვა პლატფორმაზე და თანდათან ქმნის საერთო ფონს. თითოეული ასეთი ეპიზოდი, ცალკე აღებული, შეიძლება უმნიშვნელოდაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ როდესაც ისინი სისტემურად, დროულად და მეთოდურად ჩნდება, საბოლოოდ იქმნება საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენის მცდელობა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, გლობალურ პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია, ჩამოყალიბებულია მეთოდები, რომლებიც საზოგადოებრივი განწყობების, საინფორმაციო სივრცისა და პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულ შესწავლას ეფუძნება. ზუსტად არის განსაზღვრული, რომელ თემებზე შეიძლება იყოს საზოგადოების მგრძნობელობა მაღალი, როგორ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რა დროს უნდა გაჩნდეს ახალი განცხადება ან ახალი ბრალდება, რათა თანდათან შეიქმნას ეჭვისა და დაძაბულობის ატმოსფერო.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ, როგორც საზოგადოებამ, კარგად გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ხშირად ასეთი შეტევების მიზანი არ არის ერთი კონკრეტული განცხადება ან ერთი ანგარიში. მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი, გაჩნდეს გაურკვევლობა და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა. სწორედ ამიტომ, ასეთი პროცესები განსაკუთრებით ეფექტიანი ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება მათზე ემოციურად რეაგირებს და იწყებს ამავე თემების გაუთავებელ გამეორებას. ასეთ შემთხვევაში, პროვოკაციის ავტორები აღწევენ მთავარ მიზანს… ისინი თავად კი არ ავრცელებენ ნარატივს, არამედ ამას უკვე საზოგადოება აკეთებს. ამიტომ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ რამეს გავუსვათ ხაზი - ძლიერი საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც ხედავს არა მხოლოდ ცალკეულ მოვლენას, არამედ მთლიან სურათს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირს სხვადასხვა რეგიონს შორის და ბუნებრივია, ასეთ გარემოში სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას - ზოგჯერ პოლიტიკურ პროცესებზე, ზოგჯერ საინფორმაციო სივრცეზე, ზოგჯერ კი საზოგადოებრივ განწყობებზე.

„ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოცდილი პოლიტიკური სისტემა და საზოგადოება არსებობს, რომელმაც უკვე არაერთი რთული პერიოდი გამოიარა. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ყურადღებით ვაკვირდებით ყველა პროცესს. ჩვენ ვაანალიზებთ ყველა ფაქტორს, ვხედავთ რისკებს და კარგად გვესმის, როგორ მუშაობს თანამედროვე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმები. ამიტომ, ჩვენი პასუხი ასეთ მცდელობებზე არ არის პანიკა, არ არის ემოციური რეაქცია და მუდმივი თავის მართლება. ჩვენი პასუხია სტრატეგიული სიმშვიდე, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიფხიზლე, არ გავხდეთ პროვოკაციების ნაწილი, არ დავუშვათ, რომ ეჭვი და გაურკვევლობა გახდეს საზოგადოებრივი განწყობის საფუძველი.

„სწორედ ასეთ პირობებში იწყებს მუშაობას ყველაზე ძლიერი დაცვა - საზოგადოების გააზრებული პოზიცია. როდესაც საზოგადოება ხედავს მთელ სურათს, როდესაც ესმის პროცესების ლოგიკა, მაშინ ნებისმიერი საინფორმაციო შეტევა კარგავს თავის მთავარ ძალას - გავლენას საზოგადოებრივ განწყობებზე. უნდა გვესმოდეს, რომ მომავალშიც იქნება მსგავსი მცდელობები. იქნება სხვადასხვა განცხადებები, შეფასებები და საინფორმაციო კამპანიები. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საზოგადოების სიფხიზლე, ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ მსგავს მცდელობას საბოლოოდ აზრს დაუკარგავს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ყველა სიახლე

09 მაისი 2026, 17:46

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართული იყოს კერძო სექტორი, რადგან რეფერენტული ფასი შეიქმნას მოლაპარაკების საფუძველზე“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი

09 მაისი 2026, 17:38

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი „იმედის“ „წაღების“ შესახებ დევდარიანის განცხადებაზე: გაიხსენონ ჩვენი უახლესი ისტორიის ის ამაზრზენი ფურცლები, როდესაც მედია საშუალებები მიწასთან იყო გასწორებული და სიტყვის თავისუფლება დახშული იყო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი „იმედის“ „წაღების“ შესახებ ქეთევან დევდარიანის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. სოსიაშვილმა დევდარიანის განცხადებას აბსურდი და დიდი სიცრუე უწოდა.

