საკანონმდებლო ორგანომ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
გრიგოლ გიორგაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მიიღო „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თანმდევ პროექტებთან ერთად წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცვლილების თანახმად, ზუსტდება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები.
„მომხსენებლის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურის მიერ შეთავსებითი საქმიანობის პროცედურული საკითხების დაზუსტების უზრუნველსაყოფად მიეთითება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული წერილობითი თანხმობის ვადა - ერთი წელი.
პროექტის თანახმად, პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მისაღებად ორგანიზაციული საკითხების დაზუსტების მიზნით, განისაზღვრება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისათვის და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის პირის გამოძახების პროცედურები.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომელთაც შეიძლება ჩაბარდეთ პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინება/ უწყება.
ცვლილების თანახმად, პირი, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამსახურის სახით, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში (თუ მას არ აქვს გადავადების ან გათავისუფლების შესაბამისი საფუძვლები ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა).
„საქართველოს თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირის სამსახურის გავლასთან დაკავშირებით ზუსტდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები““, - განაცხადა მომხსენებელმა.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 03:05
მსოფლიო
The New York Times: აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს
ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ირანის განადგურებული სამხედრო ძალების შესახებ მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რასაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები პოლიტიკოსებს დახურულ კარს მიღმა ატყობინებენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს“.
13 მაისი 2026, 01:34
მსოფლიო
CNN: ისრაელი შეშფოთებულია, რომ ტრამპი ირანთან ცუდ შეთანხმებას დადებს
ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლოა მანამდე გააფორმოს შეთანხმება, ვიდრე იმ ძირითად საკითხებს გადაჭრის, რამაც თავდაპირველად ეს ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა - ამის შესახებ CNN-ს ისრაელის რამდენიმე წყარომ განუცხადა.
13 მაისი 2026, 01:33
საზოგადოება
ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი გამოვლინდა
ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.
13 მაისი 2026, 01:12
მსოფლიო
ტრამპი: არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ - არ უნდა დავუშვათ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ხელში ჩაიგდოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობისას, ამერიკელების ფინანსური სირთულეები მისთვის პრიორიტეტული არ არის.
13 მაისი 2026, 00:35
მსოფლიო
POLITICO: კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების ლობირებას ცდილობს, კიევში გამწვავებული კორუფციული სკანდალი ძირს უთხრის მის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.
13 მაისი 2026, 00:04
სპორტი
„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 45 წელი შესრულდა
13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1981 წელს უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.
12 მაისი 2026, 23:56
მსოფლიო
ტრამპი: ეს ომი დასასრულს უახლოვდება - ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე წელს რუსეთში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
12 მაისი 2026, 23:53
საზოგადოება
ჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში წარდგა. ვიდეო
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა. ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.
12 მაისი 2026, 23:13
საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება
დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
12 მაისი 2026, 23:01
მსოფლიო
ტრამპი: ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა
ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 მაისი 2026, 22:59
სპორტი
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.
12 მაისი 2026, 22:10
მსოფლიო
კაია კალასი: პუტინის პოზიცია სუსტდება და ამან შესაძლოა ომის დასრულების შესაძლებლობა გააჩინოს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 9 მაისის განცხადებები შეაფასა.
12 მაისი 2026, 21:47
სპორტი
პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია
ქართველმა პარასპორტსმენებმა ჩემპიონატზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს - ლიკა ჩაჩიბაიამ (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილმა (70 კგ), ნატა ოჩიგავამ (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილმა (52 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
12 მაისი 2026, 21:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო
ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
12 მაისი 2026, 21:20
საზოგადოება
თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: გამორჩეულია პატივი და პასუხისმგებლობა, როცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ავიდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ორიათასწლოვანი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე
ისტორიის დოქტორი, თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაციას აფასებს.
12 მაისი 2026, 21:09
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე.
12 მაისი 2026, 20:59
სამართალი
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - ირანის მოქალაქეს საქართველოში 13 ათასზე მეტი აბი „მეთადონი“ შემოჰქონდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამოღებულია სატვირთოს სამალავში ნაპოვნი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება. აკრძალული ტვირთი სავარაუდოდ, შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი. ქართველმა სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე დააკავეს.
12 მაისი 2026, 20:58
კულტურა
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში მილიონობით მაყურებლის წინაშე ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. ჯგუფი „ბზიკები“, რომელმაც 2008 წელს კონკურსის საბავშვო ნაწილში ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ავსტრიის დედაქალაქში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს.
12 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსისა და სააკაშვილის დაპირისპირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სააკაშვილი ოპოზიციას განსჯის, ოპოზიცია თავს იმართლებს. ალიანსის სტრატეგია მსჯავრდებულს არ აკმაყოფილებს, გარეთ მყოფებმა კი შეუთვალეს, რომ არ ეთანხმებიან და არგუმენტად დაანონსებული ე.წ. კარდაკარ შეხვედრები დაასახელეს. შიდა კონფლიქტი, დაკარგული მხარდამჭეერები და არარსებული რესურსი-ასე ხედავს მმართველი პარტია და საპარლამენტო ოპოზიცია ალიანსის რეალობას.
12 მაისი 2026, 20:37
პოლიტიკა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერება და სანქციები, - ამ მოთხოვნებს აყენებს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია. ავტორები ხელისუფლებას ავტორიტარულ მართვაში სდებენ ბრალს, ქვეყანას კი, რუსეთის მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.


