imedi /  14 აპრილი 2026, 14:11 / სანდო წყარო

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

„კი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებაც“ ჩანაცვლდება არჩევნების გზით, როდესაც ამის დრო დადგება, მაგრამ ჩანაცვლდება ეროვნული ხელისუფლებით, ისეთი ხელისუფლებით, ისეთი გუნდით და ისეთი ახალგაზრდებით, რომლებიც აუცილებლად გამოჩნდებიან. ვისთვისაც სუვერენიტეტი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ჩვენთვის. ვინც არ იქნება მართული აგენტი გარედან. სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული და აქედან გამომდინარე, ნულოვანი შანსი გაქვთ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლების. ამომრჩევლებზე როდესაც საუბრობთ, თქვენს ადგილზე მოვერიდებოდი ამ თემაზე საუბარს, ვინაიდან 2024 წლიდან თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ კარგად გაგშიფრეს და დაინახეს, რომ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.

რაც შეეხება იმას, რომ ვიქტორ ორბანი უარყავითო - არ ვიცი ეს რა გამოთქმაა ან საიდან გებადეთ მსგავსი აზრები. ჩვენ პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ ბატონი ორბანის და მისი გუნდის იმ მეგობრობისთვის, რაც მათ საქართველოსთვის გაწიეს. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ეს ურთიერთობები ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

ირინა წაქაძე

14 აპრილი 2026, 17:33

ჯანდაცვა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და ერთხმად მხარი დაუჭირა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

მაიკ ლი

14 აპრილი 2026, 17:32

მსოფლიო

ამერიკელი სენატორი, მაიკ ლი ურსულა ფონ დერ ლაიენის ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკელი სენატორი, მაიკ კი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს.

14 აპრილი 2026, 17:23

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია

14 აპრილი 2026, 17:03

სპორტი

მამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს⚽

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ბურთი მამარდაშვილის კარში სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ფრიდრიხ მერცი

14 აპრილი 2026, 16:53

მსოფლიო

მერცი: უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის სრულფასოვანი სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია.

ცოტნე ანანიძე

14 აპრილი 2026, 16:53

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გარკვეული პოლიტიკური ძალები „პოლიტიკურ აუტისტებად“ მოიხსენია.

14 აპრილი 2026, 16:49

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ქსელის ENIC-NARIC-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სლავური და ლათინო-ამერიკული ქვეყნების საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების სპეციფიკა განიხილეს.

ვახტანგ ცინცაძე

14 აპრილი 2026, 16:36

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც

ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

14 აპრილი 2026, 16:34

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბლოკში უკრაინის მისაღებად მზად არ არიან. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 16:15

რეგიონი

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).

მარიამ ქვრივიშვილი

14 აპრილი 2026, 16:06

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების შეფასებისას. მისი თქმით, პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ადასტურებს.

14 აპრილი 2026, 15:54

მსოფლიო

ავიაკომპანიების ჯგუფი ევროკომისიას ზაფხულის ბოლომდე EES-ის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისკენ მოუწოდებს

Euronews-ი წერს, რომ ევროკავშირის შესვლისა და გასვლის ახალმა სისტემამ (EES) გასულ უქმეებზე აეროპორტების სასაზღვრო კონტროლზე „ქაოსი“ გამოიწვია - დაფიქსირდა სამსაათიანი რიგები და გავრცელდა ინფორმაცია მგზავრების შესახებ, რომლებმაც რეისებზე დააგვიანეს.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2026, 15:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხის მდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის

„ბრიუსელი იმდენადაა მძევლობაში თავისი რიტორიკის და ლოზუნგების, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში განხორციელდეს პოზიციების დათბობა უნგრეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 15:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

14 აპრილი 2026, 15:17

მსოფლიო

სლოვენიაში ნატოდან გასვლის შესახებ, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს

სლოვენია, შესაძლოა, ნატოდან გავიდეს. აღნიშნულ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე, ზორან სტევანოვიჩი გამოვიდა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი

14 აპრილი 2026, 15:07

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი აკრიტიკებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი, ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი აკრიტიკებს.

14 აპრილი 2026, 15:05

საზოგადოება

შშმ ბავშვების მშობლები გვარამიას განცხადებაზე: ჯერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე - სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?!

როგორც უფლებადამცველმა მარი კორკოტაძემ აღნიშნა, ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა კი აუტისტ ადამიანებზე გადავიდნენ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ყველანაირ ზღვარს სცილდება.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „მიგრაციის კანონზე“: უკანონო მიგრაცია ცოცხალი ორგანიზმივით არის, მუდმივი გამოწვევაა, ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. ასე რომ შენ ყოველთვის უნდა მოარგო კანონმდებლობა იმ გამოწვევებს, რაც დგას

უკანონო მიგრაციაა გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „მიგრაციის კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

14 აპრილი 2026, 14:57

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ თუ დისკუსიების გამართვას აპირებს, ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია

ზოგადად კამიტის თემა ღიმილის მომგვრელია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. კამიტით მოწამვლაზე წლების შემდეგ ლაპარაკობენ კამიტით „მოწამლულები“. ეს უკვე ტრაგიკომედიაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეხვედრებს მართავს და შესაძლოა საუბარი შეეხოს ე.წ. კამიტის საქმესაც.