დავით ქართველიშვილი

09 მაისი 2026, 17:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მთავარი არხი“, ე.წ. პროდასავლური მედია რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ?

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას, სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავშირის დროშის დამწველ „ანტიმამაოს“ რომ არეკლამებს, უცნაური ხომ არ არის.

ზაალ ანჯაფარიძე

09 მაისი 2026, 17:30

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ „დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული“ ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ“.

09 მაისი 2026, 17:27

რეგიონი

ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნა

ოზურგეთის მერის ინფორმაციით, მერმა პაატა კუნჭულიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი გამსახურდია

09 მაისი 2026, 17:14

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ

აი ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი "მსახურების" მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

09 მაისი 2026, 17:10

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში მონაწილე ორ ძალოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ.

09 მაისი 2026, 16:55

მსოფლიო

პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

09 მაისი 2026, 16:34

მსოფლიო

რომში დააკავეს იტალიის ყოფილი ელჩი უზბეკეთში, რომელიც შენგენის ვიზებს ყიდდა

იტალიელმა სამართალდამცველებმა უზბეკეთში იტალიის ყოფილი ელჩი, პიერგაბრიელე პაპადია დე ბოტინი დი სანტ-ანიეზე დააკავეს, რომელსაც შენგენის ვიზების უკანონო გაცემა ედება ბრალად. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

09 მაისი 2026, 16:14

მსოფლიო

პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სლოვაკეთის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დავაკმაყოფილოთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრატისლავის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს.

ნიკოლოზ მეტრეველი

09 მაისი 2026, 16:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: წლების განმავლობაში ნიკა გვარამია და სხვები ებრძოდნენ ქართულ ეკლესიას. ეს ძალები კვლავ ცდილობენ, ეს გააკეთონ. როდესაც სცდება საკითხი სასულიერო არჩევნებს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სიმართლის მხარეს დადგეს

როდესაც სცდება საკითხი სასულიერო არჩევნებს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სიმართლის მხარეს დადგეს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას.

ირაკლი ხელაძე

09 მაისი 2026, 15:22

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე „იმედის“ „წაღების“ შესახებ დევდარიანის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებების გაკეთება მიუთითებს იმ უტიფრობაზე, რასაც კადრულობენ კოლეტქიური „ნაციონალური მოძრაობა“, მათი პროპაგანდისტები

ქეთი დევდარიანის განცხადებასა და ბრალდებას, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერასა და პროპაგანდას უწოდებს, რადგან ბიუროკრატია, იმ ევროპული ღირებულებას უპირისპირდება, რასაც მედიის თავისუფლება ჰქვია. კერძოდ, დევდარიანმა თქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ წართმეული ტელეკომპანია “იმედის" კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის "წაღება" იყო. მან ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილს წაუყენა.

თორნიკე ფაღავა

09 მაისი 2026, 15:20

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: შერჩევით სამართალთან დაკავშირებით ოპოზიციის ნარატივი სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება

ოპოზიციის ის ნარატივი, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

09 მაისი 2026, 15:05

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

პეტერ ფიშერი

09 მაისი 2026, 14:58

პოლიტიკა

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა არ უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას, რატომ არ ცვლის გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ ვებგვერდზე ატვირთულ ძველ მონაცემებს

„ქრონიკამ“ კიდევ ერთხელ ჰკითხა გერმანიის ელჩს, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით რატომ არ ცვლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი. პეტერ ფიშერმა კითხვას არ უპასუხა.

09 მაისი 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 9 მაისს მაღალი რანგის უკრაინელი სამხედროს მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურმა ქალაქ ოდესაში დააკავა მამაკაცი, რომელიც რუსეთის დავალებით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირის ლიკვიდაციას გეგმავდა.

09 მაისი 2026, 14:52

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მერთან გიგა გაბელიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მერთან გიგა გაბელიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა.

09 მაისი 2026, 14:49

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა.

09 მაისი 2026, 14:47

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვარლამ წიკლაური

09 მაისი 2026, 14:45

საზოგადოება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ აწყურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 10 მაისს „ახალციხის ციხეზე“ დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, - წერს სოციალურ ქსელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური.